კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, საქართველოში საწვავის გაიაფება აგვისტოს დასაწყისიდანაა მოსალოდნელი. მისი განმარტებით, მაისის ბოლოსა და ივნისის დასაწყისში საერთაშორისო ბაზარზე საკმაოდ მაღალი ფასები იყო, რისი გავლენაცაა საქართველოში საწვავის ბაზარზე დღევანდელი ფასწარმოქმნა. „მსოფლიო ბაზარზე არსებული ვითარებიდან და ფასებიდან გამომდინარე, ასევე ლარის კურსის დინამიკის გათვალისწინებით, რომელიც გამყარების ტენდენციას აჩვენებს, ჩვენი მოლოდინია, რომ აგვისტოს დასაწყისიდან საქართველოში გარკვეულწილად შემცირების ტენდენცია საცალო ფასებზეც უნდა აისახოს. ...
Read More »