ჩვენი მოთხოვნით, „ნამახვანჰესის“ ინვესტორ კომპანიასთან მიღწეულია შეთანხმება, რომ დაინიშნება ქართველი დირექტორი, რომელიც გაუძღვება ადგილზე სამშენებლო სამუშაოებს, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე. „ამ ბერკეტის მეშვეობით, ჩვენ მეტ გარანტიას უზრუნველვყოფთ, რომ პროექტში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების უფლებები იყოს ბოლომდე დაცული, ასევე მოსახლეობასთან შედგეს სწორი კომუნიკაცია და პროექტის უსაფრთხოება იყოს დაცული“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
Read More »