Tag Archives: #კრიპტოვალუტა

ბიტკოინის ფასი $40,000-ს კვლავ ასცდა

ბიტკოინის კურსი გაიზარდა და $40,000-ს კვლავ გადასცდა. აღნიუშნულს მოწმობს CoinDesk-ის მონაცემები. ბიტკოინისა და ზოგადად კრიპტო ბაზრისთვის გასულ კვირები არასტაბილური პერიოდი იყო, რადგან აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა ინფლაციასთან და გეოპოლიტიკურ არეულობასთან გასამკლავებლად, განაკვეთების ზრდა დაიწყო. დღეს გამოქვეყნებულმა ანგარიშმა აჩვენა, რომ ძირითადი ინფლაცია მოსალოდნელზე ნაკლებად გაიზარდა. შეგახსენებთ, რომ ბიტკოინის ფასმა ნოემბერში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 67,630 აშშ დოლარს გადააჭარბა.

Read More »

რაიან სალემი: პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან განვიხილეთ კრიპტოვალუტის მომავალი საქართველოში

კრიპტოვაჭრობის სფეროში მსოფლიოში უმსხვილესი კომპანია FTX Crypto Derivatives Exchange-ის აღმასრულებელი დირექტორი ციფრული ბაზრების მიმართულებით რაიან სალემი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ შეხვედრას Twitter-ზე ეხმაურება. „მქონდა სასიამოვნო შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან. განვიხილეთ კრიპტოვალუტის მომავალი საქართველოში და შესაძლებლობები, რომლებსაც ის სთავაზობს ქვეყანას. მოუთმენლად ველი მოვლენების შემდგომ განვითარებას“, – ნათქვამია „ტვიტში“. დელეგაციამ, რომელიც საქართველოში პრემიერ-მინისტრის მოწვევით იმყოფებოდა, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გამართა ირაკლი ღარიბაშვილთან, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. მთავრობის ...

Read More »
უკრაინა

ციფრული ოქროს ფასი ომში – როგორ აქცია უკრაინამ კრიპტოვალუტა იარაღად

„დაელოდეთ“, – წლებია, ასე პასუხობენ კრიპტოვალუტის მეხოტბეები სკეპტიკოსებს, რომლებსაც ციფრული ფული არასერიოზულად მიაჩნიათ, – „დაელოდეთ მანამ, სანამ ინფლაციის ტალღები ყველას დაგვარტყამს და ხალხი დანაზოგების გაციფრულებას დაიწყებს. დაელოდეთ ომს, როდესაც ავტორიტარები აქტივებს დაუფლებიან და მოქალაქეებზე კონტროლს გაამკაცრებენ. დაელოდეთ დროს, როდესაც დიდი ბანკები და კომპანიები დისიდენტებს სანქციებს დაუწესებენ მათი პოლიტიკური შეხედულებების გამო. მაშინ მიხვდებით, რატომ გვჭირდება დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტა“. ეს სცენარი ახლა ...

Read More »

მიშელ ბონდი: განვიხილეთ საქართველოში კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინის ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის გზები

უპირველეს ყოვლისა, მადლობა საქართველოს მთავრობას მასპინძლობისთვის. ბოლო 2 დღის განმავლობაში ჩვენ გვქონდა შეხვედრების სხვადასხვა სახელისუფლებლო დონეზე. განვიხილეთ საქართველოში კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინის ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის გზები, – ამის შესახებ ციფრული აქტივების ბაზრის ასოციაციის (ADAM) აღმასრულებელმა დირექტორმა მიშელ ბონდმა განაცხადა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით, პრემიერ-მინისტრის მოწვევით იმყოფება. მან აღნიშნა, რომ განიხილეს საქართველოში მარეგულირებელი ჩარჩოს გაუმჯობესების გზები, რათა ქვეყანაში კიდევ უფრო გაუმჯობესდეს ბიზნესისთვის ...

Read More »

რუსეთმა შესაძლოა, ზოგიერთი ქვეყნისგან ნავთობისა და ბუნებრივი აირის მიწოდების საფასური ბიტკოინებში მიიღოს

რუსეთმა შესაძლოა, ზოგიერთი ქვეყნისგან, ნავთობისა და ბუნებრივი აირის მიწოდების საფასური, ბიტკოინებში მიიღოს, – იუწყება BBC. გამოცემის ცნობით, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ენერგეტიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა, დეპუტატმა პაველ ზავალნიმ განაცხადა, რომ „მეგობარ“ ქვეყნებს, ასევე შეუძლიათ, ადგილობრივ ვალუტაში გადაიხადონ. ასეთ ქვეყნებში მან, მათ შორის თურქეთი და ჩინეთი დაასახელა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 23 მარტს თქვა, რომ მოსკოვი „არამეგობრულ“ ქვეყნებს გაზს მხოლოდ რუბლში მიჰყიდის. ამ ქვეყნებს შორის ...

