Tag Archives: #გაზი

ევროკავშირი გაზის იმპორტზე 11 მლრდ ევროს ზოგავს

განახლებადმა ენერგიამ ევროკავშირს საშუალება მისცა, თავიდან აიცილოს 99 მილიარდი ევრო ბუნებრივი აირის იმპორტი, რაც 11 მილიარდი ევროთი მეტია გასულ წელთან შედარებით და ეს ყველაფერი ქარისა და მზის ენერგიის რეკორდული ზრდის წყალობით. ამას მოწმობს ანალიტიკური ცენტრების E3G-ისა და Ember-ის მიერ ჩატარებული კვლევა, წერს Euractiv. unian.net-ის ინფორმაციით, ახალი ანგარიშის თანახმად, 2022 წლის მარტიდან ევროკავშირმა ენერგიის მეოთხედი მზისა და ქარისგან გამოიმუშავა, რაც თავიდან ...

Read More »

პოლონეთის პრემიერი: თეორიულად იაფი რუსული გაზი გერმანიის ეკონომიკისთვის კურთხევა უნდა ყოფილიყო, თუმცა მთელი ევროპისთვის წყევლა გახდა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ მკაცრად გააკრიტიკა გერმანია ენერგეტიკის სფეროში მისი წინა პოლიტიკის გამო. „ეს თეორიულად იაფი რუსული გაზი გერმანიის ეკონომიკისთვის კურთხევა უნდა ყოფილიყო, თუმცა მთელი ევროპისთვის წყევლა გახდა“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა. მატეუშ მორავეცკის თქმით, ახლა ყველა ქვეყანას შეუძლია დაინახოს ამ პოლიტიკის შედეგები. „ისინი ხედავენ გერმანული პოლიტიკის, გერმანულ-რუსული პოლიტიკის ფიასკოს“, – აღნიშნა პოლონეთის პრემიერმა.

Read More »

ბუნებრივი გაზის ტარიფების მატება მოსალოდნელი არ არის

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) ეხმიანება  “მთავარი არხის“  ეთერში გასულ  ცრუ ინფორმაციას  დეკემბერში ბუნებრივი გაზის ტარიფების გაძვირებასთან დაკავშირებით.  “მთავარი არხის“  მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს „სემეკის ხელმძღვანელი ტარიფის ზრდას არ გამორიცხავს“ არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას. მიმდინარე წლის ივლისიდან სემეკში მიმდინარეობს გეგმური საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიებისათვის ტარიფის დადგენასთან დაკავშირებით.  იქიდან გამომდინარე, რომ კანონმდებლობით ...

Read More »

ვიქტორ ორბანი – მეუბნებიან, რომ რუსული გაზი ცუდია, მაგრამ არავინ მეუბნება, როგორ ჩავანაცვლო ის

მეუბნებიან, რომ რუსული გაზი ცუდია, მაგრამ არავინ მეუბნება, როგორ ჩავანაცვლო ის, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა. „მეუბნებიან რუსული გაზი ცუდიაო. მეუბნებიან, რომ ყიდვა უნდა შევწყვიტოთ, მაგრამ არავინ გვეუბნება, როგორ შევცვალოთ რუსული გაზი. ხუთ წელიწადში კი არა, ხვალ. ჩვენ უნდა ვმართოთ ჩვენი ეკონომიკა, ეს ასე მარტივია“, – დაწერა უნგრეთის მთავრობის მეთაურმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“. პარალელურად, ვიქტორ ორბანი „ფეისბუქში“ დაწერა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ...

Read More »

„გამათბობლები, რომელიც პირდაპირ იწვევს სიკვდილს“ – სალომე ვარდიაშვილი

ზამთრის სეზონის მოსახლეობასა და „მკვლელი  გამათბობლების“ პრობლემაზე ენერგოომბუდსმენმა  სალომე ვარდიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში მწარე რეალობას ჯერ კიდევ ვხვდებით, რომელიც დაკავშირებულია „მკვლელ“ და დიდი საფრთხის შემცველ გამათბობლებთან. ჯერ კიდევ არის როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონული ქალაქების მასშტაბით ის რისკი, რომ შესაძლოა, გაზის დანადგარები არასწორად იყოს განთავსებული საცხოვრებელ ფართში ან ისეთი დანადგარები იყოს, რომელიც იქ არ უნდა არსებობდეს ან კუსტარულად დამონტაჟებული იყოს, ქსელი არასწორად იყოს ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი შემცირებას აგრძელებს

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი შემცირდა. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის სექტემბრის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 2%-ით შემცირდა და 1000 კუბურ მეტრზე 1 118 დოლარი შეადგინა. 2000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 26 ივლისს ასცდა, როდესაც „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Nord Stream-ის გაზსადენზე მდებარე პორტოვაიას სადგურზე Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინა იყო გაჩერებული. 27 ივლისს Nord Stream-ით გადასატანი გაზის ...

