Tag Archives: #ენერგეტიკა

ლევან დავითაშვილი ევროკომისარს ენერგეტიკის საკითხებში, კადრი სიმსონს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ევროკომისარს ენერგეტიკის საკითხებში, კადრი სიმსონს შეხვდა. საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ორმხრივი პროექტები და საქართველოს საკანონმდებლო ბაზის ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოება, – ეს იყო ძირითადი თემები, რომლებზეც ლევან დავითაშვილმა და კადრი სიმსონმა ისაუბრეს. „ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი განხილვა ორმხრივ პროექტებზე და იმაზე, თუ როგორ შეუძლია საქართველოს თავისი კანონმდებლობა და რეგულაციები ...

Read More »

ესკო მოგებას 74%-ით ზრდის

სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“ (ესკო) 2021 წლის მოგებას 73.9%-ით ზრდის და 6.9მლნ ლარს აფიქსირებს. პანდემიის წელთან (2020) შედარებით  კომპანიის აქტივები 53%-ით 149.8 მლნ ლარამდე, ხოლო კაპიტალი 40.5%-ით 24.3მლნ ლარამდე გაიზარდა. კომპანიამ 7.1%-ით გაზარდა ზოგადი და ადმინისტრაციული ხარჯები და 2021 წლის ბოლოს 4.4მლნ ლარი დააფიქსირა. სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“ დაარსებულია 2006 წელს. ძირითადი საქმიანობა მოიცავს საბალანსო ელექტროენერგიითა და გარანტირებული ...

Read More »

არაბთა გაერთიანებული საამიროები, იორდანია და ისრაელი ერთობლივ ენერგეტიკულ პროექტს იწყებენ

გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის 27-ე კონფერენციაზე, რომელიც შარმ-ელ-შეიხში 6-დან 18 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, იორდანიასა და ისრაელს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მხარეებს შორის გაფორმებული ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის თანახმად, ისრაელი იორდანიაში ჰაშიმიტური სამეფოს ელექტროსადგურიდან, მზის ენერგიის შეძენას გეგმავს. სადგურის მშენებლობას ემირატების კომპანია აფინანსებს. იორდანია, თავის მხრივ, ისრაელიდან წყალს ხმელთაშუა ზღვის გამწმენდი ქარხნიდან შეისყიდის. შეგახსენებთ, რომ ეს არის ყველაზე დიდი თანამშრომლობა ისრაელსა ...

Read More »
დედაქალაქის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

უკრაინა აცხადებს, რომ ხერსონი დენის გარეშე დარჩა რუსეთის იერიშის და არა უკრაინელთა “ტერაქტის” გამო

კვირას ხერსონი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა მას შემდეგ, რაც რუსეთის ჯარებმა ცეცხლი გაუხსნეს ელექტრომომარაგების ხაზებს. ამის შესახებ განაცხადა ხერსონის ოლქის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ, იური სობოლოევსკიმ. მან „ტელეგრამში“ საკუთარ არხზე კომენტარი გაუკეთა ხერსონის საოკუპაციო ძალების განცხადებას იმის თაობაზე, რომ ქალაქის ელექტრომომარაგება შეწყდა „უკრაინის მხარის მიერ ორგანიზებული ტერაქტის“ გამო. „ოკუპანტებმა განცხადება გააკეთეს ‘ტერაქტის’ შესახებ. მაგრამ არ დაუზუსტებიათ, რომ ტერაქტი თავად მათ განახორციელეს. ამას ...

Read More »

ირაკლი ღარიბაშვილი – კლიმატის ცვლილება ჩვენი თაობის გამოწვევად იქცა, სახელმწიფოთა ლიდერები პასუხისმგებელი ვართ, გამოსავალი ვიპოვოთ კაცობრიობისა და ჩვენი მომავალი თაობებისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, კლიმატის ცვლილება გამოწვევად იქცა და სახელმწიფოთა ლიდერები პასუხისმგებელი არიან კაცობრიობისა და მომავალი თაობებისთვის გამოსავლის პოვნაზე. „საუბრის დრო აღარ დარჩა, რადგან ახლა საჭიროა სწრაფი და შედეგზე ორიენტირებული ქმედებები. ამ სულისკვეთებით, საქართველო განიხილავს პარიზის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი შესრულების საკითხს და მისი ეროვნულ დონეზე გაწერილი წვლილის ...

