Tag Archives: ბუნებრივი აირი

თბილისი-თელეთის დასახლებაში გაზიფიცირების პროექტის განხორციელება დაიწყო

თბილისი-თელეთის დასახლებაში გაზიფიცირების პროექტის განხორციელება დაიწყო

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, ბექა ნაცვლიშვილის ინიციატივით, თბილისი-თელეთის დასახლებაში გაზიფიცირების პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტს, რომელიც 100-ზე მეტ ოჯახს ბუნებრივი აირით უზრუნველყოფს, კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ასრულებს. გაზის ცენტრალური ქსელის მოსაწყობად 120 ათასი ლარი დაიხარჯება. ბექა ნაცვლიშვილის თქმით, გაზიფიცირების შემდეგ კრწანისის გამგეობა დასახლებაში წყალმომარაგების პრობლემის გადაჭრასა და გარე განათების მოწყობას გეგმავს. 2017 წლიდან კი თბილისი-თელეთის დასახლებაში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.

Read More »
წყალმომარაგების კომპანიებს წყალმომარაგების სისტემის განვითარების სამწლიანი გეგმის წარდგენა დაევალათ

წყალმომარაგების კომპანიებს წყალმომარაგების სისტემის განვითარების სამწლიანი გეგმის წარდგენა დაევალათ

წყალმომარაგების კომპანიებს წყალმომარაგების სისტემის განვითარების სამწლიანი გეგმის წარდგენა დაევალათ წყალმომარაგების კომპანიებს 2016 წლის 31 დეკემბრამდე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისა და განვითარების სამწლიანი გეგმის წარდგენა დაევალათ. „ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში საქმიანობის კონტროლისა და ლიცენზირების წესებში“ განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, წყალმომარაგების საქმიანობისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნისა და მომხმარებელთა სასმელი წყლის უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით, ...

Read More »
SOCAR-მა წლის დასაწყისიდან საქართველოს 320 მილიონი კუბური მეტრი გაზი მოაწოდა

SOCAR-მა 2015 წელს საქართველოში 1.36 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტი განახორციელა

აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR-ი 2016 წლის დასაწყისიდან საქართველოში დაახლოებით 320 მილიონი კუბური მეტრი გაზის ექსპორტი განახორციელა, – კომპანიის წარმომადგენელმა Trend-ს განუცხადა. “წლის დასაწყისიდან საქართველოში ყოველდღიურად საშუალოდ 5,3 მილიონი კუბური მეტრი გაზის ექსპორტი ხორციელდება, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 50 პროცენტით მეტია. ირანში კი წლის დასაწყისიდან ჩვენ 70 მილიონი კუბური მეტრი გაზი გავუშვით სატუმბში და ყოველდღიურად 1,2 მილიონი კუბური მეტრი იტუმბება”, – ...

Read More »
აზერბაიჯანი რუსეთიდან გაზს შეისყიდის

აზერბაიჯანი რუსეთიდან გაზს შეისყიდის

SOCAR –მა რუსეთიდან შესასყიდი გაზის მოცულობა შეათანხმა. სააგენტო Trend-ის ცნობით, აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR-ი  ყოველწლიურად, რუსული „გაზპრომისგან“ 3 მლრდ კუბ. მეტრი გაზის შესყიდვას გეგმავს. ინფორმაცია ჟურნალისტებს კომპანიის პრეზიდნეტმა როვნაგ აბდულაევმა მიაწოდა და რუსული გაზის საჭიროება განმარტა. “ჩვენ წარვადგინეთ უკვე წინადადება. ჩვენ გვჭირდება გაზის ინექცია “აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის” საბადოდან ნავთობის სტაბილური მოპოვებისთვის და ასევე ვგეგმავთ ჩვენს გაზსაცავში დამატებითი მოცულობის შენახვას, რათა  მაქსიმალურად გამოვიყენოთ ...

Read More »
"გაზპრომთან" ხელშეკრულება უახლოეს დღეებში გაფორმდება

“გაზპრომთან” ხელშეკრულება უახლოეს დღეებში გაფორმდება

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, “გაზპრომთან” ხელშეკრულება უახლოეს დღეებში გაფორმდება. როგორც კალაძემ პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, სიტყვიერი შეთანხმება “გაზპრომთან” მიღწეულია იმის შესახებ, რომ პირობები დარჩეს იგივე, რაც მდგომარეობს იმაში, რომ საქართველომ მიიღოს 10% ბუნებრივი აირი სომხეთში ტრანზიტის შედეგად. “ხელშეკრულება “გაზპრომთან” გაფორმებული არ არის, თუმცა, ვფიქრობ, უახლოეს დღეებში გაფორმდება. ჩვენი წინადადება გაჟღერებულია უკვე და გადავუგზავნეთ კიდეც ხელშეკრულების შინაარსი. ...

