Tag Archives: #გაზსადენი

ჯოზეფ ბაიდენს Dakota Access-ის ნავთობსადენის დახურვას სთხოვენ

აშშ-ის 46-ე პრეზიდენტს Dakota Access-ის ნავთობსადენის დახურვას სთხოვენ. წერილს, რომელიც ჯოზეფ ბაიდენისა და ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისის სახელზეა დაწერილი, ხელს ხელოვნების 200-მდე მოღვაწე და ეკოაქტივისტი აწერს. მათ შორის არიან ლეონარდო დი კაპრიო, რობერტ დაუნი-უმცროსი, ჯეინ ფონდა, კრის ევანსი, სკარლეტ იოჰანსონი და ხოაკინ ფენიქსიც. „სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ნავთობსადენი უკანონოდ ფუნქციონირებს, რაც თქვენს ადმინისტრაციას პროექტის სამუდამოდ დახურვის უფლებამოსილებას აძლევს. მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ დახუროთ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ნებადართული დამღუპველი პროექტი“, – ნათქვამია წერილში. Dakota Access-ის ნავთობსადენის მშებებლობა აშშ-ში მასობრივი აქციების ფონზე მიმდინარეობდა. სტენდინგ-როკის ინდიელთა ...

Read More »

რუსეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის 95 პროცენტზე მეტი უკვე აშენებულია

რუსეთის მთავრობის ინფორმაციით, გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის 95 პროცენტზე მეტი უკვე აშენებულია. რუსეთის ვიცე-პრემიერის, ალექსანდრ ნოვაკის განცხადებით, მილსადენი საბოლოოდ დასრულდება, „მიუხედავად აშშ-ის დესტრუქციული ქმედებებისა, რომელიც ცდილობს, ხელი შეუშალოს მის განხორციელებას“. რუსი მაღალჩინოსნის თქმით, „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ კომერციული პროექტია, რომელსაც უცხოური კომპანიები ახორციელებენ, რომლებიც რუსული გაზის განთავსებით არიან დაინტერესებული. „ეს პროექტი სრულად შეესაბამება ევროპულ კანონმდებლობას. უბრალოდ, კონკურენტული ბრძოლაა ამერიკელი პარტნიორების მხრიდან, რომელთაც ...

Read More »

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მონაწილეობა მიიღო სამხრეთ გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მონაწილეობა მიიღო სამხრეთ გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალში, რომელიც წელს ონლაინ-ფორმატში ჩატარდა. ღონისძიება აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გახსნა. ნათია თურნავას შეფასებით, წლევანდელი მინისტერიალი არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, რადგან ამ დიდ ინიციატივასა და რეგიონალურ პროექტში მონაწილე ქვეყნებს შეუძლიათ თქვან, რომ მიუხედავად პანდემიისა, ყველა, დასახული ღონისძიება არის შესრულებული. ნათია თურნავა სიტყვით გამოვიდა პლენარულ სესიაზე „სამხრეთ გაზის კორიდორი: ...

Read More »
SOCAR-მა წლის დასაწყისიდან საქართველოს 320 მილიონი კუბური მეტრი გაზი მოაწოდა

გაზის ბაზრის დემონოპოლიზაცია „თურანის ჭიშკარმა“ არ უნდა შეაჩეროს

საქართველოზე გამავალი დასავლური „სამხრეთის გაზის დერეფნის“ ბოლო რგოლი დაგეგმილ ვადაში, 2020 წლის 31 დეკემბერს დასრულდა. ეს იყო ევროკავშირის საქართველოზე გამავალი უმნიშვნელოვანესი „დერეფნის“ ბოლო პროექტის – „ტრანსადრიატიკული გაზსადენის“ (TAP) მოსამზადებელი ფაზა და დაიწყო ევროპაში მილსადენით აზერბაიჯანული „შაჰ-დენიზის“ გაზის, რუსული „გაზპრომის“ ალტერნატიული, კომერციული მიწოდება. სწორედ ამ მიზნის საწინააღმდეგოდ იგეგმებოდა რფ-ს ენერგეტიკული პოლიტიკა ბოლო 30 წლის განმავლობაში, და სავარაუდოდ, ყარაბაღის კონფლიქტის შემდგომი „თურანის ...

Read More »
უკრაინა რუსულ გაზზე სრულად უარის თქმას გეგმავს

საქართველოს დერეფანში ნავთობის ტრანზიტი 2-წლიან მინიმუმზეა

საქართველოს დერეფანში ნავთობის ტრანზიტი 2018 წლიდან მინიმალურ მაჩვენებელზეა. ოფიციალური სტატისტიკით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით ნავთობის ტრანზიტი მკვეთრად შემცირებულია, თუ 2010 წელს ნავთობსადენით 38.4 მლნ ტონა ნავთობი გადაიზიდა, 2020 წელს ეს მაჩვენებლი 27.6 მლნ ტონამდე დაეცა. ბოლო 1 წელში კლება 3.6 მილიონი ტონაა. ე.წ ბაქო – სუფსის მილსადენით გადაზიდული ნათობის მოცულობა კი, გაზრდილია – 4.2 მლნ ტონამდე. ამ მაჩვენებელით 2020 წელი 2015 წლის ...