Read More »

ევროკავშირმა და ყაზახეთმა ენერგომატარებლების მიწოდების შეთანხმება გააფორმეს

ევროკავშირი და ყაზახეთი ენერგიისა და ნედლეულის მიწოდებაზე ერთობლივ მუშაობას გააფართოებენ. შესაბამის შეთანხმებას ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ყაზახეთის პრემიერ–მინისტრმა ალიხან სმაილოვმა ორშაბათს, 7 ნოემბერს მოაწერეს ხელი. დოკუმენტის გაფორმების ცერემონია გაეროს კლიმატის 27–ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, რომელიც ეგვიპტეში მიმდინარეობს. ევროკომისიის პრეს–სამსახურის ცნობით, შეთანხმების მიზანია გარკვეული სახის ნედლეულის მიწოდება და საწარმოო ჯაჭვების განვითარება წყალბადის წარმოებისთვის, ასევე ბატარეების დამზადება გარემოზე მავნე ...

Read More »

ირაკლი ღარიბაშვილი: წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების დაძლევა და ალტერნატიული ენერგიის წყაროებში კაპიტალდაბანდება გადამწყვეტია კლიმატის ცვლილების ეფექტის შესარბილებლად

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის ფარგლებში გამართულ, მრგვალი მაგიდის ფორმატში მოწყობილ დისკუსიაში – „ინვესტირება ენერგეტიკის მომავალში“, მიიღო მონაწილეობა. მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რომ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების დაძლევა და ალტერნატიული ენერგიის წყაროებში კაპიტალდაბანდება გადამწყვეტია კლიმატის ცვლილების ეფექტის შესარბილებლად. „მონაწილეობა მივიღე გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის ფარგლებში, მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ მაღალი დონის შეხვედრაში. ინფორმაციით დატვირთულ დისკუსიებს ...

Read More »

მეცნიერებმა პლასტმასის მჭამელი რობოტი თევზი შექმნეს, რომელიც წყალს ნარჩენებისგან გაწმენდს

მეცნიერებმა „რობო-თევზის“ კონცეპტი, რომელმაც სარის უნივერსიტეტის რობოტექნიკის კონკურსში გაიმარჯვა, რეალობად აქციეს. ამის შესახებ სარის საგრაფოს უნივერსიტეტი თავის გვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში წერს. „წყლის დაბინძურება, განსაკუთრებით პლასტმასით, უდიდესი პრობლემაა. ამით არა მხოლოდ ოკეანე, არამედ მდინარეები, ნაკადულები, ტბები და ტბორები იტანჯებიან. ეს გამოგონება კი ყველა პრობლემას მოაგვარებს“, – განაცხადა სარის საგრაფოს უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის ბოლო კურსის სტუდენტმა და ამავე უნივერსიტეტის რობოტექნიკის კონკურსის გამარჯვებულმა ელეანორ ...

Read More »
36-37 დოლარი 1 ბარელზე - როგორ შეცვლის რუსეთის პოლიტიკას ნავთობის გაიაფება

იტალიის მთავრობა Lukoil-ის საკუთრებაში არსებული ქარხნის გაყიდვის საკითხს განიხილავს

იტალიის მთავრობა რუსული Lukoil-ის საკუთრებაში არსებული ქარხნის შესაძლო გაყიდვის საკითხს განიხილავს. იტალიის ინდუსტრიის მინისტრის, ალდო ურსოს ინფორმაციით, სიცილიაში მდებარე ქარხნის შესაძლო გაყიდვა ქვეყნისთვის საწვავის წარმოების დაკარგვისა და სამუშაო ადგილების შემცირების თავიდან ასაცილებლად განიხილება. ISAB-ის ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა იტალიის სრული გადამმუშავებელი მოცულობის დაახლოებით 20%-ს შეადგენს. ქარხანაში დასაქმებულთა რაოდენობა კი იტალიის ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ რეგიონში 1,000 პირს აღწევს. Lukoil-ი, ISAB-ის გაყიდვის მიზნით, მოლაპარაკებებს ...

Read More »

გერმანიის მოსახლეობას გაზის დაზოგვისკენ მოუწოდებენ

გერმანიის ფედერალური ქსელის სააგენტოს (FSA) ხელმძღვანელმა კლაუს მიულერმა ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდა, დაზოგონ გაზი საცავში მისი დონის შემცირების გამო. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა. ”ჩვენ გვაქვს ბევრი გაზი მარაგში, მაგრამ ზამთარი შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს”, – გააფრთხილა მიულერმა მოსახლეობა. მისივე თქმით, ნედლეულის დეფიციტის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია გაზის დაზოგვა, LNG ტერმინალების შექმნა და ინფრასტრუქტურის დაცვა. ამგვარად, 3 ნოემბრისთვის გერმანიაში გაზის მარაგის მოცულობა 0,03 ...

Read More »