Tag Archives: #აირი

საქართველოს პირველი გაზსაცავი 2021 წლის დასაწყისში ექნება

რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა ევროპის გაზის ბაზრის ფორმირებაზე

2022 წლის 27 აპრილიდან „გაზპრომმა“კომპანია „ბულგარგაზისთვის“ (Bulgargaz) გაზის მიწოდება მთლიანად შეაჩერა იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა უარი თქვა საფასურის რუსულ რუბლებში გადახდაზე. საპასუხოდ, ა/წლის ივნისში, დაიწყო საქართველოზე გამავალი „სამხრეთკავკასიური გაზსადენით“ აზერბაიჯანული გაზის ბულგარეთისთვის საცდელი მიწოდება, ევროკავშირის „სამხრეთის გაზის დერეფანში“ შემავალი „ტრანსადრიატიკული გაზსადენის“ ბულგარეთ-საბერძნეთის ინტერკონექტორის (დამაკავშირებელი – ზ.გ.) IGB-ის გავლით. სატესტო რეჟიმში ამ მილით აირის მიწოდება 2022 წლის ივნისის ბოლომდე განხორციელდება, ...

Read More »

არგენტინა ევროპას თავის გაზს შესთავაზებს

არგენტინის პრეზიდენტი ალბერტო ფერნანდესი შვიდეულის (G7) სამიტზე ევროპულ ქვეყნებს არგენტინულ გაზს, როგორც რუსულის ალტერნატივას, შესთავაზებს. ამის შესახებ პორტუგალიური სააგენტო Lusa იტყობინება. სააგენტოს ცნობით, ამისთვის ფერნანდესი გამოიყენებს თავის ორ გამოსვლას და ექვს ორმხრივ შეხვედრას, რომელიც სამიტის განმავლობაში შედგება. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ პერსპექტივის გათვალისწინებით, ფერნანდესი გახდა ლათინური ამერიკის ერთადერთი ლიდერი, რომელიც სამიტზე გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მიიწვია და არგენტინა G7-ის პარტნიორ ქვეყნად ...

Read More »

ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარი: რუსეთიდან ევროკავშირში გაზის მიწოდების სერიოზული შეფერხებებია მოსალოდნელი

ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა, კადრი სიმსონმა განაცხადა, რომ რუსეთიდან ევროკავშირში გაზის მიწოდების სერიოზული შეფერხებებია მოსალოდნელი. „რუსეთის უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან ჩვენ ვიცოდით, რომ [გაზის მიწოდების] ძალიან სერიოზული შეფერხება შესაძლებელის და ახლა, როგორც ჩანს, ეს სავარაუდოა. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო განვახორციელეთ, რათა ამისთვის მზად ვყოფილიყავით“, – აღნიშნა ევროკომისარმა. „სიტუაცია უარესდება. მიუხედავად იმისა, რომ [ევროკავშირის] წევრ ქვეყნებში გაზის მიწოდება ამჟამად უზრუნველყოფილია, [გაზის] მიწოდების უსაფრთხოების ...

Read More »

უზბეკეთმა შესაძლოა მთლიანად შეწყვიტოს გაზის ექსპორტი

უზბეკეთმა შესაძლოა მთლიანად უარი თქვას გაზის ექსპორტზე, განაცხადა ბეხზოტ ნარმატოვმა, კომპანია Uztransgaz-ის გამგეობის თავმჯდომარემ. „შესაძლოა უახლოეს მომავალში უზბეკეთში წარმოებული მთელი გაზი უზბეკეთში დარჩეს, რადგან ქიმიური ქარხნები ფართოვდება, აუცილებელია შიდა ეკონომიკის მხარდაჭერა, დიახ, იყო ექსპორტი, მაგრამ მაინც არ გვაქვს იგივე ეკონომიკური დინამიკა. ჩვენ უნდა შევქმნათ სამუშაო ადგილები, მაგრამ ექსპორტი სუფთა სახით – კარგად, რამდენად მომგებიანია ეს ეკონომიკისთვის, როდის შეიძლება მისი დამუშავება ...

Read More »

“გერმანია გაზის 40%-ს რუსეთისგან იღებს – უკრაინისთვის იარაღის გაგზავნით, ისინი მსხვერპლს იღებენ, რადგან ხედავენ, რომ თავისუფლების ფასი გადასახდელია”

„ჩემი სიცოცხლეში არასოდეს მჯეროდა, რომ გერმანიის კანცლერი იმდენად დაწინაურდებოდა, როგორც ეს ოლაფ შოლცის შემთხვევაშია და გაგზავნიდა იარაღს, რათა უკრაინელებს თავი დაეცვათ“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა. მისი თქმით, შოლცმა უზარმაზარ წინსვლას მიაღწია იმის გათვალისწინებით, რომ მისი ქვეყნის გაზმომარაგების 40% რუსეთზე მოდის. „ჩვენთან [ბრიტანეთში] გაზის 4% მოდის რუსეთზე, გერმანიის შემთხვევაში, ეს 40%-ია. ისინი რეალური ზეწოლის წინაშე დგანან, მათ უწევთ ენერგიის სხვაგან მოპოვება, მაგრამ ისინი ...

