Tag Archives: #ევროპა

ვიდეოკონფერენცია, რომელიც რუსეთიდან ევროკავშირის მიერ ნავთობის პოტენციურ აკრძალვაზეა ფოკუსირებული, გადაიდო, რადგან უნგრეთი აღნიშნული წინადადების დაბლოკვას აგრძელებს

ვიდეოკონფერენცია, რომელიც რუსეთიდან, ევროკავშირის მიერ ნავთობის პოტენციურ აკრძალვაზეა ფოკუსირებული და რომელიც დღეს უნდა ჩატარებულიყო, გადაიდო, რადგან უნგრეთი აღნიშნული წინადადების დაბლოკვას აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, უკრაინაში ომის გამო რუსეთზე შემდგომი სანქციების დასაწესებლად, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას შესთავაზა, რომ ექვს თვეში ნედლი ნავთობის იმპორტი შეეწყვიტათ. როგორც Sky News-ი იუწყება, უნგრეთმა განაცხადა, რომ ...

Read More »

“გერმანია რუსულ ენერგორესურსებზე სამუდამოდ უარს იტყვის” – საგარეო საქმეთა მინისტრი

“გერმანია რუსულ ენერგორესურსებზე სამუდამოდ უარს იტყვის” – ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენ ბაერბოკმა კიევში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მან ასევე ხაზგსმით განაცხადა, რომ “უკრაინა EU-ს სრულუფლებიანი წევრი უნდა გახდეს”.

Read More »

ბულგარეთი რუსულ ნავთობზე სანქციებს დაბლოკავს, თუ ემბარგოზე შეღავათს არ მიიღებს

ბულგარეთის ვიცე-პრემიერი ასენ ვასილევი აცხადებს, რომ სოფია რუსულ ნავთობის იმპორტზე ევროკავშირის სანქციებს დაბლოკავს, თუ ემბარგოზე შეღავათს არ მიიღებს. ევროკავშირის წევრი ქვეყნები ბოლო კვირის განმავლობაში რუსული ენერგეტიკული წიაღისეულის შემოტანაზე შეზღუდვების დაწესებას განიხილავდნენ. „მოლაპარაკებები ორშაბათს და სამშაბათს გაგრძელდება. ჩვენი პოზიცია ნათელია, თუ სხვა ქვეყნები სანქციებიდან შეღავათს მიიღებენ, ასეთი რამ ჩვენც გვსურს“, – თქვა ვასილევმა ბულგარულ ტელევიზიასთან ინტერვიუში. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ვეტოზე უარის თქმის ...

Read More »

აზერბაიჯანი და ბულგარეთი გაზის სამხრეთის დერეფნის ფარგლებში თანამშრომლობას განიხილავენ

აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შახბაზოვმა და ბულგარეთის პრემიერ–მინისტრმა კირილ პეტკოვმა სოფიაში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის გაზის სამხრეთის დერეფნის პროექტის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აზერბაიჯანელმა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა გლობალური და რეგიონული მომარაგებისთვის ისეთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე, როგორიცაა გაზის სამხრეთის დერეფანი. მინისტრმა ამ მიმართულებით შემდგომი ნაბიჯებისთვის თავისი ქვეყნის მზადყოფნა დააფიქსირა. პრემიერ–მინისტრმა კირილ პეტკოვმა აღნიშნა, რომ აქტიური მუშაობა მიმდინარეობს საბერძნეთ–ბულგარეთის ინტერკონექტორზე, ...

Read More »

ბორელი რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებისთვის შეხვედრას მომავალ კვირას დანიშნავს

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უფროსის, ჯოზეფ ბორელის თქმით, 7-8 მაისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საბოლოოდ უნდა გადაწყვიტონ რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების საკითხი. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ ევროპის ქვეყნების მაღალჩინოსნები ვერ შეთანხმდებიან, შეხვედრა მომავალ კვირასაც გაიმართება. ბორელი აღნიშნავს, რომ ევროკომისია რუსულ ნავთობზე დაგეგმილ ემბარგოში ცვლილებებს შეიტანს, რათა ახალი პირობები უნგრეთის, სლოვაკეთისა და ჩეხეთისთვის მისაღები აღმოჩნდეს. ბორელის თქმით, მას სჯერა, რომ საერთო კონსენსუსის მიღწევა შესაძლებელია, “ვინაიდან ...

