ორთვიანი შესვენების შემდეგ, ირანთან ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები განახლდა. ამის შესახებ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელმა გერმანიაში, G7-ის ქვეყნების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
„ჩიხში შესული მოლაპარაკებები განახლდა“, – განაცხადა ბორელმა.
ევროპის საგარეო კავშირების სამსახურის (EEAS) ხელმძღვანელის მოადგილე ენრიკე მორა, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირს თეირანთან მოლაპარაკებებში, ამ კვირის დასაწყისში თეირანში გაემგზავრა, სადაც ბირთვულ შეთანხმებაზე, დიალოგის წინსვლის გზებზე უნდა ემსჯელა.
EnergyNews EnergyNews.ge