Read More »
რა ცვლილებები შეეხება სოციალური გაზის ტარიფს

რა ცვლილებები შეეხება სოციალური გაზის ტარიფს

საქართველო აზერბაიჯანიდან 500 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს. „სოკარი“ ასევე მზადაა 1000 კუბურ მეტრზე 35-40 დოლარით შეამციროს გაზ-გასამართი სადგურებისთვის კომერციული გაზის ფასი. თემას „ბიზნესკონტაქტი“ აშუქებს და აღნიშნავს, რომ საქართველო ბუნებრივი აირის დამატებით მოცულობებს სამხრეთ კავკასიური, შაჰ დენიზის მილსადენიდან მიიღებს. 4 მარტს გავრცელებულ პრეს-რელიზში მთავრობა იუწყება, რომ წინა წლების მსგავსად აღარ დადგება ტექნიკური შეზღუდვების გამო აზერბაიჯანიდან დამატებითი მოცულობის მილების პრობლემა. მთავრობა ...

Read More »
„სოკართან“ და „გაზპრომთან“ მიღწეული შეთანხმებები, ამ ეტაპზე, საუკეთესო შედეგია"

„სოკართან“ და „გაზპრომთან“ მიღწეული შეთანხმებები, ამ ეტაპზე, საუკეთესო შედეგია”

ექსპერტის თქმით, საქართველომ საკმაოდ წარმატებით დაასრულა ხანგრძლივი მოლაპარაკებების პროცესი აზერბაიჯანულ „სოკართან“ და რუსულ „გაზპრომთან“,  შესაბამისად, ქვეყანამ ამ მრავალთვიანი და არც თუ მარტივი მოლაპარაკებების შედეგად მიაღწია სამ მეტად მნიშვნელოვან შედეგს. როგორც ლევან კალანდაძემ “პირველ პრესკლუბში” განაცხადა, კონსორციუმთან წარამატებული მოლაპარეკებები და მიღწეული შეთანხმება და ამავდროულად ის ფაქტი, რომ საქართველომ ეფექტურად გამოიყენა მხარეებთან მოლაპარაკებების პროცესში ბუნებრივი აირის მოწოდების ალტერნატიული მარშრუტების ამოქმედების შესაძლებლობის ფაქტორი, ...

Read More »
საქართველომ გაზპრომთან შეთანხმებას მიაღწია

საქართველომ გაზპრომთან შეთანხმებას მიაღწია

გაზპრომი თანახმაა, სომხეთში გატარებული ტრანზიტის ძველი პირობები წლის ბოლომდე ძალაში დატოვოს. შეთანხმებას საქართველომ გაზპრომთან მოლაპარაკების პროცესში მიაღწია. ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, დადებითი პასუხი რუსეთიდან უკვე მიღებულია, – იტყობინება ტელეკომპანია “იმედი”. შეგახსენებთ, გაზპრომი სომხეთში გატარებული გაზის საფასურის  მონეტიზაციას ითხოვდა. ამ დრომდე კი, საქართველო ტრანზიტის საფასურს ნატურის სახით, გატარებული გაზის 10% იღებდა.

Read More »
"სოკარსა" და "რუსთავის აზოტის" წარმომადგენლებს შორის გარკვეული შეთანხმება მიღწეულია

“სოკარსა” და “რუსთავის აზოტის” წარმომადგენლებს შორის გარკვეული შეთანხმება მიღწეულია

კომპანია “სოკარის” ხელმძღვანელებს “რუსთავის აზოტის” წარმომადგენლებთან შეხვედრა ჰქონდათ, გარკვეული შეთანხმება მიღწეულია, ალბათ, უახლოეს დღეებში ხელშეკრულება გაფორმდება და პრობლემა მოიხსნება , – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, “რუსთავის აზოტში” არსებული პრობლემების კომენტირებისას განაცხადა. კალაძე არ ადასტურებს ინფორმაციას, თითქოს მოლაპარაკებები 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ვერც თანამშრომლების დათხოვნის შესაძლებლობას ხედავს. “არავის, არავის დათხოვნა არ მოუწევს. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, არანაირი 6 ...

Read More »
"სოკარს საქართველოს ბაზარზე გაზპრომის უმნიშვნელო წილიც არ აწყობს"

სოკარს საქართველოს ბაზარზე გაზპრომის უმნიშვნელო წილიც არ აწყობს

სოკარს საქართველოს ბაზარზე კონკურენტი „გაზპრომის“ უმნიშვნელო წილით მონაწილეობაც არ აწყობს. კორპორაციული სექტორისთვის გაზის გაიაფებაზე სოკარის გადაწყვეტილება ექსპერტმა არჩილ მამათელაშვილმა ტელეკომპანია “მაესტროსთან” შეაფასა. ამასთან აღნიშნა, გადაწყვეტილებაზე მხოლოდ კონკურენციის შიშის ფაქტორს არ უმოქმედია. გაიაფება გლობალური ტრენდითაც არის განპირობებული, საერთაშორისო ბაზარზე გაიაფების ტენდენციაა და “სოკარის” სატარიფო პოლიტიკაც ადეკვატური. წყარო: Gbc.ge

Read More »