Tag Archives: #გარემო

როგორ მივიღოთ ვირტუალურად მონაწილეობა COP26-ში?

წელს რიგით 26-ე გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენცია ე.წ. Conference of Parties (COP) დიდი ბრიტანეთში, ქ. გლაზგოში გაიმართება, რომელიც 31 ოქტომბრიდან – 12 ნოემბრის ჩათვლით მასპინძლობს კონვენციის 197 მხარეს. წლევანდელი კონფერენციის მთავარი მიზნებია: (1) 2015 წლის პარიზის შეთანხმების შესაბამისად კლიმატის ცვლილების გამომწვევი სათბურის აირების შემცირება, (2) კლიმატის ცვლილების შედეგებთან ადაპტაცია, (3) შესაბამისი ფინანსების მობილიზება და (4) საერთაშორისო თანამშრომლობის ...

Read More »
ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურება კვლავ მწვავე პრობლემად რჩება

ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების საკითხებზე გარემოს ეროვნულ სააგენტოში სემინარი გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგისა და სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის სემინარი „ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემების ვერიფიკაცია და ანგარიშგება“ საერთაშორისო ექსპერტმა, ჯორჯო არდუინომ გამართა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სემინარი პროექტის „ქვეყანაში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით მონაცემთა დამუშავებისა და მოდელირების შესაძლებლობების გაძლიერება – ფაზა II“ ფარგლებში ჩატარდა. გარემოს ...

Read More »
კლიმატის ცვლილების მიზეზები

პლანეტაზე კლიმატთან დაკავშრიებით საგანგაშო ვითარებაა

კლიმატის კრიზისთან დაკავშირებით გამოქვეყნდა ახალი სამეცნიერო ანგარიში, რომელიც გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა შეაფასა. მისი თქმით, მთელ პლანეტაზე კლიმატთან დაკავშირებით უკვე საგანგაშო ვითარებაა. ანტონიო გუტერეშის განცხადებით, საჭიროა დიდი ოცეულის ქვეყნების აქტიურობა იმისთვის, რომ დასახული მიზნები რეალობად იქცეს და მსოფლიომ გლობალური დათბობის პროცესი შეაჩეროს. კლიმატის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე კიდევ ერთი მეცნიერული  ანგარიში გავრცელდა. გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ თითოეული ქვეყანა უნდა ჩაერთოს კლიმატის ცვლილებასთან ...

Read More »

31 ოქტომბერი შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღეა

31 ოქტომბერი შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღეა, რომელსაც საქართველოც აღნიშნავს. 1996 წელს შავი ზღვის აუზის ქვეყნებმა: უკრაინამ, რუსეთმა, რუმინეთმა, თურქეთმა, ბულგარეთმა და საქართველომ სტამბულში ხელი მოაწერეს შავი ზღვის დაცვის სტრატეგიულ გეგმას. 31 ოქტომბერი შავი ზღვის დაცვის დღედ გამოცხადდა. ეს თარიღი 1997 წლიდან საქართველოშიც აღინიშნება.

Read More »

BAG-ი: ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გამონაბოლქვის ზღვრულად დასაშვები ნორმების დადგენა ბიზნესის აქტიური ჩართულობით წარიმართება

ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან გაფრქვევების ზღვრულად დასაშვები ნორმების დადგენის შესაძლებლობაზე იმსჯელეს საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში, ბიზნეს ასოციაციის წევრმა და მოწვეულმა კომპანიებმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა შეხვედრაზე განაცხადა, სამინისტრო მზად არის ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით იმუშაოს ისეთ მარეგულირებელ ნორმებზე, რომელიც უმნიშვნელოვანესია ქვეყნის თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს ...

