Tag Archives: #წყალბადი

BP აბერდინის წყალბადის ქალაქის პარტნიორი გახდა

ნავთობისა და გაზის გიგანტი BP ბრიტანულ ქალაქ აბერდინის წყალბადის ამბიციების კომერციული პარტნიორი გახდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. აბერდინი მთავარი საზღვაო, ნავთობსამრეწველო და თევზსარეწი პორტი და სიდიდით მესამე ქალაქია შოტლანდიაში. უკვე კეთდება პროგნოზები, რომ თუკი ქალაქი წყალბადის ენერგიის წამყვანი ცენტრი გახდება, 10 წლის განმავლობაში ასობით სამუშაო ადგილი შეიქმნება. აბერდინის საკრებულოს ქალაქის განვითარებისა და რესურსების კომიტეტმა BP-ისთან პარტნიორობას მხარი დაუჭირა. ქალაქს უკვე ჰყავს ...

Read More »

ჩინეთში წყალბადის ელექტროლიზის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი დანადგარი ამოქმედდა

ენერგოგიგანტის, Shell-ის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ჩინეთში 20 მეგავატი სიმძლავრის მქონე წყალბადის ელექტროლიზის მსოფლიოში ერთ-ერთმა უდიდესმა დანადგარმა დაიწყო ფუნქციონირება. ჩინეთში, ჰებეის პროვინციაში მდებარე დანადგარი ზამთრის ოლიმპიური თამაშების დროს საწვავზე მომუშავე ავტომობილებს მწვანე წყალბადით მოამარაგებს. ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ კი ის უკვე კომერციული და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის იფუნქციონირებს. Shell-ის განახლებადი ენერგიისა და ენერგეტიკული გადაწყვეტების დირექტორის განცხადებით, წყალბადის ელექტროლიზის აპარატი დღემდე არსებულთა შორის ...

Read More »

Masdar-ი მწვანე წყალბადის ჰაბის შექმნას გეგმავს

აბუ-დაბის განახლებადი ენერგიის ჯგუფი Masdar-ი, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მწვანე წყალბადის მწარმოებელი ქარხნის შექმნას გეგმავს. Masdar-ი მწვანე წყალბადის პროექტს ფრანგ პარტნიორებთან, Engie-თან და Fertiglobe-თან ერთად განახორციელებს. კომპანიამ შეთანხმება TotalEnergies-ისა და Siemens-თანაც გააფორმა, რომელიც მწვანე წყალბადის გამოყენებით საავიაციო საწვავის წარმოებას ითვალისწინებს. ორგანიზაციებს შორის დადებული გარიგება, 2025 წლისთვის, აბუ-დაბიში, კერძოდ ალ-რუვეისში, მწვანე წყალბადის მწარმოებელი ობიექტის შექმნას ისახავს მიზნად. Fertiglobe-ი წყალბადის ერთადერთი გრძელვადიანი მომხმარებელი ...

Read More »

ატლანტის ოკეანის გასწვრივ წყალბადზე მომუშავე თვითმფრინავი ფრენას განახორციელებს

ატლანტის ოკეანის გასწვრივ, ნულოვანი ნახშირბადის ფრენების განსახორციელებლად, თხევად წყალბადზე მომუშავე თვითმფრინავი იქმნება. FlyZero რანფილდში, ბედფორდშირში მთავრობის მიერ  მხარდაჭერილი პროექტია, რომელსაც საჰაერო კოსმოსური ტექნოლოგიების ინსტიტუტი (ATI) ხელმძღვანელობს. FlyZero-ს თხევად წყალბადზე მომუშავე თვითმფრინავი 279 მგზავრზეა გათვლილი და იგივე სიჩქარით მოძრაობს, როგორითაც დღევანდელი ავიახაზები. პროექტის დირექტორმა ახალ თვითმფრინავს უკვე უწოდა „ავიაციის ახალი გარიჟრაჟი“. იმედოვნებენ, რომ თვითმფრინავი ლონდონიდან სან-ფრანცისკოში გაჩერების გარეშე გაფრინდება, ან ლონდონიდან ...

Read More »

ევროპაში მწვანე წყალბადის უდიდესი პროექტი იგეგმება

გეგმის მიხედვით, Iberdrola-სა და H2 Green Steel-ის მწვანე წყალბადს, ყოველწლიურად დაახლოებით 2 მილიონი ტონა პირდაპირაღდგენილი რკინის (ღრუბლოვანი რკინა) მისაღებად, შემდგომ კი უკვე ფოლადის საწარმოებლად გამოიყენებენ. აღსანიშნავია პროექტის მასშტაბიც, რომელიც ახალი გეგმით 1 გიგავატს მიაღწევს. ენერგეტიკის სააგენტოს მონაცემებით, 2020 წელს, გლობალურად დამონტაჟებული ელექტროლიზატორის სიმძლავრე მხოლოდ 0,3 გვტ-ს შეადგენდა. Iberdrola-სა და H2 Green Steel-ი ერთობლივ პროექტს იბერიის ნახევარკუნძულზე განახორციელებენ, ზუსტი ადგილმდებარეობა ჯერჯერობით ...

