Tag Archives: ირაკლი ღარიბაშვილი

აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკი საქართველოში შემოდის

აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკი საქართველოში შემოდის

საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკი პროექტების განხორციელებას დაიწყებს,- ეს განცხადება ბანკის პრეზიდენტმა ლიცუნ ძიმ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, ორჯერ იმყოფებოდა საქართველოში, რომელმაც ბოლო პერიოდში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკი სატრანსპორტო, საგზაო და ენერგეტიკული სექტორით ინტერესდება. ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, დღეს საქართველოს მთავრობის მეთაური აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა. მხარეებმა ...

Read More »
საქართველოს როლი ახალი აბრეშუმის გზის პროექტში

საქართველოს როლი ახალი აბრეშუმის გზის პროექტში

საქართველოს მთავრობის მეთაურმა დღეს მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში, სადაც ახალი აბრეშუმის გზის კონცეფცია განიხილებოდა. საქართველომ დაამტკიცა, რომ ვართ სანდო სატრანზიტო ქვეყანა, საქართველოს ეკონომიკა ვითარდება, ჩვენ ვაშენებთ და ვაძლიერებთ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, უზრუნველყოფილია ბიზნესისა და მედიის თავისუფლება,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დალიანის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიაზე – „თანამედროვე აბრეშუმის გზა” განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, საქართველო მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ახალი აბრეშუმის გზის იდეას. ...

Read More »
ჩინური ინვესტიციით შესაძლოა საქართველოს საგზაო მაგისტრალის მილიარდიანი პროექტი დაფინანსდეს

ჩინური ინვესტიციით შესაძლოა საქართველოს საგზაო მაგისტრალის პროექტი დაფინანსდეს

ჩინური ინვესტიციით ერთ-ერთმა უმსხვილესმა კომპანიამ “Zhuhai Da Heng Qin Company Limited” შესაძლოა საქართველოში ახალი საგზაო მაგისტრალის პროექტი დაიწყოს, რომლის საინვესტიციო ღირებულება მილიარდ დოლარს აღემატება , – ჩინეთში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს კომპანიის ხელმძღვანელებს შეხვდა. პროექტზე იმუშავებს მსოფლიო ათეულში მყოფი სამშენებლო კომპანია და ჩინეთის განვითარების ბანკი, რომელიც აფინანსებს ჩინეთის ინფრასტრუქტურული მშენებლობების უდიდეს ნაწილს. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ორ კვირაში თბილისს სპეციალისტებით ...

Read More »
ხუდონჰესის გამომუშავებული ენერგია მთელი წელი საქართველოში დარჩება

ხუდონჰესის გამომუშავებული ენერგია მთელი წელი საქართველოში დარჩება

ხუდონჰესის პროექტთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის შენიშვნები არსებობს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შენიშვნა იყო ის, რომ ინვესტორ კომპანიას გამომუშავებული ენერგიის საქართველოში დატოვების მხოლოდ 3 თვიანი ვალდებულება ჰქონდა. თუმცა ცვლილებების პაკეტის საფუძველზე ივნესტორი იღებს ვალდებულებას, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გამომუშავებული ენერგიის საქართველოს ენეერგეტიკაში დატოვებას გულისხმობს “ხუდონჰესის” პროექტში ცვლილება შედის. თუ ინვესტორი აქამდე ვალდებული იყო, გამომუშავებული ელექტროენერგია 3 თვის განმავლობაში საქართველოში დაეტოვებინა, ცვლილების შემდეგ მოუწევს, ...

Read More »
თბილისის ზღვასთან ეკოლოგიურად სუფთა ქალაქი გაშენდება

თბილისის ზღვასთან ეკოლოგიურად სუფთა ქალაქი გაშენდება

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, 200-250 ჰექტარ მიწის ფართობზე, ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალებით აგებული ინფრასტრუქტურული ობიექტების, საცხოვრებელი ვილების, კოტეჯებისა და ბინების მშენებლობა იგეგმება. “ეკო გრინ სითის” პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო. მთავრობის მეთაური, ეკონომიკის მინისტრთან და თბილისის მერთან ერთად, დღეს აკვაპარკ “ჯინო ფერედაისს” ეწვია. “ჯინო ფერედაისის” დამფუძნებელმა ნოდარ გიორგაძემ პრემიერ-მინისტრს აკვაპარკის ტერიტორია დაათვალიერებინა და “ეკო გრინ სითის” პროექტი წარუდგინა. “„ჯინო ფერედაისი“ ...