Read More »
ახალი გაზსადენი ევროპას რუსული ზეწოლისგან გაათავისუფლებს

პოლონეთმა და ბალტიის ქვეყნებმა ახალი გაზსადენი გახსნეს

გამოცემა France-Presse-ის ინფორმაციით, პოლონეთმა და ლიეტუვამ რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად ახალი გაზსადენი გახსნეს, რომელიც ბალტიის ქვეყნებს დანარჩენ ევროპასთან დააკავშირებს. მისი მშენებლობა 500 მილიონი ევრო დაჯდა და თანხის დიდი ნაწილი ევროკავშირმა დააფინანსა. “ეს ჩვენი პასუხია რუსეთის მხრიდან შანტაჟზე“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ გაზსადენის გახსნის ცერემონიაზე. შედეგად, პოლონეთისა და ლიეტუვის გაზის ქსელებს უკვე 508 კმ სიგრძის მილსადენი აკავშირებს, რომლითაც წელიწადში ...

Read More »
აზერბაიჯანი რუსეთიდან გაზს შეისყიდის

კრემლის „უსისხლო ომი“ ევროპაში: რა პოტენციალი აქვს აზერბაიჯანს რუსული გაზის ჩანაცვლების და საქართველოს ინტერესები

ცივილიზებული სამყაროს მიერ რუსეთისთვის უკრაინაში ომის გაჩაღების საპასუხოდ დაწესებული უპრეცედენტო სანქციების შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო, კრემლი, მათ შორის, რუსული გაზზე დამოკიდებული ევროპული ქვეყნების დაშანტაჟებას შეუდგა, – სწორედ ამგვარად აღიქვამენ ევროკავშირში ჯერ გაზის „არამეგობრული ქვეყნებისთვის“ მხოლოდ რუბლში მიყიდვის გადაწყვეტილებას, შემდეგ კი ამ რესურსის ბულგარეთისა და პოლონეთისთვის მიწოდების შეწყვეტას. საქმე იმაშია, რომ სადღეისოდ ევროკავშირის მოხმარების დაახლოებით 40% მოიცავს რუსულ გაზს, თუმცა ეს ...

Read More »

“გაზში გადახდილი ჩვენი ევროებით აშენდა რუსეთის გაუმაძღრად მდიდარი სამეფო”- ინტერვიუ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან

„დასავლეთის ბევრი ქვეყანა დამოკიდებულია რუსულ ნავთობსა და გაზზე, და მათთვის ეს დილემად იქცა – ამ გაზის ონკანს ან ჩართულს ვტოვებთ და რუსეთისთვის ევროების გადახდას ვაგრძელებთ, ან ვკეტავთ და… გვცივა ზამთარში. პასუხი? მე ვიტყოდი, რომ დიახ, ზოგჯერ შეიძლება შეგცივდეს კიდეც. განსაკუთრებით, თუ ამას შეადარებ იმ ტანჯვას, რომლის გადატანაც დღეს უკრაინელ ხალხს უწევს. ყველამ რაღაც უნდა გავიღოთ”, – ეუბნება რადიო თავისუფლებას ევროსაბჭოს ...

Read More »

ევროპაში ამერიკული ნავთობის ექსპორტმა 6-წლიან უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწია

ამერიკიდან ევროპაში ნედლი ნავთობის ექსპორტმა აპრილში 6-წლიან მაქსიმუმს მიაღწია მას შემდეგ, რაც 2016 წელს აშშ-მა ნედლი ნავთობის ექსპორტი დაუშვა. ამის შესახებ Bloomberg-ის მიერ შესწავლილ გემების მოძრაობის მონაცემებში წერია. სააგენტოს შეფასებით, ამერიკელმა ნავთობმწარმოებლებმა ტეხასისა და ლუიზიანას მსხვილი ტერმინალებიდან ევროპელ მყიდველებს, თითქმის, 50 მილიონი ბარელი ნავთობი გაუგზავნეს. ეს მთლიანი მოცულობის, თითქმის, ნახევარია, რაც აშშ-ს მთავარი საექსპორტო ჰაბიდან, მექსიკის ყურედან საზღვარგარეთ იგზავება. Bloomberg-ის ...

Read More »

“ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც რუსული ნავთობის ემბარგოზე უარს აცხადებენ, რუსეთის დანაშაულების თანამონაწილეები ხდებიან”

ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც რუსული ნავთობის ემბარგოზე უარს აცხადებენ, რუსეთის დანაშაულების თანამონაწილეები ხდებიან, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. „ახლა თვალს ვადევნებთ აბსურდულ ვითარებას. ევროკავშირი ერთი ხელით მხარს უჭერს უკრაინას, აძლევს მას ფინანსურ დახმარებას, სანქციებს უწესებს რუსეთს, ახდენს რესურსის მობილიზებას უკრაინისთვის იარაღის გადასაცემად და ამასთან ერთად აგრძელებს რუსეთისთვის ფულის გადახდას გაზისა და ნავთობისთვის, ...

Read More »