საპარლამენტო კომიტეტი მიესალმება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას რომ დამატებითი კვლევები ჩატარდეს ნამახვანი ჰესის პროექტთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა.
„კვლავ ღიად რჩება საკითხები რომელზეც ჩვენც კომიტეტში ვილაპარაკეთ. გადამოწმდება ყველაფერი ჰიდროლოგიური, გეოლოგიური, გეოსაინჟინრო პროცესები კვალიფიციური კომპანიის მიერ. პარლამენტის კომიტეტი ამ პროცესს მიესალმება ასევე იმასაც, რომ ჰიდროელექტროსადგურის ძირითადი ნაგებობებისა და კაშხლის მშენებლობა არ დაიწყება ვიდრე არ გვექნება გადამოწმებული ინფორმაცია“, – აღნიშნა ბითაძემ.