Read More »

ტაილანდში კრიპტოვალუტის საგადახდო საშუალებად გამოყენება აიკრძალება

ტაილანდის მთავრობის შეფასებით, კრიპტოაქტივები საფრთხეს უქმნიან ქვეყნის ეკონომიკურ და ფინანსურ სისტემებს, რის გამოც ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების მარეგულირებელმა კომისიამ (SEC) ტაილანდის მასშტაბით კრიპტოვალუტის საგადახდო საშუალებად გამოყენების აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. მარეგულირებლის განმარტებით, პირველი აპრილიდან კომპანიებს, ბიზნესებს და სავაჭრო ბირჟებს აეკრძალებათ კრიპტოვალუტის საშუალებით საგადახდო სერვისების მიწოდება და მიღება, კანონის დარღვევის შემთხვევაში კი მათ ჯარიმა დაეკისრებათ. აღსანიშნავია, რომ შეზღუდვა არ ვრცელდება კრიპტოაქტივების ფლობაზე ...

Read More »
უკრაინა

ზელენსკიმ უკრაინაში კრიპტოვალუტა დააკანონა

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს ვირტუალური აქტივების შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ციფრული განვითარების სამინისტრო ავრცელებს. კანონი განსაზღვრავს კრიპტო აქტივების სამართლებრივ სტატუსს, კლასიფიკაციას და საკუთრებას, ასევე მომსახურების მიმწოდებლების ჩამონათვალს და მათი რეგისტრაციის პირობებს. შესაბამისად, უცხოური და უკრაინული კრიპტობირჟები იმუშავებენ ლეგალურად, ბანკები გახსნიან ანგარიშებს კრიპტოვალუტაში და უკრაინის მოქალაქეებს საშუალება ექნებათ თავიანთი ვირტუალური აქტივები დაიცვან სამართლებრივი მექანიზმებით.

Read More »

Coinbase-მა რუს მომხმარებლებთან დაკავშირებული 25,000 კრიპტო საფულე დაბლოკა

კრიპტოვალუტის სავაჭრო პლატფორმა Coinbase Global აცხადებს, რომ დაბლოკა რუს ფიზიკურ პირებთან ან სუბიექტებთან დაკავშირებული 25 000-ზე მეტი საფულის მისამართი. კომპანიის განცხადებით, ისინი უკანონო საქმიანობას ეწეოდნენ. 2021 წლის მონაცემების მიხედვით, დაბლოკილი მისამართები Coinbase-ის 11.4 მილიონი ყოველთვიური ტრანზაქციის მომხმარებლის დაახლოებით 0.2%-ს შეადგენს. Coinbase-ის მთავარი იურიდიული ოფიცერი პოლ გრევალი კომპანიის ბლოგში წერს, რომ აშშ-ის უმსხვილესმა კრიპტო ბირჟამ წვდომა სანქცირებულ პირებს აუკრძალა. ამასთან, ბლოკჩეინის ანალიტიკის გამოყენებით, გამოვლინდება ამ პირებთან ...

Read More »
უკრაინა

კრიპტოდონაციებიდან შემოსული $15 მილიონით უკრაინამ სამხედრო შეიარაღება შეიძინა

რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, უკრაინის ოფიციალურმა წყაროებმა გამოაცხადეს, რომ დონაციებს კრიპტოვალუტაში მიიღებდნენ. შედეგად, ერთ კვირაში, ოფიციალურ სამთავრობო კრიპტოსაფულეებზე $50 მილიონის ღირებულების კრიპტოვალუტა შეგროვდა. როგორც ახლა ირკვევა, შეგროვებული თანხის ერთი ნაწილი – $15 მილიონი, უკრაინის ხელისუფლებამ სამხედრო შეიარაღების, მათ შორის ტყვიაგაუმტარი ჟილეტების შესაძენად გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ ომის მეორე კვირას, უკრაინის მთავრობამ კრიპტოვალუტების გაორმაგება დაისახა მიზნად, რისთვისაც უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტრო  ...

Read More »
უკრაინა

უკრაინის დახმარება კრიპტოვალუტითაც გახდა შესაძლებელი

უკრაინის კიბერპოლიციის ინფორმაციით, შექმნეს კრიპტოსაფულე, რათა უკრაინელი სამხედროებისთვის დამატებითი სახსრები მოიძიონ. სპეციალურად შექმნილ კრიპტოსაფულით მიღებული დამარება უკრაინის ეროვნულ პოლიციას, გვარდიას, სახელმწიფო საზღვრის დაცვისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურებს მოხმარდება. უწყება რეკვიზიტებსაც აქვეყნებს: Ethereum 0x76136B4d578Df727B132053d9a392eeF202F9a80 Bitcoin bc1qdcg86r4rcgf9s6y9nxtyl80xxz62sunw9nevzr TRX TMoeioXTNK1xowtuXFQxnFnf5ZLEJmu7y7 USDT TMoeioXTNK1xowtuXFQxnFnf5ZLEJmu7y7 BNB 0x76136B4d578Df727B132053d9a392eeF202F9a80 გარდა ამისა, 24 თებერვალს, ჯარის მხარდასაჭერად, უკრაინის ეროვნულმა ბანკმა სპეციალური ანგარიში (UA843000010000000047330992708) გახსნა, რომელზეც თანხის ჩარიცხვა რამდენიმე ვალუტით შეიძლება.

Read More »