Tag Archives: #ნავთობი

Goldman ნავთობის ფასის პროგნოზს 104 დოლარამდე ზრდის

საინვესტიციო ბანკი Goldman Sachs ნავთობის ფასის მიმდინარე და 2023 წლის პროგნოზს ზრდის. გაზრდის მიზეზი OPEC+-ის გადაწყვეტილებაა, რომელიც ნავთობის მოპოვების 2 მილიონით შემცირებას გულისხმობს, რაც  COVID-19-ის პანდემიის დაწყების შემდეგ ნავთობის მოპოვების ყველაზე მასშტაბური შემცირებაა. OPEC+-ის წევრი ქვეყნები, რომელშიც რუსეთიც შედის, ნავთობის მოპოვების შემცირებაზე ოთხშაბათს შეთანხმდნენ. ამ ნაბიჯით ჯგუფი ნავთობის ფასის ვარდნის შეჩერებას ცდილობს. მათი განმარტებით, გადაწყვეტილება ემყარება გაურკვევლობას, რომლითაც მოცულია გლობალურ ეკონომიკა და ...

Read More »
საწვავი 12–15 თეთრით გაძვირდა – ფასების ზრდა შესაძლოა, მომავალშიც გაგრძელდეს

ქვეყანაში საწვავის კიდევ 10 თეთრით გაიაფებას ელიან

საქართველოში საწვავი, შესაძლოა, კიდევ 10 თეთრით გაიაფდეს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ, ვახტანგ იობაშვილმა განუცხადა, ჩვენი ქვეყნის სანავთობო ბაზარზე სიტუაცია სტაბილურია, ქვეყანას გააჩნია საწვავის მარაგები, შესაბამისად, უსიამოვნო სიურპრიზებს არ უნდა ველოდოთ. „გვაქვს ძალიან კარგი ტენდენცია. ფასები მოდის ქვემოთ. საცალო ქსელებში კიდევ ველოდებით, რომ 10 თეთრამდე გაიაფდება საწვავი. რაც შეეხება ბაზრის საერთო მდგომარეობას – ჩვენი კომპანიების სასახელოდ შეიძლება ითქვას, რომ ...

Read More »
საწვავის მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა

აგვისტო-სექტემბერში ქართულ ბაზარზე ყველა ტიპის საწვავის ფასმა მნიშვნელოვნად დაიკლო

მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბერში ქართულ ბაზარზე ყველა ტიპის საწვავის ფასმა მნიშვნელოვნად დაიკლო. მაჩვენებელი 10-დან 50 თეთრამდე მერყეობს. მთავარი ფაქტორებია: საერთაშორისო ბაზარზე არსებული ფასის ვარდნა და ეროვნული ვალუტის გამყარება. კონკურენციის სააგენტოს განმარტებით, აგვისტოში, პრემიერის რეკომენდაციის შემდეგ, გარკვეულიყო ბაზარზე არსებული ვითარება საწვავის ტარიფთან დაკავშირებით, სააგენტომ მოკვლევა დაიწყო, რის შემდეგაც საწვავის ფასმა დაიკლო. მთავრობის ეკონომიკურ გუნდს საწვავის ფასის კლებასთან დაკავშირებით, ოქტომბერშიც დადებითი პროგნოზი აქვს.

Read More »

გამოიწვევს თუ არა OPEC-ის გადაწყვეტილება ნავთობის ფასის ზრდას?

ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) წევრები, ასევე რუსეთი და ნავთობის მომპოვებელი რამდენიმე სხვა ქვეყანა, რომელიც OPEC-ში არ შედის, ვენაში გამართულ მინისტერიალზე შეთანხმდნენ ნოემბრიდან დღე-ღამეში 2 მილიონი ბარელით ნავთობის მოპოვების შემცირებაზე. Reuters-ისა და Bloomberg-ის ცნობები დაადასტურა რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა. ეს ნავთობის მოპოვების ყველაზე მსხვილმასშტაბიანი შემცირება იქნება COVID-19-ის პანდემიის დაწყების შემდეგ. როგორც მოსალოდნელია, ეს იმას გამოიწვევს, რომ მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასები ...

Read More »

ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს

2022 წლის  6 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  93.39 (+0.01)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  87.77 (+ 2.89)  დოლარი/ბარელზე.  