Read More »

ურსულა ფონ დერ ლაიენი: 8 თვეში ევროკავშირმა რუსული გაზის ორი მესამედის ჩანაცვლება შეძლო

ევროკომისიის ხელმძღვანელის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, 8 თვეში ევროკავშირმა რუსული გაზის ორი მესამედის ჩანაცვლება შეძლო. ამის შესახებ მან სტრასბურგში, ევროპარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „გაზაფხულზე ვვარაუდობდით, რომ რუსულ გაზზე უარის თქმას 7 წელი დასჭირდებოდა. დღეისათვის ფაქტები ასეთია; ჩვენ დაგვჭირდა მხოლოდ რვა თვე, რათა რუსული გაზის ორი მესამედი ჩაგვენაცვლებინა. ძალიან დავაჩქარეთ მოწოდების სხვა წყაროებზე გადასვლა, თუმცა ამისთვის მაღალი ფასი გადავიხადეთ“, – ...

Read More »
ერდოღანის ბრძანებით ბოსფორისა და დარდანელის სტურეები რუსული გემებისთვის დაიხურა

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – თურქეთი ბუნებრივი აირის ჰაბი იქნება

თურქეთი ბუნებრივი აირის ჰაბი იქნება, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. „ახლა ევროპა ცდილობს, იპოვოს, საიდან მიიღებს ბუნებრივ აირს. თურქეთს ასეთი პრობლემა არ აქვს. ახლა თურქეთი ბუნებრივი აირის ჰაბი იქნება. ჩვენი ბოლო შეხვედრისას ბატონ პუტინთან შევთანხმდით ამ საკითხზე და შევქმნით აქ ჰაბს რუსეთიდან მიღებული გაზით და როგორც მან თავად თქვა, ევროპას შეეძლება გაზის მიღება თურქეთიდან“, – განაცხადა ერდოღანმა. ახალი ჰაბის შექმნის იდეა რუსეთის პრეზიდენტმა, ...

Read More »

ევროკავშირი რუსეთის გაზზე დამოკიდებულებას მოსალოდნელზე ბევრად უფრო სწრაფად ამცირებს

ევროპის კავშირი რუსეთის გაზზე დამოკიდებულებას ბევრად უფრო სწრაფად ამცირებს, ვიდრე მოსალოდნელი იყო. რვა თვის განმავლობაში ევროკავშირმა მოახერხა რუსეთის გაზის ორი მესამედის შემცვლელის პოვნა. ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა სტრასბურგში, ევროპის პარლამენტში გამოსვლისას. მისი სიტყვებით, ჯერ კიდევ გაზაფხულზე ევროკავშირში მიაჩნდათ, რომ რუსეთის გაზზე უარის თქმას რვა წელი დასჭირდებოდა. ევროკავშირმა მოახერხა დაეჩქარებინა გაზის სხვა, არარუსულ მიმწოდებლებზე გადასვლა, მაგრამ ...

Read More »

ყაზახ-საგურამოს მაგისტრალურ გაზსადენზე რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა

ყაზახ-საგურამოს 1000მმ მ/გ- ზე რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” ყაზახ-საგურამოს 1000მმ მაგისტრალურ გაზსადენზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დაასრულა. რეაბილიტაციის ფარგლებში, გამოვლენილი გაჟონვების ლიკვიდაციის მიზნით, აღნიშნული მაგისტრალის 61,5-43,4 კილომეტრებს შორის არსებული დაზიანებული მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები განხორციელდა, შეკეთდა დაზიანებული კოროზიული მონაკვეთები და დაიხურა კოროზიული ხვრელები. ასევე აღდგა მილსადენის ანტიკოროზიული და საიზოლაციო საფარი. რეაბილიტაცია შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ...

Read More »