Tag Archives: #ენერგოსექტორი

სემეკმა „იდუმალი მომხმარებლის“ კვლევის ახალი შედეგები გამოაქვეყნა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ „იდუმალი მომხმარებლის“ კვლევის ახალი შედეგები გამოაქვეყნა. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. „კვლევის ფარგლებში შემოწმდა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომპანიების მიერ მომხმარებლებზე გაწეული მომსახურებისა და სემეკის რეგულაციების შესრულების პროცესი. კვლევის შედეგების მიხედვით, კომპანიებში დაფიქსირებული დარღვევების უმეტესობა გამოსწორებულია, თუმცა, ვლინდება გარკვეული ტიპის განმეორებითი დარღვევები, რომელთა აღმოსაფხვრელად მათ 1- თვიანი ვადა განესაზღვრათ. კვლევის ფარგლებში შემოწმდა 11 კომუნალური ...

Read More »

მირცხულავა: „ხუდონჰესის აშენების შემთხვევაში, ენგურჰესი დამატებით 0.5 მლრდ კვტ/სთ უიაფეს ელექტროენერგიას მოგვცემდა“

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება, თუ არ ჩავთვლით 2020-ის კრიზისს ყოველწლიურად იზრდება. მატულობს გენერაციის ობიექტთა რაოდენობაც, თუმცა გაცილებით დაბალი ტემპით რაც საერთო ჯამში, დეფიციტს და მეზობელ სახელმწიფოებზე ენერგოდამოკიდებლობას ზრდის. გაჩერებული დიდი ჰესების მშენებლობის გარდა, კიდევ ერთი პრობლემა ოკუპირებულ აფხაზეთში უკონტროლო მოხმარება და კრიპტომაინინგია. აღნიშნულ საკითხებზე სასაუბროდ „კომერსანტი“ ენერგეტიკის ყოფილ მინისტრსა და „საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნული კომიტეტის“ თავმჯდომარეს დავით მირცხულავას ესაუბრა. 2019-2020 წლებში ჰიდროგენერაცია მნიშვნელოვნად ...

Read More »

ივანე მაჭავარიანი: „EBRD ენერგეტიკის რეფორმაში ჩართვის მზადყოფნას გამოთქვამს“

ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ბოლო ათწლეულების განმავლობაში EBRD საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარტნიორია. „ის ძირითადად კერძო სექტორისთვის და 250-ზე მეტ სხვადასხვა პროექტში მონაწილეობს და დაახლოებით 4 მლრდ-ზე მეტი დაფინანსება აქვს გამოყოფილი“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა EBRD-ის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ივანე მაჭავარიანის თქმით, მათ გამოთქვეს მზადყოფნა და სურვილი, რომ აქტიურად ჩაერთვებიან სხვადასხვა სფეროში მათ შორის ენერგეტიკასა და სახელმწიფო ...

Read More »

ფასიანი დამტენებიდან 100 კმ-სთვის საჭირო მუხტის მიღება მომხმარებელს 8-9 ლარი დაუჯდება

ელექტრომობილების დამტენები ეტაპობრივად ფასიანი გახდება. პროცესი 15 თებერვალს თბილისიდან, სატესტო რეჟიმში დაიწყება და ერთი წუთის ღირებულება 3-დან 17 თეთრამდე, ავტომობილის სიმძლავრის მიხედვით იმერყევებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 100 კილომეტრისთვის საჭირო მუხტის მიღება მომხმარებელს 8-9 ლარი დაუჯდება. „ჩვენ 15 თებერვლიდან ვგეგმავთ პირველი ფასიანი დამტენების სატესტო რეჟიმში გაშვებას. შევხედავთ და თუ ნორმალურად წავიდა საქმე, 15-16 თებერვლიდან უკვე ფასიანი იქნება. თუმცა, ეტაპობრივად, ...

Read More »

ბათუმის 13 საჯარო სკოლა მზის ენერგიის გამოყენებას მარტიდან დაიწყებს

ბათუმის ცამეტ საჯარო სკოლაში მზის მიკროელექტროსისტემების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის გამოყენებას უკვე მარტის თვიდან დაიწყებენ. ამის შესახებ „ბათუმელებს“ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდში უთხრეს. მზის მიკროელექტროსისტემები, როგორც ფონდში გვითხრეს, უკვე დამონტაჟებულია 13-ვე სკოლაში და დარჩენილია დამიწების წრედის მოწყობა. ეს საჯარო სკოლებია – N: 1, 6, 8, 9, 10, 13, 14, 16, 17, 22, 23, 28 და 30. აქედან, ათ საჯარო სკოლაში [N: ...

