Tag Archives: #ელექტრიფიკაცია

თბილისში ელექტროენერგიის მომხმარებელთა ნაწილი დეკემბერში 2 ქვითარს მიიღებს

ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვადების პენსიისა და საარსებო შემწეობის მიღების ვადებზე მორგების მიზნით, ე.წ. გარდამავალ პერიოდში თბილისში „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ (თელმიკო) აბონენტების ნაწილი 2 ქვითარს მიიღებს, – ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. ცვლილების გამო მოსახლეობას ელექტროენერგიის გადასახადი არ გაეზრდება. თბილისის მასშტაბით ელექტროენერგიის ყველა საყოფაცხოვრებო მომხმარებელი მიმდინარე წლის დეკემბერში მიიღებს პირველ ქვითარს, რომელშიც ასახული იქნება ნოემბერსა და დეკემბრის დასაწყისში, არაუმეტეს 30 დღის ...

Read More »

“მიუხედავად არბიტრაჟის მიერ „ინტერ რაოს“ პოზიციების ნაწილობრივ გაზიარებისა, სწორი გადაწყვეტილებაა, რომ მომხმარებლისთვის ტარიფები არ გავზარდოთ”

„მიგვაჩნია, რომ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა, არ გავზარდოთ ტარიფები მომხმარებლებისთვის, მათ შორის არც „თელასისთვის“ გადასახდელი ტარიფი, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო არბიტრაჟმა ნაწილობრივ გაიზიარა „ინტერ რაოს“ პოზიციები“, – ამის შესახებ ნათია თურნავამ საარბიტრაჟო სასამართლოში „ინტერ რაოსთან“ მიმდინარე დავასთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარის დროს განაცხადა. ნათია თურნავას შეფასებით, დენის ტარიფი დგინდება დამოუკიდებელი მარეგულირებლის, სემეკის მიერ ძალიან გამჭვირვალე მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით და ის მოთხოვნა, რომ ტარიფები უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო, არის უსაფუძვლო. ...

Read More »
კახა კალაძე - ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობები

“სახელმწიფოს INTER RAO-სთან დავა არ წაუგია, გადაწყვეტილება გასაჩივრებულია”

კახა კალაძე აბსურდს უწოდებს ოპონენტების ბრალდებას რუსულ კომპანია Inter Rao-სთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. საქმე ეხება გაზის ტარიფს და დავას, რომელიც საქართველოსა და რუსულ კომპანიას შორის საარბიტრაჟო სასამართლოში მიმდინარეობს. კალაძემ ასევე განმარტა, რომ სახელმწიფოს რუსულ კომპანიასთან დაკავა არ წაუგია და ეს სარჩელის მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილებაა, ამავდროულად ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა განმარტა, რომ გადაწყვეტილება გასაჩივრბულია ზედა ინსტანციაში. „ინტერ რაოსთან“ ხელშეკრულება წინა ხელისუფლების პირობებში ...

Read More »

დღეს, თბილისის ზოგიერთ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, 2 დეკემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. საბურთალოს რაიონი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, სოფელი ლისის (ნაწილობრივ), ვაზისუბნის, ზემო ვეძისის, ზოვრეთის, კანდელაკის, ლვოვის, ლევანდოვსკის, ლუქსემბურგის, ოდესის, ონიაშვილის, ტაშკენტის, ყუშიტაშვილის, ილია ოდიშელიძის, გაბრიელ ისაკაძის, ავქსენტი ნაჭყებიას, პეტრიწის, თოფურიძე ვალენტინის, მუხრან მაჭავარიანის და მუხრანის ქუჩების  მოსახლეობას. ისნის რაიონი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ...

Read More »
ენგურჰესის თაღოვან კაშხალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს მიანიჭებენ

ენერგეტიკული ობიექტების როლი კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების ხელშეწყობაში

ბოლო პერიოდში, აზიის ქვეყნების მედიებში ისევ აქტიურად ჩნდება ინფომაცია თურქმენეთი-ავღანეთი-პაკისტანი-ინდოეთის (TAPI), იგივე ტრანს-ავღანური გაზსადენის მშენებლობის დაჩქარებული წესით გაგრძელების თაობაზე. შეგახსენებთ, რომ ის ავღანეთის სათავეში თალიბების მოსვლის შემდეგ, უსაფრთხოების მიზნით, დროებით კვლავ შეჩერდა, თუმცა, ბოლო მონაცემებით, თურქმენეთსა და ავღანეთს შორის წარმატებული მოლაპარაკების შედეგები დამაიმედებელი პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა. 1,814 კილომეტრიანი მილსადენი თურქმენეთის გალკინიშის ბუნებრივი აირის საბადოებიდან ავღანეთისა და პაკისტანის გავლით, ინდოეთის ...