Read More »
აზერბაიჯანული "სოკარი" რუსულ "გაზპრომთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს

გაზის დეფიციტმა, შეიძლება, ევროპაში მძიმე ეკონომიკური კრიზისი გამოიწვიოს

გერმანიის ვიცე-კანცლერის, რობერტ ჰაბეკის განცხადებით, ზამთარში გაზის დეფიციტმა, შეიძლება, ევროპაში მძიმე ეკონომიკური კრიზისი გამოიწვიოს. „ზამთარში არსებობს ისეთი სცენარის საშიშროება, როდესაც რეალურად უნდა დაწესდეს შემცირება. ჩემი აზრით, ეს გამოიწვევს მძიმე ეკონომიკურ კრიზისს ევროპასა და გერმანიაში და ეს თავიდან უნდა იქნას აცილებული ნებისმიერ ფასად“, – აღნიშნა რობერტ ჰაბეკმა. მისი თქმით, ამ სცენარის თავიდან ასაცილებლად საჭიროა დასავლეთის მხრიდან ერთობლივი და სწრაფი მოქმედება. „ჩვენ ...

Read More »

“ზამთარში კიეველების სახლებში ტემპერატურა ჩვეულებრივზე დაბალი იქნება” – კლიჩკო

ზამთარში კიევის მაცხოვრებლების სახლებში ტემპერატურა ჩვეულებრივზე დაბალი იქნება, – თქვა ქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ. მისი თქმით, კიევს ომის პირობებში რთული გათბობის სეზონი ელოდება და სავსებით შესაძლებელია, რომ მოქალაქეების სახლებში ტემპერატურა ჩვეულებრივზე დაბალი იყოს. მიუხედავად ამისა, გათბობის სეზონი დროულად უნდა დაიწყოს და საფასური არ შეიცვლება.

Read More »

ყატარმა ევროკავშირს გაზის მიწოდებაზე ძალიან მკაცრი პირობები დაუწესა

ყატარმა მოითხოვა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა გააფორმონ გრძელვადიანი კონტრაქტები თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდებაზე 20 წლით, მაგრამ ევროკავშირმა ეს მოთხოვნები ძალიან მკაცრად მიიჩნია. ამის შესახებ Bloomberg წყაროზე დაყრდნობით იუწყება. სააგენტოს თანამოსაუბრეების თქმით, ევროზონაში მიაჩნიათ, რომ ასეთი პირობები ეწინააღმდეგება ევროკავშირის ქვეყნების გეგმებს მავნე გამონაბოლქვის რაოდენობის შემცირების შესახებ. სააგენტოს ცნობით, კონტრაქტების პირობებზე მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მარტში შეჩერდა. ვროპული ქვეყნები, გერმანიის მეთაურობით, წინააღმდეგობას უწევენ ყატარის ...

Read More »

Bloomberg – დასავლეთმა ომის ეკონომიკა უნდა გამოაცხადოს

დასავლეთსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის კონფლიქტის შემდეგი ნაბიჯი უნდა ყოფილიყო ევროპული ბოიკოტი რუსეთის ნახშირზე, ნავთობსა და ბუნებრივ აირზე. ამის ნაცვლად, ეს შეიძლება იყოს პუტინის მიერ გაზის ემბარგო ევროპაში. ეს დაახლოებით იგივეა. ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა მიიღონ ის, რასაც ზოგიერთი მათგანი – განსაკუთრებით გერმანია და ავსტრია – წლების განმავლობაში უარყოფდნენ. ისეთი ამორალური დესპოტის თვალში, როგორიც პუტინია, ყველაფერი ომის იარაღია. ეს ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი შემცირდა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი შემცირდა. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის ივლისის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 3%-ით შემცირდა და 1000 კუბურ მეტრზე 1 406 დოლარი შეადგინა. 1000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 1 ივნისს ასცდა. ზოგადად, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ევროპაში გაზის ფასმა მკვეთრად მოიმატა: თუ 23 თებერვალს ფიუჩერსების საანგარიშსწორებო ფასი 1038,6 დოლარი იყო ათასი კუბურ ...

Read More »