Read More »

Boeing-მა და Airbus-მა დაადასტურეს უზბეკეთის GTL სინთეზური ნავთის, როგორც საავიაციო საწვავის კომპონენტის გამოყენების შესაძლებლობა

მსოფლიოს უდიდესმა თვითმფრინავების მწარმოებელმა კომპანიებმა, ამერიკულმა Boeing-მა და ფრანგულმა Airbus-მა დაადასტურეს უზბეკეთის GTL ქარხანაში წარმოებული სინთეზური GTL საავიაციო ნავთის გამოყენების შესაძლებლობა, როგორც Jet A-1 საავიაციო საწვავის კომპონენტი. ამის შესახებ ინფორმაციას უზბეკეთის ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. 2022 წლის 23 სექტემბერს Boeing-მა ოფიციალურად დაადასტურა Uzbekistan GTL-ს ქარხანაში წარმოებული GTL ნავთის გამოყენების შესაძლებლობა ბუხარას გადამამუშავებელ ქარხანაში წარმოებული ტრადიციული Jet A-1 საავიაციო საწვავთან ერთად. ...

Read More »

აშშ ვენესუელას სანქციებს უმსუბუქებს, ნავთობკომპანიები მუშაობას განაახლებენ

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ვენესუელასთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციების შეამსუბუქებს და ამერიკულ ნავთობკომპანიებს ქვეყანაში მუშაობის განახლების უფლებას მისცემს. ინფორმაციას ამის შესახებ Wall Street Journal ავრცელებს. თავის მხრივ სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ მადუროს მთავრობამ ოპოზიციასთან მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების ყველა დემოკრატიული სტანდარტით ჩატარების თაობაზე მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს. გარდა ამისა შეთანხმება აშშ-ს მიერ ვენესუელას გაყინული ფინანსური რეზერვების ნაწილის გათავისუფლებას ითვალისწინებს, რაც ქვეყანას ჰუმანიტარული კატასტროფის მასშტაბის შემცირებაში უნდა ...

Read More »

ჯო ბაიდენი იმედგაცრუებულია ნავთობის მოპოვების კვოტების შემცირების შესახებ OPEC+-ის წინდაუხედავი გადაწყვეტილებით

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი იმედგაცრუებულია ნავთობის მოპოვების კვოტების შემცირების შესახებ OPEC+-ის წინდაუხედავი გადაწყვეტილებით. ამის შესახებ თეთრ სახლში განაცხადეს. „პრეზიდენტი იმედგაცრუებულია ნავთობის მოპოვების კვოტების შემცირების შესახებ OPEC+-ის წინდაუხედავი გადაწყვეტილებით. ეს ხდება მაშინ, როდესაც გლობალური ეკონომიკა პუტინის უკრაინაში შეჭრის უარყოფით გავლენას უმკლავდება“, – აღნიშნეს თეთრ სახლში. თეთრ სახლში ასევე განაცხადეს, რომ ჯო ბაიდენი გააგრძელებს იმის შეფასებას, გამოათავისუფლოს თუ არა ნავთობის სტრატეგიული მარაგები ფასების შესამცირებლად. ...

Read More »

რუსეთი ნავთობს არ მიაწოდებს ქვეყნებს, რომლებიც ფასის ზღვარს დააწესებენ

რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთი ნავთობს არ მიაწოდებს ქვეყნებს, რომლებიც შეზღუდვებს დააწესებენ რუსული საწვავის ღირებულებაზე, რადგან ეს შეუსაბამოა. „ჩვენთვის შეუსაბამოა ასეთი ინსტრუმენტის დანერგვით  მოვამარაგოთ ის მომხმარებლები, რომლებიც გამოიყენებენ ფასების შეზღუდვას. ნავთობს მივაწოდებთ მხოლოდ მათ, ვინც უზრუნველყოფს საბაზრო ფასების მექანიზმებს“, – განაცხადა მან. ნოვაკის თქმით, რუსეთი ეწინააღმდეგება ასეთ არასაბაზრო ინსტრუმენტებს, რადგან ისინი სერიოზულ ზიანს აყენებენ ენერგეტიკულ ბაზარს, რაც ...

Read More »

ნავთობის ფასი ზარდას განაგრძობს

2022 წლის 5 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  91.80 (+  2.94)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  86.51  (+ 2.89)  დოლარი/ბარელზე.

Read More »