Read More »

ბელგიელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს მზის პანელი, რომელიც წყალბადს გამოიმუშავებს

KUL-ის ბიოინჟინერიის ფაკულტეტის ქიმიის პროფესორის, იოჰან მარტენსის გუნდი ათი წელია მუშაობს სპეციალური მზის პანელის შემუშავებაზე. მისი პრინციპია წყალბადის წარმოება ჰაერში არსებული წყლის ორთქლიდან. პროფესორის გათვლებით, ოცი პანელით შეძლებს წლის ნებისმიერ დროს, ერთი ოჯახის ელექტროენერგიითა და გათბობით უზრუნველყოფას . წყალბადის წარმოების კლასიკური “რეცეპტი” მოითხოვს წყალსა და ელექტროენერგიას. ბოლო წლების ერთ-ერთ გამოწვევას წყალბადის განახლებადი წყაროებიდან წარმოება  წარმოადგენდა. სწორედ ამაში მდგომარეობს მოცემული გამოგონების დიდი ...

Read More »

ახლო აღმოსავლეთი წყალბადის ენერგიაში $44 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს

S&P Global Platts Analytics–ის  უახლესი მონაცემების მიხედვით, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში დაგეგმილი წყალბადის პროექტების სავარაუდო ღირებულება $44 მილიარდს გაუტოლდება, აქედან დაახლოებით $35 მილიარდის ღირებულების პროექტები უკვე 2030 წლიდან ამოქმედდება. ანგარიშის მიხედვით, ახლო აღმოსავლეთი შესაძლოა, გლობალური „წყალბადის ენერგიის კერად“ იქცეს. კვლევის მიხედვით, მეთანის ორთქლის გარდაქმნა (SMR) ნახშირბადის „დაჭერით“ გაცილებით იაფია ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, ვიდრე ავსტრალიასა და ნიდერლანდებში. თუმცა აღსანიშნავია, რომ SMR  მომავლის ...

Read More »

სინგაპური Airbus–სთან ერთად ავიაციაში წყალბადის გამოყენებას შეისწავლის

სინგაპურის ავიაციის მარეგულირებელმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ისინი Airbus-სთან თანამშრომლობით შეეცდებიან, შეისწავლონ წყალბადის პოტენციური გამოყენება თვითმფრინავების ოპერაციებში, როგორც ამას მდგრადი ავიაციის შესახებ გლობალური შეთანხმება ითვალისწინებს. შეთანხმება მოიცავს ალტერნატიული საავიაციო საწვავის ძიებას, წარმოებასა და მიწოდებას, ასევე ეკონომიკურ პირობებსა და მარეგულირებელი გარემოს გაუმჯობესებას, რათა ხელი შეუწყოს ,,მწვანე ავიაციაზე“ გადასვლის პროცესს. პროექტის პირველი ეტაპი აეროპორტის ჰაბის ტექნიკურ–ეკონომიკურ შესწავლას და ინფრასტრუქტურული მოთხოვნების ჩამოყალიბებას მოიცავს, რათა ...

Read More »

ავსტრალიური კომპანია არგენტინაში წყალბადის წარმოებაში 8 მლრდ დოლარს ჩადებს

ავსტრალიური კომპანია Fortescue Future Industries-ი არგენტინის პროვინცია რიო-ნეგროში „მწვანე“ წყალბადის წარმოებაში 8 მლრდ დოლარზე მეტის ინვესტირებას გეგმავს. ამის შესახებ ამ კომპანიის ლათინური ამერიკის განყოფილების წარმომადგენელმა აგუსტინ პიჩოტმა არგენტინის პრეზიდენტ ალბერტო ფერნანდესსა და კომპანიის ხელმძრავენლობას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც არგენტინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, „Fortescue-მ უკვე დაიწყო რეგიონის გეოლოგიური დაზვერვა, რათა დაიწყოს წყალბადის სამრეწველო წარმოება, რისთვისაც დაიხარჯება ...

Read More »

Saudi Aramco განახლებადი წყალბადისა და ამიაკის წარმოებით დაკავდება

საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობისა და გაზის კომპანია Saudi Aramco განიხილავს ინვესტირებას პროექტებში, რომლებიც მას 2050 წლისთვის სათბურის გაზების ნულოვანი გამოყოფის მიღწევაში დაეხმარება. კერძოდ, საუბარია „მწვანე“ წყალბადისა და ამიაკის წარმოებაზე. თავისი გეგმების განსახორციელებლად Saudi Aramco რიგ კომპანიებთან ურთიერთგაგების მემორანდუმებს მოაწერა ხელი. ასე, კომპანია Modern Industrial Investment-თან ერთად შეიმუშავებს პროექტებს, რომელთა მიზანი “მწვანე” წყალბადისა და ამიაკის წარმოებაა. სხვა კომპანიებთან შეთანხმების შესაბამისად, Aramco ...

Read More »