Read More »

“არ არსებობს არავითარი წარმოება თუ გამომუშავება, რომელსაც გარემოზე ზემოქმედება არ აქვს”

საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი აბრამიშვილი საკუთარ facebook გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “უგანდა ცენტრალურ აფრიკაში მდებარეობს და იქ 35 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ ადამიანზე 900 დოლარს უდრის. მსოფლიოს ამ ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყანაში მოსახლეობის 76% სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. ორი დღის წინ უგანდის პრეზიდენტმა იოვერი მუსევენიმ უოლ სტრიტ ჯორნალში გამოაქვეყნა სტატია სათაურით ...

Read More »

მეცნიერების საგანგაშო კვლევა – პირველად ისტორიაში ამაზონის ჯუნგლები უფრო მეტ ჟანგბადს მოიხმარს, ვიდრე გამოყოფს

ამაზონის ჯუნგლებს ხშირად დედამიწის ფილტვებსაც უწოდებენ. მილიონობით ჰექტარ ტყის მასივში უამრავი მცენარე იზრდება, რომლებიც პლანეტას საკმაოდ დიდი მოცულობის ჟანგბადით ამარაგებენ. ბოლო ათწლეულებში ამაზონის ჯუნგლებში ხეების ჭრა განსაკუთრებით ინტენსიური გახდა, რასაც ბრაზილიის ხელისუფლება ქვეყნის ეკონომიკური განვითარებით ამართლებს. ამას გარდა, კლიმატური ცვლილების გამო, ტემპერატურის ზრდამ ამაზონის ჯუნგლებში ხანძრების გახშირება გამიწვია, რამაც ასობით ჰექტარი ტყის მასივი გაანადგურა. გამოცემა The Guardians ჟურნალ Nature-ზე დაყრდნობით ...

Read More »

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ თანამედროვე სტანდარტების 89 ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური შეიძინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, კლიმატის მწვანე ფონდისა (Green Climate Fund) და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP Georgia) ფინანსური მხარდაჭერით, თანამედროვე სტანდარტების 89 ერთეული ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური შეიძინა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სადგურები უზრუნველყოფს მეტეოროლოგიური პარამეტრების, ატმოსფერული წნევის, ჰაერის ტემპერატურისა და სინოტივის, ნალექების რაოდენობის, ქარის სიჩქარისა და მიმართულების უწყვეტ რეჟიმში გაზომვასა ...

Read More »

40-გვერდიანი ანგარიში – თეთრი სახლი კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ რალურ ნაბიჯებს დგამს

ამერიკის 46-ე პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია კლიმატური ცვლილებების და ეკონომიკური რისკების არმოსაფხვრელად, კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს. ამ მიზნით თეთრმა სახლმა 40-გვერდიანი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ბევრ მიმართულებას მოიცავს. ანგარიში ასახავს ნაბიჯებს, რომლებმაც შეიძლება შეცვალოს იპოთეკის პროცესი, ცვლილებები საფონდო ბირჟებზე, საპენსიო გეგმები, ასევე ფედერალური შესყიდვები და მთავრობის ბიუჯეტი. ეს არის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მაისის აღმასრულებელი განკარგულების გაგრძელება, რომელიც არსებითაც ამერიკის მთავრობას მოუწოდებს გაანალიზოს ...

Read More »

ანდრია ბასილაია: 2-3 წელში მზად ვიქნებით, ნარჩენების გადამამუშავებელ ქარხანაზე ვიმსჯელოთ

ნარჩენების შეგროვებასთან დაკავშირებით საქართველოს გარკვეული ვალდებულებები აქვს. ნარჩენებთან დაკავშირებული პროექტი რამდენიმე წლიან პერსპექტივაში განხორციელებადია. ამის შემდეგ კი, ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაზე დაიწყება მსჯელობა. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ პარლამენტში საკომიტეტო სხდომაზე ისაუბრა, სადაც თბილისის მყარი ნარჩენების პროექტის განსახორციელებლად, სესხის 3 მლნ ევროთი გაზრდაზე მსჯელობენ. “სწორედ ამ პარტნიორობის ფარგლებში ევროპის რეკონსტრუქციის ბანკთან გვყავს კონსულტანტი, რომელთან ერთადაც გაწერილი გვაქვს სამოქმედო გეგმა, ამ ...

Read More »