Tag Archives: #ენერგეტიკა

ევროკავშირში: რუსეთის მხრიდან ბუნებრივი აირის მიწოდების სრული შეწყვეტისთვის მზად ვართ

ევროკავშირში აცხადებენ, რომ მზად არიან რუსეთის მხრიდან ბუნებრივი აირის მიწოდების სრული შეწყვეტისთვის. მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ ეკონომიკის საკითხებში ევროკომისარმა პაოლო ჯენტილონიმ განაცხადა. „კარგად ვართ მომზადებული, რომ დავუპირისპირდეთ რუსეთის მიერ გაზის ექსტრემალურ გამოყენებას იარაღად. ჩვენ არ გვეშინია პუტინის გადაწყვეტილებების, მოვუწოდებთ რუსებს, შეასრულონ კონტრაქტები, მაგრამ ისინი ამას თუ არ გააკეთებენ, მზად ვართ რეაგირებისთვის“, – განაცხადა ჯენტილონიმ. რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომმა“ 2 სექტემბერს, ტექნიკური ...

Read More »

შარლ მიშელი მოუწოდებს ევროკავშირს, დაუყოვნებლივ გადაწყვიტოს ენერგიაზე ფასების ზრდის საკითხი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მოუწოდებს ევროკავშირს, დაუყოვნებლივ გადაწყვიტოს ენერგიაზე ფასების ზრდის საკითხი. ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო“ ავრცელებს. შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკომისია ვერ დაელოდება ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის 14 სექტემბრის გამოსვლას, რომელიც ენერგეტიკული კრიზისიდან გამოსვლის საკითხებს შეეხება. „არ ერთი დღე არ უნდა დავკარგოთ. ეს სიახლე არ არის. ამ დებატებს დღეს არ ვიწყებთ. ამიტომ ჩვენ წარსულში რამდენჯერმე მოვიწვიეთ კომისია, რათა ...

Read More »

ენერგობაზრის მონაწილეები ბირჟაზე გასასვლელად მზად არიან – პრობლემა გეოპოლიტიკური ვითარებაა

ენერგეტიკული ბირჟის დირექტორი ირინა მილორავა GBC-სთან საუბრისას ბირჟის ამოქმედების გადავადებას აფასებს და აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება მთავრობის მიერაა მიღებული შესაბამისი არგუმენტების საფუძველზე. მისივე თქმით, თავად ბირჟა და ბაზრის მოთამაშეები სრულად არიან მზად საბირჟო პრინციპებზე გადასასვლელად.  ირინა მილორავას განცხადებით, თუ გადავადებების წინა შემთხვევები მონაწილეთა მზადყოფნის საკითხებს უკავშირდებოდა, დღეს ამ მხრივ პრობლემა აღმოფხვრილია. მისი თქმით, გადადების მიზეზი რეგიონიში შექმნილი ვითარება და გამოწვევებია. ენერგეტიკული ...

Read More »

ბორის ჯონსონი: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგი იქნება ის, რომ დასავლეთის დამოკიდებულება რუსულ ენერგეტიკულ იმპორტზე შემცირდება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგი იქნება ის, რომ დასავლეთის დამოკიდებულება რუსულ ენერგეტიკულ იმპორტზე შემცირდება. „რაღაც დადებითი გამოვა ამ კატასტროფიდან, პუტინის ომიდან, რადგან ევროპა უარს იტყვის რუსულ ნახშირწყალბადებზე. ჩვენ აღარ ვიქნებით დაუცველები შანტაჟის მიმართ და ჩვენ საგრძნობლად დავაჩქარებთ დიდი ხნის დაგვიანებულ რეფორმებს და სვლას ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ, კერძოდ, ჩვენი ატომური მრეწველობისთვის მიყენებული ზიანის გამოსწორებით“, – აღნიშნა ...

Read More »

ბერბოკი: გერმანია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს იმ შემთხვევაშიც არ გააუქმებს, თუკი გერმანელები ელექტროენერგიის მაღალ ფასებს გააპროტესტებენ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის სიტყვებით, გერმანია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს იმ შემთხვევაშიც კი არ გააუქმებს, თუ გერმანელები ელექტროენერგიის მაღალ ფასებს გააპროტესტებენ. „შემიძლია, დავპირდე უკრაინელ ხალხს – ჩვენ მხარს გიჭერთ და დაგიჭერთ იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება, რასაც უნდა ფიქრობდნენ ჩემი გერმანელი ამომრჩევლები“, – აღნიშნა ბერბოკმა. ანალენა ბერბოკის თქმით, ყველას სურს, რომ ომი დასრულდეს და სანქციები მოიხსნას, მაგრამ ეს თუ არ მოხდება, ...

