"ნენსკრაჰესი" ზამთრის თვეებში იმპორტირებული ელექტროენერგიის ჩანაცვლებას უზრუნველყოფს
საქართველოს პრემიერ მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი

“ნენსკრაჰესი” ზამთრის თვეებში იმპორტირებული ელექტროენერგიის ჩანაცვლებას უზრუნველყოფს

დღეს ხელი მოეწერა ჰიდროელექტროსადგურ ნენესკრას საიმპლემენტაციო ხელშეკრულებათა პაკეტს. პაკეტი აერთიანებს პროექტის საიმპელემტაციო ხელშეკრულებას, ელექტროენერგიის შესყიდვის ხელშეკრულებას და პროექტთან დაკავშირებულ სხვა თანადართულ ხელშეკრულებებს.

280 მგვტ სიმძლავრის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურს საპარტნიორო ფონდი კორეულ კომპანია K-Water-თან ერთად სვანეთში მდ. ენგურის შენაკადზე აშენებს, რომლის პოტენციური წლიური გამომუშავება 1.2 მლრდ კვტ.სთ იქნება.

“ნენსკრაჰესის” ხელმოწერის ცერომონიალს დაესწრო და სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, “ნენსკრაჰესის” პროექტს საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. როგორც ღარიბაშვილმა ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული ხელმოწერის ცერემონიალზე განაცხადა, “ნენსკრაჰესის” განხორციელებით დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად აშენდება ასეთი მასშტაბის ჰიდროელექტროსადგური. ღარიბაშვილმა, ასევე, ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ “ნენსკრაჰესი” ზამთრის პერიოდში პიკზე შემოტანილი ელექტროენერგიის იმპორტის ჩანაცვლებას უზრუნველყოფს.

პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმპორტირებული ელექტროენერგიის ჩანაცვლების თვალსაზრისით.

“ნენსკრაჰესის” პროექტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. ჰესი ისეა დაპროექტებული, რომ უზრუნველყოს ზამთრის თვეებში იმპორტირებული ელექტროენერგიის ჩანაცვლება. ეს დიდად გააუმჯობესებს ჩვენი ქვეყნის ენერგოსისტემის მდგრადობას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჰესის მშენებლობა ემყარება Build-Operate-Transfer (BOT) სტრუქტურას, რომლის თანახმადაც ინვესტორი ვალდებულია ააშენოს ჰიდროელექტროსადგური, ოპერირება გაუწიოს მას 35 წლის განმავლობაში და შემდეგ უსასყიდლოდ გადასცეს საკუთრებაში საქართველოს სახელმწიფოს. “ნენსკრაჰესი” იქნება საქართველოში პირველი პროექტი, რომელიც განხორციელდება ამ მოდელით და საბოლოოდ სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩება”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

Leave a Reply