Tag Archives: #ევროპა

როგორ უმკლავდება პუტინი ნავთობის კრიზისს

ევროპა რუსული ნავთობის ემბარგოს ფასს გადაიხდის – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ევროპა გააფრთხილა და თქვა, რომ თუ დასავლეთი რუსულ ნავთობზე ემბარგოს დააწესებს, ევროპა ამის საფასურს გადაიხდის. ამის შესახებ BBC წერს. მისი თქმით, რუსული ნავთობის ემბარგოზე საუბარმა, უკვე იმოქმედა გლობალურ ფასებზე. კრემლის ლიდერი რუსული ნავთობკომპანიების ხელმძღვანელებსა და მთავრობის წარმომადგენლებს სატელევიზიო მიმართვაში დასავლეთის სანქციების გავლენის შესახებ ესაუბრა. პუტინის მტკიცებით სანქციები, რომლებიც თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაწესდა, დასავლეთმა პოლიტიკური მიზეზების გამო ...

Read More »

ენერგომწარმოებლები: რუსეთი გლობალურ ენერგობაზარს სამუდამოდ ჩამოშორდება

ენერგომწარმოებლების, Chevron-ისა და Woodside Petroleum-ის პროგნოზით, რუსეთი სავარაუდოდ სამუდამოდ ჩამოშორდება გლობალურ ენერგობაზარს მას შემდგომ, რაც ევროპა რუსულ ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულებას მინიმუმამდე შეამცირებს. ნავთობისა და გაზის მწარმოებელი ავსტრალიური კომპანია Woodside-ის აღმასრულებელი დირექტორის, მეგ ო’ნილის განცხადებით, ევროპელებს „დრო სჭირდებათ რუსულ გაზზე დამოკიდებულების შეწყვეტისთვის“, თუმცა როგორც კი ეს მოხდება, კონტინენტი რუსულ გაზს აღარასდროს გამოიყენებს. მიუხედავად არსებული დებატებისა, ევროკავშირის პოზიცია რუსული გაზის შეწყვეტის ...

Read More »

ვიქტორ ორბანი – ევროპის ერთიანობისთვის უნგრეთი არ შეეწინააღმდეგება რუსეთის მიმართ სანქციებს, თუ ისინი უნგრეთის ეკონომიკის დაცვის წითელ ხაზს არ გადაკვეთს და არ დაემუქრება ენერგოუსაფრთხოებას

ევროპის ერთიანობისთვის უნგრეთი არ შეეწინააღმდეგება რუსეთის მიმართ სანქციებს, თუ ისინი უნგრეთის ეკონომიკის დაცვის წითელ ხაზს არ გადაკვეთს და არ დაემუქრება უნგრეთის ენერგოუსაფრთხოებას, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა მეოთხე ვადით დანიშვნისას, ფიცის დადების ცერემონიის დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ორბანის თქმით, „ბრიუსელი დღითი დღე ბოროტად იყენებს ძალაუფლებას და სურს, თავს მოგვახვიოს ჩვენთვის ცუდი და უცხო რაღაცები“, ამის მიუხედავად, მისი თქმით, უნგრეთის ...

Read More »

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსეთის წინააღმდეგ ნავთობემბარგოზე ვერ შეთანხმდნენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უნგრეთი ვერ დაარწმუნეს, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაგეგმილ ემბარგოს შეერთებოდა. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ მინისტრებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. „ჩვენ უნდა მოვიშოროთ ეს ძლიერი დამოკიდებულება რუსულ ენერგეტიკაზე, რომელიც ძალიან დაუცველებს გვხდის“, – აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა. მისი თქმით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადაწყვიტეს, უკრაინას დამატებით €500 ...

Read More »

ლიეტუვა: რუსეთის ნავთობისთვის ემბარგოს დაწესების პროცესში ევროკავშირი ერთ ქვეყანას “მძევლად ჰყავს აყვანილი”

ევროკავშირის გეგმას, ემბარგო დაუწესდეს რუსეთის ნავთობს, ბლოკის 27 წევრიდან მხოლოდ ერთი ქვეყანა ბლოკავს – თქვა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა 16 მაისს. “მთელი კავშირი მხოლოდ ერთ წევრ ქვეყანას ჰყავს მძევლად აყვანილი… ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, არ შეიძლება მძევლები ვიყოთ”, – თქვა ლანდსბერგისმა ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყების წინ. სააგენტო “როიტერსი” ავრცელებს ევროკავშირის დიპლომატების სიტყვებს, რომ ლანდსბერგისი ამ სიტყვებით უნგრეთს ...