Read More »

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 1-ელ სექტემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და დემეტრე თავდადებულის (ნაწილობრივ) ქუჩის მოსახლეობას. ისნის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეწველო დასახლების (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), მოსკოვის გამზირის ...

Read More »

ბერბოკი: “ჩრდილოეთ ნაკადი 2”-ის გაშვებას ეწინააღმდეგება

შეკითხვაზე, აუცილებელია თუ არა “ჩრდილოეთ ნაკადი 2”-ის მუშაობის განახლება, ბერბოკმა აღნიშნა, რომ რუსული გაზსადენები ახლა არა მხოლოდ მილსადენები, არამედ იარაღია ჰიბრიდულ ომში. “თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ აწვდის გაზს “ჩრდილოეთ ნაკადი 1”-ით, რატომ უნდა მიაწოდოს “ჩრდილოეთ ნაკადი 2”-ით? “ჩრდილოეთ ნაკადი 1” არ იღებს საკმარის გაზს, არა იმიტომ, რომ მილსადენი გატეხილია, არამედ იმიტომ, რომ პუტინს არ უნდა ეს:, – თქვა ...

Read More »

უკრაინამ ევროპის ორ ქვეყანაში ელექტროენერგიის ექსპორტით ორი თვის განმავლობაში 3 მილიარდი გრივნა მიიღო

უკრაინული პორტალის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის ნაციონალურმა ენერგოკომპანიამ  „უკრენერგო” 30 ივნისიდან 31  აგვისტოს ჩათვლით უკრაინამ რუმინეთში და სლოვაკეთში ელექტროენერგიის ექსპორტით 2,94 მილიარდი გრივნა  (80 მილიონი დოლარი) მიიღო. „ერთი დღით ადრე” ბაზარზე ელექტროენერგიის ფასმა რუმნეთის შემთხვევაში საშუალოდ ~684 ევრო მვსთ შეადგინა, სლოვაკეთის შემთხვევაში კი ~673 ევრო მვსთ აღსანიშნავია, რომ 4 ივლისის მდგომარეობით, რუმინეთს 1 მეგავატსაათი 78,5 ევრო უჯდებოდა, ადგილობრივ ბაზარზე კი ...

Read More »

კრემლი ნებისმიერი საბაბით გაზის სრულ შეწყვეტას ეცდება. ევროპა უარესი სცენარისთვის ემზადება – BBC

რუსეთმა ევროპისთვის ჩრდილოეთ ნაკადის მთავარი მილსადენით გაზის მიწოდება შეწყვიტა. კომპანია „გაზპრომი“ ერთ-ერთი სადგურის აგრეგატზე ჩასატარებელ ტექნიკურ სამუშაოზე მიუთითებს და ამბობს, რომ გაზის მიწოდება 3 სექტემბრის 04:00 საათამდე შეწყდება. თუმცა ევროკავშირი გაზპრომს სანდო მიმწოდებლად აღარ თვლის და ცივი ზამთრისთვის მომზადებას ჩქარობს. „აშკარაა, რომ რუსეთი გაზს იარაღად იყენებს ამ ომში. ჩვენ უნდა მოვემზადოთ გაზის სრული შეწყვეტის ყველაზე უარესი სცენარისთვის”, – განაცხადა საფრანგეთის ენერგეტიკის ...

Read More »

ევროკავშირი უკრაინას მილიონობით იოდის ტაბლეტს გადასცემს

ევროკავშირი უკრაინას გადასცემს კალიუმის იოდიდის 5,5 მილიონ ტაბლეტს, რათა დაიცვან ხალხი რადიაციის ზემოქმედებისგან რუსეთის ჯარების მიერ დატყვევებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გაჟონვის შემთხვევაში. CNN-ის ცნობით, ევროკომისიამ წამლების გადაზიდვას უწოდა „პრევენციული უსაფრთხოების ღონისძიება“ და განმარტა, რომ უკრაინის მთავრობამ მოითხოვა აბების პარტია. კალიუმის იოდიდი იცავს ფარისებრ ჯირკვალს იოდის რადიოიზოტოპების დაგროვებისგან რადიაციული დაბინძურების შემთხვევაში. უკრაინის მეზობელი მოლდოვის ხელისუფლებაც იოდს მარაგებს აგროვებს. კიშინიოვმა რუმინეთიდან მიიღო ...

Read More »