Read More »

დღეს, თბილისის ზოგიერთ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების გამო თბილისის ზოგიერთ რაიონში 29 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. კრწანისის რაიონი – 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, ფონიჭალის დასახლების, ქვემო ფონიჭალის დასახლების, სოფელი ფონიჭალას, სადგურის, შოთა ნიშნიანიძის, ვაგზლის და მცხეთელის ქუჩების მოსახლეობას. გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრორაიონის, ქერჩის (ნაწილობრივ), ხერგიანის და მამკოდის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 15:00 საათამდე ...

Read More »

საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა – ინტერვიუ „თელმიკოს“ წარმომადგენელთან

გასულ წელს საქართველოში ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა დაიწყო, რის შედეგადაც ელექტროენერგიის განაწილებისა და მიწოდების საქმიანობები გაიმიჯნა. თბილისის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდება 1 ივლისიდან „თელასის“ ნაცვლად „თელმიკოს“ დაეკისრა – ის დღეს 600 ათასზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. ამ ცვლილებამ მოსახლეობაში დაბნეულობა გამოიწვია და საკითხის ირგვლივ ბევრი კითხვა დააგროვა. მათზე პასუხების გაცემას „თელმიკოს“ ენერგოთრეიდინგის სამსახურის უფროსთან ნიკოლოზ გულიაშვილთან ერთად შევეცდებით. რას ნიშნავს ქართული ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა? როდის ...

Read More »

დავით თვალაბეიშვილი: ელექტროენერგიის საბალანსო ორგანიზებული ბაზრების ამოქმედების გადავადება არსებულ გამოწვევებს მინიმუმამდე დაიყვანს

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღით ადრე და საბალანსო ორგანიზებული (საათური) ბაზრების ოპერირება 2022 წლის 1-ლი იანვრის ნაცვლად 2022 წლის 1-ლი მარტიდან დაიწყება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის დავით თვალაბეიშვილის შეფასებით, საბითუმო ბაზრის ახალი მოდელის ამოქმედება ენერგეტიკის რეფორმის უმნიშვნელოვანესი ეტაპია და მასზე დიდად არის დამოკიდებული ზოგადად რეფორმის წარმატება. გამომდინარე იქიდან, რომ ენერგორესურსების გახსნილი და კონკურენტული ბაზარი საქართველოს რეალობაში პირველად ყალიბდება, ამისთვის აუცილებელია არა ...

Read More »
ელექტროენერგიის ექსპორტის ნახევარი თურქეთზე მოდის

„სიკვდილი იქნება რბილი ჩაბნელება” – პასუხგაუცემელი კითხვები “ნამახვანზე”

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა “ნამახვანჰესთან” დაკავშირებთ სტატიას აქვეყნებს: რამდენიმე დღის წინ, ერთ საინტერესო ადამიანთან მქონდა საუბარი, რომელიც არაერთი გამოგონების ავტორია, ძალიან საინტერესო ბიოგრაფიით. მუშაობდა ჩერნობილის ატომური სადგურის აფეთქების შემდეგ მის კონსერვაციაზე, შემდეგ – აღმოსავლეთ გერმანიაში საბჭოთა არმიის სამხედრო ბაზაზე, გერმანიის გაერთიანების პერიოდში. მოკლედ, არის საბჭოთა კავშირის დაშლის ბევრი ისტორიული ფაქტის მომსწრე და მოვლენის უშუალო მონაწილე. საუბარი ჩერნობილის ატომური სადგურით დავიწყეთ, შემდეგ – ...

Read More »
"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" ზამთრის სეზონისთვის ემზადება

იმპორტირებული ელექტროენერგიის წილი მოხმარებელთათვის მიწოდებულ ელექტროენერგიაში ისტორიულ მაქსიმუმზეა

საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი (ესკო) მიმდინარე წლის 10 თვის ელექტროენეგიის ბალანსის შესახებ მონაცემებს აქვეყნებს ესკოს მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში მომხმარებელს 11 203,1 მლნ კვტსთ ელექტროენერგია მიეწოდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1 312,2 მლნ კვტსთ-ით ანუ 13,3%-ით მეტია. მომხმარებლისთვი მიწოდებულ ელექტროენერგიაში იმპორტის წილი შეადგენს 1 724,5 მლნ კვტსთ -ს. ესკოს ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის ნოემბერ-დეკემბერში, შესაბამისად, 141 და ...

Read More »