Read More »
დღეიდან სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტი აღდგება

საქართველოს დერეფანით აზერბაიჯანული გაზის გატარების ზრდას ელიან

საქართველოს დერეფანით აზერბაიჯანული გაზის გატარების ზრდას ელიან, მხოლოდ იანვარ-თებერვალში 18%-იანი ზრდაა ნავარაუდევი. გამართლდება თუ არა ეს პროგნოზი მარტის შუა რიცხვებში გახდება ცნობილი. სამხრეთ კავკასიური გაზსადენმა (SCP) 2020 წელს 11.150 მლრდ მ³ გაზი გაატარა, 2019 წელთან შედარებით ზრდა 21%-ია. გაზსადენის დატვირთულობა 2013 წლიდან მზარდია, მაგალითად, 2013 წელს 3.2 მლრდ მ³ გაზი გაატარა, 2014 წელს 4 მლრდ მ³, ხოლო 2015 წელს ტრანზიტული ...

Read More »
ნაციონალები სომხეთისათვის გაზის გადაკეტვისკენ მოგვიწოდებენ

TAP-ის ამოქმედებამ იტალია გაზის ექსპორტიორი გახადა

ტრანსადრიატიკული გაზსადენის (TAP) ამოქმედების შემდეგ, იტალია გაზის ექსპორტიორი გახდა. ტრანსადრიატიკული გაზსადენის (TAP) ამოქმედების შემდეგ, იტალიამ იანვარში საფრანგეთში 36 მლნ კუბ. მეტრი გაზის ექსპორტი განახორციელა, შვეიცარიას კი, დაახლოებით 4 მლნ კუბ. მეტრი გაზი მიაწოდა. იტალიური მედია წერს, რომ ბაზარზე ამ „რევოლუციას“ ტექნიკური ხასიათი აქვს, რადგანაც განხორციელებული ინვესტიციებით, იტალიის და ევროპის სხვა ქვეყნებს შორის დამაკავშირებელ გაზსადენებს „უკან გატარების“ შესაძლებლობაც აქვს. შეგახსენებთ, 2020 ...

Read More »
ნაკადი

Bloomberg: გერმანიის მიერ Nord Stream 2-ის მიტოვება გარდაუვალია

ახალი მთავრობის მოსვლისთანავე, გერმანია უარს იტყვის Nord Stream 2-ზე, აღნიშნავს Bloomberg. მასალის ავტორის თქმით, უახლოეს მომავალში გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი “უსიამოვნო საუბარს” გამართავენ რუსეთსა და გაზსადენზე. დაძაბულობა შეერთებულ შტატებსა და გერმანიას შორის, რომელიც ამერიკის უახლოეს მოკავშირედ ითვლება, კვლავ იზრდება. მერკელი აგრძელებს პროექტს მხოლოდ სოციალ-ემოკრატებთან კოალიციაში, დაძაბულობის თავიდან აცილების მიზნით. Nord Stream 2 მას ასევე აძლევს ...

Read More »

Nord Stream 2: მოსალოდნელია მერკელ-ბაიდენის დაპირისპირება

ტრანსატლანტიკური “თაფლობის თვე” ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ის დიდხანს არ გაგრძელდება. რამდენიმე დღესა თუ კვირაში ევროპელ ლიდერებსა და ამერიკის ახალ პრეზიდენტს უხერხული საუბარი მოუწევთ. თემა რუსეთი იქნება.  აშშ-სა და გერმანიას დიდი ხანია წინააღმდეგობა აქვთ თითქმის დასრულებულ მილსადენზე, რომელსაც რუსული გაზი ბალტიის ზღვით პირდაპირ გერმანიამდე მიჰყავს.  შავ ზღვაში გამავალ კიდევ ერთ, TurkStream-ის მილსადენთან ერთად, ახალი სისტემა ვლადიმერ პუტინს, რუსეთის პრეზიდენტს, საშუალებას ...

Read More »
SOCAR-მა წლის დასაწყისიდან საქართველოს 320 მილიონი კუბური მეტრი გაზი მოაწოდა

სამხრეთ კავკასიის მილსადენის მოცულობა 34% -ით გაიზარდა

2020 წლისთვის სამხრეთ კავკასიის მილსადენის საქმიანობაზე დახარჯულმა საოპერაციო ხარჯებმა დაახლოებით 47 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნული 1 მილიონი დოლარით, ანუ 2.08% -ით ნაკლებია 2019 წელთან შედარებით. 2020 წელს მილსადენის კაპიტალურმა ხარჯებმა შეადგინა 13 მილიონი დოლარი, რაც 21 მილიონით, ანუ 2,6-ჯერ ნაკლებია 2019 წელთან შედარებით. გასულ წელს სამხრეთ კავკასიის მილსადენის საშუალო დღიურმა სიმძლავრემ 33,8 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა, რაც 9,8 მილიონი ...

Read More »