Read More »

ზელენსკი: ახლა პრიორიტეტი რუსულ ნავთობზე ემბარგოა

უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მსოფლიომ მაქსიმალური ყურადღება შეინარჩუნოს უკრაინის მიმართ –  ახლა პრიორიტეტი რუსულ ნავთობზე ემბარგოა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „როგორც არ უნდა ეცადოს მოსკოვი ამ გადაწყვეტილების ჩაშლას, რუსეთის ენერგორესურსებზე ევროპის დამოკიდებულების დრო დასასრულს უახლოვდება. ეს არ შეიძლება შეიცვალოს. კიდევ ერთი ამოცანა, რომელიც სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, არის ის, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა შევინარჩუნოთ მსოფლიოს მაქსიმალური ...

Read More »

ევროკომისიას გაზის ფასის ზედა ზღვრის დაწესება სურს

ევროკომისია (EC) აპირებს დააწესოს გაზის ფასების ზედა ზღვარი რუსეთიდან მიწოდების შეწყვეტის შემთხვევაში. ამის შესახებ იტყობინება გაზეთი Welt am Sonntag, მის ხელთ არსებულ დოკუმენტზე დაყრდნობით. გამოცემის ცნობით, ამ ღონისძიების მიღებით, ევროკომისიას სურს დაიცვას ევროპელი მომხმარებლები გაზის მუდმივად მზარდი ფასებისგან. „ამ გამონაკლის გარემოებებში, ევროკავშირის წევრებს უნდა მიეცეთ უფლება დაარეგულირონ სამომხმარებლო ფასები სახელმწიფო დონეზე გარდამავალ პერიოდში“, – ნათქვამია დოკუმენტში. როგორც გამოცემა წერს, გაზის ...

Read More »
„სამხრეთის გაზის დერეფნის“ კაპიტალიზაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა

რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად იტალია ხმელთაშუა ზღვის კავშირებს აძლიერებს

რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად, იტალიას სურს კავშირების და ვაჭრობის გაძლიერება ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებთან, როგორიცაა ალჟირი და ლიბია. გასულ თვეში პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ ხელი მოაწერა შეთანხმებას ალჟირიდან გაზის მიწოდების გაზრდის შესახებ და სურს დაეხმაროს ლიბიას შიდა პოლიტიკური ვითარების სტაბილიზებაში, რომელიც წარსულში ქვეყნის მთავარი ენერგეტიკული პარტნიორი იყო. იტალია შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი, რომელიც დააკავშირებს აფრიკას და ხმელთაშუაზღვის აუზის ქვეყნებთან ევროპაში. “უნდა გავაძლიეროთ ...

Read More »
Tanap საქართველოს რეგიონალურ და გლობალურ დონეზე მნიშვნელოვანი მოთამაშედ აქცევს

ევროპისთვის შაჰდენიზის გაზსადენის ღირებულება სულ უფრო იზრდება – რა პერსპექტივა აქვს სამხრეთის დერეფანს

გაზის სამხრეთ დერეფანს ევროპისთვის მისაწოდებლად შესაძლოა, ერაყი, ისრაელი და სხვა ქვეყნებიც შეუერთდნენ. ამის შესახებ სააგენტო Trend-ს აზერბაიჯანელმა ექსპერტმა, ილგარ ველიზადემ განუცხადა. მისი თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები თურქმენეთთანაც. ამასთან, დღეს აზერბაიჯანი აქტიურად ახორციელებს შაჰდენიზის პროექტის მეორე ფაზას, რომელიც სამხრეთ დერეფნის ინფრასტრუქტურაში ბუნებრივი გაზის მიწოდების მოცულობას გაზრდის. ექსპერტი შენიშნავს, რომ აზერბაიჯანში მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი პროექტები, რომლებიც განახლებადი ენერგიის წყაროებიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის ენერგოსისტემაში გადატანას უკავშირდება. ...

Read More »

ირანთან ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები განახლდა

ორთვიანი შესვენების შემდეგ, ირანთან ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები განახლდა. ამის შესახებ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელმა გერმანიაში, G7-ის ქვეყნების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. „ჩიხში შესული მოლაპარაკებები განახლდა“, – განაცხადა ბორელმა. ევროპის საგარეო კავშირების სამსახურის (EEAS) ხელმძღვანელის მოადგილე ენრიკე მორა, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირს თეირანთან მოლაპარაკებებში, ამ კვირის დასაწყისში თეირანში გაემგზავრა, სადაც ბირთვულ შეთანხმებაზე, დიალოგის წინსვლის გზებზე უნდა ემსჯელა.

Read More »