Tag Archives: #ნავთობი

ირანი რუსეთთან დადებულ სანავთობო შეთანხმებას ხელსაყრელ გარიგებად მიიჩნევს

რუსეთმა და ირანმა ხელი მოაწერეს “ურთიერთგაგების მემორანდუმს” ნავთობისა და გაზის სექტორში ინვესტიციების შესახებ. ირანული კომპანია Petroleum Engineering and Development Company (PEDEC)-ის გენერალური დირექტორის აბუზარა შარიფის აზრით, ეს არის ორმხრივად მომგებიანი გარიგების მაგალითი. აღნიშნულის შესახებ “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” იუწყება. ირანი იმედოვნებს, რომ 40 მილიარდი დოლარის მემორანდუმის განხორციელება პოზიტიურ ცვლილებებს გამოიწვევს ქვეყნის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში. ირანის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას სჭირდება ...

Read More »
ერდოღანის ბრძანებით ბოსფორისა და დარდანელის სტურეები რუსული გემებისთვის დაიხურა

ერდოღანი: თურქეთი ირანიდან ნავთობისა და გაზის იმპორტს გაზრდის

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ირანიდან ნავთობისა და გაზის იმპორტს გაზრდის. თურქულ რადიოსთან ინტერვიუში ერდოღანმა ირანის ისლამურ რესპუბლიკაში თავის ბოლო ვიზიტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ირანსა და თურქეთს შორის რვა ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. აქვე დაამატა, რომ ანკარას თეირანიდან ენერგიის იმპორტი უკვე გადაწყვეტილი აქვს. მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობა გაგრძელდება, განსაკუთრებით, სავაჭრო და ეკონომიკურ სფეროებში.

Read More »

როგორ გახდა რუსეთი საწვავის ყველაზე დიდი მომწოდებელი საქართველოსთვის

პირველი 6 თვის განმავლობაში, ყველაზე დიდი შემომტანი, ამასთან, ყველაზე დიდი მომწოდებელი ქვეყანა გახლავთ რუსეთის ფედერაცია“,- ამის შესახებ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. ვანო მთვრალაშვილის თქმით, წლის დასაწყისიდან, ომის დაწყებამდე, რუსეთი საქართველოსთვის, საწვავის მომწოდებლებს შორის, მეოთხე პოზიციას იკავებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ომმა საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის გაძვირება გამოიწვია, რუსეთი გახდა იაფი საწვავის უმსხვილესი მიმწოდებელი. „პირველი ...

Read More »

ნავთობის ფასი ზრდას აგრძელებს

2022 წლის  26 ივლისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  105,15  (+  1,95)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  96,70  ( +  2,00)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

„უახლოეს პერიოდში საწვავის ფასების შემცირება აუცილებლად დაიწყება“ – რამ განაპირობა ქვეყანაში დიზელის სიძვირე

„ლარის კურსის გამყარება ხელს შეუწყობს იმას, რომ უახლოეს პერიოდში საწვავის ფასების შემცირება აუცილებლად დაიწყება“,- ამის შესახებ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. ამასთან, ვანო მთვრალაშვილმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რამაც ადგილობრივ ბაზარზე დიზელის ტიპის საწვავის სიძვირე გამოიწვია. „დიზელის საწვავზე არის აბსოლუტურად რთული ვითარება. ასეთი ფასები არასდროს ყოფილა და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ახლა აქტიურ ფაზაშია სასოფლო-სამეურნეო ...

Read More »

ოკუპირებულ დონეცკში სანავთობო ბაზა იწვის

რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკში სანავთობო ბაზა იწვის. შესაბამის ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. სოციალურ ქსელში ვრცელდება ხანძრის ამსახველი კადრები. სანავთობო ბაზას ცეცხლი უკიდია დონეცკის ბუდენოვსკის რაიონში. რუსული მედიის ცნობით, ხანძარი ბაზაზე უკრაინული მხარის სარაკეტო იერიშების შედეგად გაჩნდა. უკრაინის ხელისუფლებას აღნიშნულ მონაცემებთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

Read More »

BPაზერბაიჯანში ერთ-ერთ პროექტს აჩერებს და ტოვებს მას

ბრიტანულმა ნავთობისა და გაზის კომპანია BP-მ გამოაცხადა კასპიის ზღვაში აზერბაიჯანის პერსპექტიული ნავთობისა და გაზის საბადოების ბლოკზე საძიებო სამუშაოების შეწყვეტისა და პროექტიდან გასვლის შესახებ. ბახტიარ ასლანბეილმა, BP-ის კასპიის რეგიონის კომუნიკაციების დირექტორმა, განუცხადა ჟურნალისტებს, რომ კომპანიის მიერ 2020-2022 წლებში გაბურღული სამი საძიებო ჭაბურღილი, რომელიც 2020-2022 წლებში აბშერონის ნახევარკუნძულის ზედაპირული წყლის პროექტის (SWAP) ფარგლებში იყო გაბურღული, ცარიელი აღმოჩნდა – „არ არსებობს კომერციულად მნიშვნელოვანი, ...

Read More »

შაჰ-დენიზიდან თურქეთში გაზის მიწოდება დროებით შეჩერდება

აზერბაიჯანის „შაჰ-დენიზის“ გაზის კონდენსატის საბადოდან, თურქეთისთვის გაზის მიწოდება მიმდინარე წლის აგვისტოში შეჩერდება. ამის შესახებ  თურქეთის სახელმწიფო ნავთობისა და გაზის კომპანიის BOTAŞ-ის განცხადებაშია ნათქვამი. „2022 წლის 14-დან 28 აგვისტომდე შაჰ-დენიზი-თურქეთის (ბაქო-თბილისი-ერზრუმის) მილსადენზე დაგეგმილი რემონტის გამო, ტურკგოზუს შესასვლელი პუნქტიდან ეროვნული გაზის გამანაწილებელი ქსელის გაზის მიწოდება 14 დღის განმავლობაში შეუძლებელი იქნება. გაზის გამანაწილებელ ეროვნულ ქსელში მიწოდებისა და მოთხოვნის ბალანსზე პრობლემები გეგმიური რემონტის გამო მოსალოდნელი ...

Read More »

ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი საწვავის ფასების დაკლებას უახლოეს მომავალში არ ელის

გლობალური ენერგეტიკული ფასები დარჩება მაღალი უახლოეს მომავალში, მაგრამ უნდა დასტაბილურდეს შეფერხებების არარსებობის შემთხვევაში. აღნიშნულის შესახებ ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ქრისტინ ლაგარდმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ბაზრის ძირითადი ინდიკატორები ვარაუდობენ, რომ ენერგიის მსოფლიო ფასები მოკლევადიან პერიოდში მაღალი დარჩება“, – აღნიშნა ლაგარდმა.

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის  25 ივლისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  104.63 (+1.43)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  96.33 (+1.63)  დოლარი/ბარელზე.

Read More »