Read More »
"ნენსკრაჰესის" განვითარება 2010 წელს დაიწყო მაგრამ ეს აღმოჩნდა მოჩვენებითი დაწყება

“ნენსკრაჰესის” განვითარება 2010 წელს დაიწყო, მაგრამ ეს აღმოჩნდა მოჩვენებითი დაწყება

“ნენსკრაჰესის საიმპლემენტაციო ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. სიტყვით გამოსვლის დროს პრემიერმა ნენსრაჰესის შესახებ სხვადასხვა საკიტხებზე გაამახვილა ყურადღება. ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მოქმედი მთავრობის დროს პროექტის განვითარებისთვის აუცილებელი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში წარიმართა. “ეს გახლავთ ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის საიმპლემენტაციო ხელშეკრულებათა პაკეტი, რომელსაც ხელს აწერენ საპარტნიორო ფონდი, კორეული კომპანია K-Water-ი, საქართველოს მთავრობა, ,,ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი” და ,,საქართველოს სახელმწიფო ...

Read More »
"ნენსკრაჰესი" ზამთრის თვეებში იმპორტირებული ელექტროენერგიის ჩანაცვლებას უზრუნველყოფს

“ნენსკრაჰესი” ზამთრის თვეებში იმპორტირებული ელექტროენერგიის ჩანაცვლებას უზრუნველყოფს

დღეს ხელი მოეწერა ჰიდროელექტროსადგურ ნენესკრას საიმპლემენტაციო ხელშეკრულებათა პაკეტს. პაკეტი აერთიანებს პროექტის საიმპელემტაციო ხელშეკრულებას, ელექტროენერგიის შესყიდვის ხელშეკრულებას და პროექტთან დაკავშირებულ სხვა თანადართულ ხელშეკრულებებს. 280 მგვტ სიმძლავრის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურს საპარტნიორო ფონდი კორეულ კომპანია K-Water-თან ერთად სვანეთში მდ. ენგურის შენაკადზე აშენებს, რომლის პოტენციური წლიური გამომუშავება 1.2 მლრდ კვტ.სთ იქნება. “ნენსკრაჰესის” ხელმოწერის ცერომონიალს დაესწრო და სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, “ნენსკრაჰესის” პროექტს ...

Read More »

ვისთვის მოხდება ტარიფების სუბსიდირება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რათა სემეკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, სოციალურად დაუცველ ფენას მძიმე ტვირთად არ დააწვეს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ტარიფების სუბსიდირებისთვის ბიუჯეტიდან დამატებით 20 მილიონი ლარი გამოიყოფა. “მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რომ სემეკის გადაწყვეტილება მძიმე ტვირთად არ დააწვეს, პირველ რიგში, სოციალურად დაუცველ ჩვენ მოსახლეობას. ჩემი დავალებით მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა დაამუშავა სუბსიდირების ...

Read More »
თუ ტარიფი დაკორექტირდება მთავრობა ყველაფერს გააკეთებს მოსახლეობისთვის ტვირთის შესამსუბუქებლად

თუ ტარიფი დაკორექტირდება მთავრობა ყველაფერს გააკეთებს მოსახლეობისთვის ტვირთის შესამსუბუქებლად

დღეს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია სამომხმარებლო ტარიფების კორექტირების საკითხს განიხილავს. ამ საკითხს მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ მინისტრი, მისი განცხადებიტ იმ შემტხვევაში თუ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი დაკორექტირდება მთავრობა ყველა ღონეს იხმარებს, რომ მოსახლეობას ტვირთი შეუმსუბუქოს თუკი ტარიფი დაკორექტირდება და აიწევს, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა მოსახლეობას ტვირთი შეუმსუბუქოს, აუცილებლად იქნება სუბსიდირება სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის, მათთვის, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი დახმარება,–განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ...

Read More »
წინა ხელისუფლების დროს მოსახლეობა ელექტროენერგიაზე იმაზე მეტს იხდიდა ვიდრე რეალური იყო

წინა ხელისუფლების დროს მოსახლეობა ელექტროენერგიაზე იმაზე მეტს იხდიდა ვიდრე რეალური იყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ზარალი, რომელიც თბოელექტროკომპანიებს ლარის გაუფასურების გამო მიადგათ, გაიქვითება იმ ზედმეტ მოგებაში , რომელიც მათ წლების განმავლობაში მოსახლეობისთვის დაწესებული მაღალი ტარიფის შედეგად მიიღეს. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. მისივე შეფასებით, წინა ხელისუფლების დროს მოსახლეობა ელექტროენერგიაზე იმაზე მაღალ გადასახადს იხდიდა, ვიდრე რეალური ფასი იყო. “ჩვენ ვართ სოციალურად ორიენტირებული ხელისუფლება და ეს საქმით დავამტკიცეთ – 3 ...

Read More »