Tag Archives: #ნამახვანი

რა გზა გაიარა ნამახვანჰესის პროექტმა საბჭოთა პერიოდიდან დღემდე

ნამახვანჰესის პროექტი არსებობის რამდენიმე ათეულ წელს ითვლის. როგორც ენერგეტიკოსი ანზორ ჭითანავა იხსენებს, პროექტი თბილისის ჰიდროპროექტის ხელში დაიბადა საბოლოო სახეც მიეცა, მაგრამ მისი განხორციელება რიგი ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოხერხდა. ერთ-ერთ ასეთ მიზეზად ენერგეტიკოსი თბილისის ჰიდროპროექტის დახურვას მიიჩნევს, რომელსაც ანზორ ჭითანავა 30 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, თუმცა საბოლოოდ კახა ბენდუქიძის მიერ განხორციელებულ რეფორმებს შეეწია. ,,თბილისის ჰიდროპროექტიდან დღეს არაფერია დარჩენილი. ძალიან მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტები განვახორციელეთ, ...

Read More »

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო: „ნამახვანჰესის“ პროექტზე მინიმუმამდეა დაყვანილი უარყოფითი ზემოქმედების რისკები

ნამახვანის ჰესის პროექტზე ნებართვის გაცემას წინ უძღოდა დეტალური კვლევები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის საველე კვლევები ჰიდროლოგიის, გეოლოგიის, ბიომრავალფეროვნების და სხვა მიმართულებებით, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.  „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკა გულისხმობს, ნებისმიერი მასშტაბური თუ მცირე პროექტის განხორციელების დროს, მინიმუმამდე იქნას დაყვანილი გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება. 2020 წელს, სამინისტროს მიერ ქვემო ნამახვანის ...

Read More »

არასამთავრობო ორგანიზაციები ნამახვან-ჰესის მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ

„შეწყდეს არათუ მშენებლობა, მოსამზადებელი სამუშაოებიც კი“ -არასამთავრობო ორგანიზაციები „მწვანე ალტერნატივა“, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია “ნამახვან-ჰესის მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 333 მგვტ დადგმული სიმძლავრის ქვედა ნამახვანის ჰესის მშენებლობა კანონდარღვევით მიმდინარეობს. ჰესის პროექტზე დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა შარშან თებერვალში მიიღო. EMC-ის აღმასრულებელი დირექტორი ლინა ღვინიანიძე განმარტავს, ...

Read More »

გიორგი ჩიქოვანი: “ნამახვანჰესი იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებაში დაგვეხმარება”

ნამახვანჰესი ჩვენი ენერგეტიკის ერთ-ერთი საკვანძო პროექტია, რომელიც იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებაში დაგვეხმარება, – ამის შესახებ ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა მედიასთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ეს არის 430-მეგავატიანი ჰესი, რომლის კასკადის წლიური გამომუშავება დაახლოებით 1,5 მილიარდი კვტ საათია, რაც 2019 წელს საქართველოს მთლიანი მოხმარების 11.7%-ის ტოლია. „ამ ციფრებიდანაც ჩანს, რამდენად მნიშვნელოვანია ენერგეტიკულად ეს ობიექტი, რომელიც დაგვეხმარება შევამციროთ იმპორტზე დამოკიდებულება. მიმაჩნია, ...

Read More »

გიორგი აბრამიშვილი: ენერგოდამოუკიდებლობისთვის ნამახვანჰესის მსგავსი პროექტების ამოქმედება მნიშვნელოვანია

განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაცია: ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის ნამახვანჰესის მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია. ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი აბრამიშვილი ამბობს, რომ საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაზე დიდადაა დამოკიდებული ქვეყნის პოლიტიკური დამოუკიდებლობა და ეკონომიკური განვითარება. „ჩვენ 30 წელია, ვაშენებთ ეკონომიკურად და პოლიტიკურად ძლიერ სახელმწიფოს და ამ მიმართებით აუცილებელია, ჩვენი ბუნებრივი განახლებადი რესურსი – წყალი სწორად და ოპტიმალურად გამოვიყენოთ. ეს ფაქტორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ელექტროენერგიის მზარდი მოხმარებისა და იმპორტის ...