Read More »

თურქეთში პირველი უპილოტო ელექტროავტობუსი წარადგინეს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დაესწრო პირველი ელექტრო, უპილოტო სამგზავრო ავტობუსის პრეზენტაციას. აღნიშნულის შესახებ განცხადება გაკეთდა თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის Twitter ანგარიშზე, იუწყება Axar.az. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართული პრეზენტაციის დროს, დამსწრე საზოგადოებას შეატყობინეს, რომ უპილოტო სამგზავრო ავტობუსი წარმოადგენს თანამედროვეობის მანქანას, რომელიც მთლიანად თურქმა ინჟინრებმა შექმნეს. ”ჩვენ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მივდივართ მეოთხე თაობის უპილოტო ელექტროავტობუსით Atak Elektrik-ით, რომელიც მთლიანად თურქი ...

Read More »

ელექტროენერგიის და გაზის სუბსიდიის გამო, იანვარში ინფლაცია 2.8% იყო – საქსტატი

საქსტატმა დღეს 2021 წლის იანვრის ინფლაციის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასული თვის მდგომარეობით საქართველოში ფასები წლიურ ჭრილში 2.8%-ით გაიზარდა. როგორც საქსტატის ანგარიშიდან ირკვევა, მათ ინფლაციის მეთოდოლოგიაში გაითვალისწინეს კომუნალური მოსაკრებლების სუბსიდირების პროგრამა, რამაც ინფლაციის მაჩვენებელი 1.77%-ით შეამცირა. შესაბამისად, რომ არა სუბსიდიის ეფექტი ინფლაცია 2.8%-ის ნაცვლად 4.57% იქნებოდა.  წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო ...

Read More »

“ჯეო ფერო მეტალის” პროდუქციის თვითღირებულება $350-ით გაძვირდა

„ჯეო ფერო მეტალის“ პროდუქციის თვითღირებულება $350-ით გაძვირდა, – ძირითადი მიზეზი ელექტროენერგიის ტარიფის თითქმის 90%-იანი მატებაა. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის დირექტორი, გიორგი ნოზაძე აცხადებს, ახლა წარმოება თავის გადარჩენას ცდილობს. „ჩვენთვის დენის ტარიფი დაახლოებით 92%-ით გაძვირდა. ჩვენი საწარმოს მუშაობა ძირითადად ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული. ტარიფის ზრდამ სრულიად სხვანაირი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა. 100%-ით ექსპორტზე ვართ დამოკიდებული. შესაბამისად, ფასებს ჩვენი პირადი სურვილით ვერ ვაკონტროლებთ. მსოფლიო ბაზარზე რაც ...

Read More »

Akkuyu ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და თანამედროვე ატომური ელექტროსადგურია მსოფლიოში

Akkuyu-ს ბირთვული ელექტროსადგური, რომელიც თურქეთის სამხრეთით, მერსინის პროვინციის გულნარის მხარეში შენდება, გახდება ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და თანამედროვე ატომური ელექტროსადგური. აღნიშნულის შესახებ Akkuyu Nuclear JSC- ის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ სერგეი ბუცკიხმა განაცხადა თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მომზადებულ გადაცემაში (Söz Yetenekte). მისივე თქმით, პროექტის განხორციელებამ ძლიერი ბიძგი მისცა ეკონომიკის, ინდუსტრიისა და სოციალური ცხოვრების მრავალი სფეროს განვითარებას. Akkuyu NPP გახდება ერთ-ერთი ყველაზე ...

Read More »

რეალური ვაჭრობის დაწყების მოლოდინში – როგორ მუშაობს სატესტო რეჟიმში ენერგეტიკული ბირჟა

ენერგეტიკულმა ბირჟამ ამ დროისთვის უკვე რამოდენიმე სატესტო ვაჭრობა ჩაატარა. სიმულაციურ პროცესში მონაწილეობას 40-მდე კომპანია იღებდა. ენერგეტიკული ბირჟის დირექტორი შედეგებით კმაყოფილია. როგორც ირინა მილორავა „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, პლატფორმიდან დაინტერესება საკმაოდ დიდია. „სატესტო რეჟიმი 1-ელი სექტემბრიდან დაიწყო. ის ბირჟის მხრიდან რამდენიმე აქტივობას მოიცავს. ეს იყო ტრენინგები, ანუ მხარეებისთვის იმ ინფორმაციის მიწოდება, თუ რას აკეთებს ბირჟა, როგორია სავაჭრო პლატფორმა, რა პროდუქტები ივაჭრება და ასევე, ...

Read More »