Tag Archives: #ნავთობკომპანიები

აზერბაიჯანული ნავთობის ფასმა $127-ს გადააჭარბა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 1,2 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 127,13 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

მცირედით კლების შემდეგ, ნავთობის ფასი კვლავ გაიზარდა

2022 წლის 7  ივნისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  120.72 (+1.24)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  119.83 (+1.24)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

აშშ ორ ნავთობკომპანიას ვენესუელური ნავთობის ევროპაში იმპორტის ნებას რთავს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის თანხმობით, იტალიურმა ნავთობკომპანია Eni SpA-მ და ესპანურმა Repsol SA-მ მომდევნო თვიდან, რუსული ნავთობის ემბარგოს დასაკომპენსირებლად, შესაძლოა ვენესუელური ნავთობის იმპორტი უზრუნველყონ. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. Reuters-ის ერთ-ერთი წყაროს თქმით, Eni-სა და Repsol-ის კომპანიების მიერ მიღებული ნავთობის მოცულობა მცირეა, შესაბამისად, ის ენერგორესურსის გლობალურ ფასზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ იქონიებს, თუმცა ეს შესაძლოა გახდეს ერთგვარი სტიმული ვენესუელის ხელისუფლებისთვის. ევროპამ და აშშ-მ ვენესუელიდან ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

2022 წლის 3  ივნისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  119.59 (-0.13)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  118.76 (-0.11)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 5.4 მლნ ბარელით შემცირდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 5.4 მილიონი  ბარელით შემცირდა და შეადგინა 526.6 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები  შემცირდა  0.7   მილიონი ბარელით  და შეადგინა  219.00  მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  შემცირდა  0,5  მილიონი ბარელით და შეადგინა  106.4 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 100 ათასი  ბარელით  და შეადგინა 11,9 ...

Read More »

Rosneft-ის 49%-იანი წილი “პეტროკასსა” და “გალფში” ქართულმა მხარემ გამოისყიდა

“პეტროკას ენერჯი გრუპის” დამფუძნებელმა პარტნიორმა და კომპანიის CEO-მ ვანო ნაკაიძემ კომპანიაში რუსული ენერგოგიგანტის, Rosneft-ის მინორიტარული წილი გამოისყიდა. Rosneft-ი კომპანიაში 49%-იან წილს 2014 წლის დეკემბრიდან ფლობდა. ამის შესახებ BM.ge კომპანიის განცახდებაზე დაყრდნობით წერს. შესაბამისად, Rosneft-ი აღარც “გალფის” აქციონერთა რიგებში აღარაა. “პეტროკას ენერჯი გრუპი” 2010 წელს დაფუძნდა და ნავთობის საბითუმო და საცალო ქსელის ერთ-ერთი ლიდერია. საქართველოში მის შემადგენლობაში შედის “გალფის” ბრენდის ბენზინგასამართი ქსელი, ...

Read More »

მაისში რუსეთის ბიუჯეტმა ნავთობისა და გაზიდან დამატებით 263,7 მილიარდი რუბლი მიიღო

რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წლის მაისის ბოლოს, ფაქტობრივად მიღებულმა შემოსავლებმა ნავთობისა და გაზისგან, გადააჭარბა მოსალოდნელ შემოსავალს 263,7 მილიარდი რუბლით. 2022 წლისთვის საბიუჯეტო წესების გარკვეული დებულებების შეჩერების გამო, რომელიც დაკავშირებულია ფედერალური ბიუჯეტის ნავთობისა და გაზის დამატებითი შემოსავლების გამოყენებასთან დაკავშირებით, ამ თანხების ხარჯზე უცხოური ვალუტისა და ოქროს შესყიდვა არ განხორციელდება. წყარო: bfm.ge

Read More »

საფრანგეთი რუსული ნავთობის ალტერნატივას პოულობს

დამოუკიდებელ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის მეოთხე თვეში საფრანგეთი მოლაპარაკებებს აწარმოებს არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან რუსული ნავთობის შესყიდვის შესაცვლელად, რომელიც შეჩერდება ევროკავშირის მიერ რუსული ნავთობის აკრძალვის შემდეგ. ამის შესახებ საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მერმა განაცხადა,-წერს Reuters. “მიდის დისკუსია არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან. ჩვენ უნდა მოვძებნოთ რუსული ნავთობის ალტერნატივა”, – განაცხადა მინისტრმა.

Read More »

აშშ ორ ნავთობკომპანიას ვენესუელური ნავთობის ევროპაში იმპორტის ნებას რთავს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის თანხმობით, იტალიურმა ნავთობკომპანია Eni SpA-მ და ესპანურმა Repsol SA-მ მომდევნო თვიდან, რუსული ნავთობის ემბარგოს დასაკომპენსირებლად, შესაძლოა ვენესუელური ნავთობის იმპორტი უზრუნველყონ. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. Reuters-ის ერთ-ერთი წყაროს თქმით, Eni-სა და Repsol-ის კომპანიების მიერ მიღებული ნავთობის მოცულობა მცირეა, შესაბამისად, ის ენერგორესურსის გლობალურ ფასზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ იქონიებს, თუმცა ეს შესაძლოა გახდეს ერთგვარი სტიმული ვენესუელის ხელისუფლებისთვის. ევროპამ და აშშ-მ ვენესუელიდან ...

Read More »

ყაზახეთი სანქციებისგან თავის ასარიდებლად ნავთობს სახელს გადაარქმევს

ყაზახეთი ნავთობს, რომელიც რუსული საზღვაო პორტების გავლით გააქვს ექსპორტზე, სახელს გადაარქმევს. ამიერიდან რუსული პორტებით გატანილი ნავთობის სახელი Kazakhstan Export Blend Crude Oil (KEBCO) იქნება. ცვლილების მიზეზი ყაზახური ნავთობის რუსულისგან დიფერენცირებაა. „მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებების გამო და ქვეყნის ნავთობის ექსპორტზე ნეგატიური ცვლილებების თავიდან ასარიდებლად, 2022 წლის ივნისიდან გამოიყენება შემდეგი სახელი – KEBCO (Kazakhstan Export Blend Crude Oil)“, – წერია ყაზახური ნავთობის მწარმოებლის, ...

Read More »