დღეს, თბილისის ზოგიერთ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების გამო თბილისის ზოგიერთ რაიონში 29 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

კრწანისის რაიონი – 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, ფონიჭალის დასახლების, ქვემო ფონიჭალის დასახლების, სოფელი ფონიჭალას, სადგურის, შოთა ნიშნიანიძის, ვაგზლის და მცხეთელის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრორაიონის, ქერჩის (ნაწილობრივ), ხერგიანის და მამკოდის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII, VIII მიკრორაიონების, ქერჩის (ნაწილობრივ) და ომარ ხიზანიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, გელოვანის გამზირის, აღმაშენებლის ხეივანის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, სოფელი დიღმის, გოძიაშვილის, იასამნის, ბროწეულის, ფერაძის და მეფე მირიანის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ვეძისის დასახლების, ვახტანგ ჩიქოვანის, დელისის, მეგრელიძის, შალვა ნუცუბიძის და ემანუელ აფხაიძის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანაპირო კოსმონავტების, აკაკი წერეთელის გამზირის, რაფიელ აგლაძის, ალექსი გოგოლაურის და ნადირა ხოშარაულის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის და ტოვსტონოგოვის ქუჩის მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.

Leave a Reply