Read More »

პაატა ცინცაძე: ნამახვანი ჰესის მსგავსი დიდი სადგურების გარეშე საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევა შეუძლებელია

ნამახვანი ჰესის პროექტის განხორციელება კარგი მესიჯი იქნება საზოგადოებისთვის, რომ მსგავსი ენერგეტიკული პროექტების განხორციელება შესაძლებელია და აუცილებელია. საქმე ისაა, რომ ენერგოდამოუკიდებლობა ასეთი დიდი სადგურების გარეშე ვერ მიიღწევა. რა თქმა უნდა, მცირე სადგურებიც უნდა აშენდეს, მაგრამ მათ არ შეუძლიათ ისეთი დიდი ამოცანების გადაწყვეტა, როგორიცაა ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევა, ზამთარში ელექტროენერგიის სტაბილური მიწოდება და იმპორტის შემცირება, – განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის წევრმა პაატა ...

Read More »

თურნავა – „ნამახვანი ჰესი“ საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილია

დღეს „ნამახვანი ჰესის“ ინვესტორმა კომპანიამ სრულიად კანონიერად, ყველა სანებართვო მოთხოვნის დაცვით განაახლა საქმიანობა. „ნამახვანი ჰესი“, ისევე როგორც ნებისმიერი ჰესი, რომელიც შენდება საქართველოში, ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილია, – ასეთი შეფასება მისცა ნამახვანი ჰესის მშენებლობის განახლებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ. მინისტრის განცხადებით, საქართველო მდიდარია ჰიდრორესურსებით, რაც აუცილებლად უნდა იქნას გამოყენებული მწვანე ენერგეტიკის განვითარებისთვის. „ჩვენ გვაქვს ყველა ...

Read More »

ნამახვანჰესის საპროექტო ტერიტორიაზე ENKA-ს საწყობს ცეცხლი გაუჩნდა – ზარალი სოლიდურია

ქვემო ნამახვანიჰესის საპროექტო ტერიტორიაზე განთავსებულ ENKA-ს საწყობს ცეცხლი გაუჩნდა, – ამის შესახებ განცხადებას ნამახვანიჰესის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს. წერილში ნათქვამია, რომ ხანძრის შედეგად კომპანიამ სოლიდური ზარალი მიიღო. „მიმდინარე წლის 1-ელ თებერვალს, დილის 4 საათზე, სოფელ გუმათში, ცეცხლი გაუჩნდა ქვემო ნამახვანჰესის საპროექტო ტერიტორიაზე განთავსებულ ENKA-ს საწყობს, სადაც ინახებოდა კომპანიის საკუთრებაში არსებული ტექნიკა. კომპანიამ აღნიშნული ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობა შესაბამის უწყებებს. წინასწარი ...

Read More »

რიონის ხეობის მცხოვრებელთა ნაწილი ნამახვანჰესის მშენებლობის მომხრეა

ნამახვანჰესის მოსამზადებელ სამუშაოებს, ადგილობრივი მოსახლეობის ის ნაწილი ეხმაურება, რომელიც ჰესის მშენებლობის მომხრეა. მოსახლეობის თქმით, პროექტის განხორციელება რიონის ხეობის გადარჩენისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან მთავარი პრობლემა სოფლებში უმუშევრობაა და ჰესის მშენებლობა დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის. მათივე თქმით, სოფელი დაცლილია და ჰესის მშენებლობა ახალგაზრდებს დაბრუნებაში დაეხმარება. როგორც მოსახლეობამ განაცხადა, ჰესის მშენებლობით ინფრასტრუქტურა განვითარდება და არა მარტო რიონის ხეობა, არამედ მთლიანი რეგიონი გაძლიერდება. მოსახლეობა ...

Read More »

მარიამ ჩახვაშვილი: ნამახვანი ჰესი, როგორც რეზერვის წყარო, საქართველოს ენერგეტიკულ სისტემას უფრო სტაბილურს გახდის

ნამახვანი ჰესის მთავარი უპირატესობა, ჩემი აზრით, ისაა, რომ სეზონური რეგულაცია აქვს და მნიშვნელოვანი რეზერვის წყაროა. ეს სადგური ზამთრის დეფიციტს და შესაბამისად, იმპორტს საგრძნობლად შეამცირებს. ასე ნაკლებად დამოკიდებულები ვიქნებით მეზობელ ქვეყნებზე და ნაკლები ფული გავა ქვეყნის ეკონომიკიდან. აღნიშნული ჰიდროსადგური, როგორც რეზერვის წყარო, ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემას უფრო სტაბილურს გახდის – ელექტროენერგიის ხარისხი გაუმჯობესდება. მეტიც, მისი მეშვეობით შესაძლებელი იქნება მეტი ქარისა და მზის სადგურის ...

Read More »