Tag Archives: #ნავთობი

IEA – ევროპაში გაზის მოხმარება ბოლო 50 წლის რეკორდულ მაჩვენებლამდე დაეცემა

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (Organisation for Economic Co-operation and Development OECD) წევრ ევროპულ ქვეყნებში, რომელთა შორის ბულგარეთი და რუმინეთი არ ირიცხება, ბუნებრივი აირის მოხმარება შესაძლოა, წლის ბოლომდე 50 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტად შემცირდეს. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) შეფასებით, ეს გაზის ბაზარზე რეკორდული ვარდნა იქნება ბოლო 50 წლის განმავლობაში. IEA-ს მონაცემებით, ევროპის OECD-ის ქვეყნებმა გასულ წელს 604 მილიარდი კუბური მეტრი ...

Read More »

ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროკავშირი რუსეთიდან გაზის მიწოდებას, აშშ-ისა და ნორვეგიის ხარჯზე ანაცვლებს

ევროკავშირი რუსეთიდან გაზის მიწოდებას, აშშ-სა და ნორვეგიის ხარჯზე ანაცვლებს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. ამასთან, ევროკავშირის ქვეყნები აგრძელებენ გაზის გადატუმბვას მიწისქვეშა საწყობებში (UGS). ამ დროისთვის UGS 90% სავსეა. მისი თქმით, ევროკავშირი მზადაა, განიხილოს ელექტროენერგიის წარმოებისთვის გამოყენებული გაზის ფასის ზღვრის შემოღების საკითხი. ურსულა ფონ დერ ლაიენმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი გააძლიერებს თანამშრომლობას NATO-სა და შეერთებულ შტატებთან ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების ...

Read More »

ევროკავშირის ქვეყნები სანქციების მერვე პაკეტზე შეთანხმდნენ, რომელიც რუსული ნავთობის ფასზე ზედა ზღვრის დაწესებას ითვალისწინებს

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი შეათანხმეს, რომელიც რუსული ნავთობის ფასზე ზედა ზღვრის დაწესებას ითვალისწინებს. ამის შესახებ გამოცემა Politico რეზოლუციის სამუშაო ვარიანტზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, გარკვეული შეღავათები მიიღეს კვიპროსმა, საბერძნეთმა და მალტამ, რომლებიც ამ საკითხთან დაკავშირებით სიფრთხილეს იჩენდნენ, ვინაიდან რუსული ნავთობის დიდი ნაწილი სწორედ ამ ქვეყნების ტანკერებს გადააქვს. ახალი პაკეტი ასევე უკრძალავს ევროკავშირის მოქალაქეებს რუსული სახელმწიფო ...

Read More »

საწვავის ბაზარზე დაგეგმილ კონცენტრაციასთან დაკავშირებით კონკურენციის სააგენტომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ (გალფი) მიერ „იბერია სერვისის“ საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურის იჯარის აღებით გზით დაგეგმილ კონცენტრაციასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. კონკურენციის სააგენტოს ცნობით, კონცენტრაცია ეხება საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) ბაზარს. ამ ეტაპზე, სააგენტო განსახორციელებელი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის საკითხს სწავლობს. „აღნიშნულ გაერთიანებასთან დაკავშირებით, კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანების თანახმად, დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა მოსაზრებები წარადგინონ, არაუგვიანეს, ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასმა 93 დოლარს გადააჭარბა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 1,66 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 93,34 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა, თუმცა კვლავაც $90-ს ქვემოთ რჩება

2022 წლის  4 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  89.64 (+0.77)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  84.10 (+0.47)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

“ოპეკი +”-ის მინისტრები პირველად გამართავენ პირისპირ შეხვედრას 2020 წლის მარტის თვის შემდეგ

“OPEC+”-ის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები შეიკრიბებიან 5 ოქტომბერს ვენაში მდებარე ორგანიზაციის შტაბ-ბინაში, ორგანიზაციის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კვშირი” შეხვედრა  იქნება  “OPEC+”-ის პირველი პირისპირი შეხვედრა 2020 წლის მარტის თვის შემდეგ, როდესაც შეხვდერების ჩატარება დისტანციურ ფორმატში გადავიდა კორონავირუსის პანდემიის გამო. განცხადებაში ნათქვამია, რომ ვენაში გაიმართება OPEC + წევრი ქვეყნების მინისტრთა სამონიტორინგო კომიტეტის სხდომა და  მინისტრების შეხვედრა. Reuters-ის ინფორმაციით, “OPEC +” განიხილავს ნავთობის ...

Read More »

ევროპაში შესაძლოა, კასპიის გაზის რესურსების ტრანსპორტირება დაჩქარდეს

კასპიის გაზის რესურსების ევროპულ ბაზრებზე ტრანსპორტირება შესაძლოა დაჩქარდეს, იმ შემთხვევაში, თუ ენერგეტიკული კრიზისი კიდევ გაღრმავდება, განაცხადა Yeni Şafak-ის მიმომხილველმა ერდალ ტანას კარაგოლმა. „თუ რუსეთსა და ევროპას შორის გაზის კრიზისი კიდევ გაღრმავდება, ანუ გაიზრდება ევროპის ქვეყნების მოთხოვნა სამხრეთ გაზის დერეფანზე, კასპიის ზღვის გაზის რესურსების ევროპულ ბაზრებზე ტრანსპორტირება შესაძლოა, დაჩქარდეს. ცხადია, რომ სამხრეთ გაზის დერეფანს ევროპის ქვეყნებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს ...

Read More »

OPEC+ ნავთობის მოპოვების შესამცირებლად ემზადება

OPEC და ქვეყნები, რომლებიც შეუერთდნენ ორგანიზაციას, განიხილავენ ნავთობის მოპოვების შემცირებას დღეში 1 მილიონ ბარელზე მეტით. ცნობილია, რომ მწარმოებელ ქვეყნებს ეშინიათ ბაზარზე ჭარბი მიწოდების ფორმირების გამო, როგორც მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის, ისე განვითარებადი ქვეყნების რეცესიაში გადასვლის გამო. ამ შეტყობინებების შემდეგ აზიურ ვაჭრობაში ნავთობი 2,7%-ით გაძვირდა, Brent-ი ბარელზე 87,4 დოლარად იყიდება. წყარო: bfm.ge

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის  3 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  87.30 (+2.16)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  81.60 (+2.09)  დოლარი/ბარელზე.

Read More »