Tag Archives: #აირი

ურსულა ფონ დერ ლაიენი: 8 თვეში ევროკავშირმა რუსული გაზის ორი მესამედის ჩანაცვლება შეძლო

ევროკომისიის ხელმძღვანელის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, 8 თვეში ევროკავშირმა რუსული გაზის ორი მესამედის ჩანაცვლება შეძლო. ამის შესახებ მან სტრასბურგში, ევროპარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „გაზაფხულზე ვვარაუდობდით, რომ რუსულ გაზზე უარის თქმას 7 წელი დასჭირდებოდა. დღეისათვის ფაქტები ასეთია; ჩვენ დაგვჭირდა მხოლოდ რვა თვე, რათა რუსული გაზის ორი მესამედი ჩაგვენაცვლებინა. ძალიან დავაჩქარეთ მოწოდების სხვა წყაროებზე გადასვლა, თუმცა ამისთვის მაღალი ფასი გადავიხადეთ“, – ...

Read More »
ერდოღანის ბრძანებით ბოსფორისა და დარდანელის სტურეები რუსული გემებისთვის დაიხურა

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – თურქეთი ბუნებრივი აირის ჰაბი იქნება

თურქეთი ბუნებრივი აირის ჰაბი იქნება, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. „ახლა ევროპა ცდილობს, იპოვოს, საიდან მიიღებს ბუნებრივ აირს. თურქეთს ასეთი პრობლემა არ აქვს. ახლა თურქეთი ბუნებრივი აირის ჰაბი იქნება. ჩვენი ბოლო შეხვედრისას ბატონ პუტინთან შევთანხმდით ამ საკითხზე და შევქმნით აქ ჰაბს რუსეთიდან მიღებული გაზით და როგორც მან თავად თქვა, ევროპას შეეძლება გაზის მიღება თურქეთიდან“, – განაცხადა ერდოღანმა. ახალი ჰაბის შექმნის იდეა რუსეთის პრეზიდენტმა, ...

Read More »

ევროკავშირი რუსეთის გაზზე დამოკიდებულებას მოსალოდნელზე ბევრად უფრო სწრაფად ამცირებს

ევროპის კავშირი რუსეთის გაზზე დამოკიდებულებას ბევრად უფრო სწრაფად ამცირებს, ვიდრე მოსალოდნელი იყო. რვა თვის განმავლობაში ევროკავშირმა მოახერხა რუსეთის გაზის ორი მესამედის შემცვლელის პოვნა. ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა სტრასბურგში, ევროპის პარლამენტში გამოსვლისას. მისი სიტყვებით, ჯერ კიდევ გაზაფხულზე ევროკავშირში მიაჩნდათ, რომ რუსეთის გაზზე უარის თქმას რვა წელი დასჭირდებოდა. ევროკავშირმა მოახერხა დაეჩქარებინა გაზის სხვა, არარუსულ მიმწოდებლებზე გადასვლა, მაგრამ ...

Read More »

ყაზახ-საგურამოს მაგისტრალურ გაზსადენზე რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა

ყაზახ-საგურამოს 1000მმ მ/გ- ზე რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” ყაზახ-საგურამოს 1000მმ მაგისტრალურ გაზსადენზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დაასრულა. რეაბილიტაციის ფარგლებში, გამოვლენილი გაჟონვების ლიკვიდაციის მიზნით, აღნიშნული მაგისტრალის 61,5-43,4 კილომეტრებს შორის არსებული დაზიანებული მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები განხორციელდა, შეკეთდა დაზიანებული კოროზიული მონაკვეთები და დაიხურა კოროზიული ხვრელები. ასევე აღდგა მილსადენის ანტიკოროზიული და საიზოლაციო საფარი. რეაბილიტაცია შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი $1 200-მდე შემცირდა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი შემცირდა. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის სექტემბრის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 7%-ით შემცირდა და 1000 კუბურ მეტრზე 1 202 დოლარი შეადგინა. 2000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 26 ივლისს ასცდა, როდესაც „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Nord Stream-ის გაზსადენზე მდებარე პორტოვაიას სადგურზე Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინა იყო გაჩერებული. 27 ივლისს Nord Stream-ით გადასატანი გაზის ...

Read More »

ევროკავშირი გაზზე ზღვრული ფასების დაწესებაზე უარს ამბობს

ევროკავშირი არ დააწესებს გაზზე (მათ შორის რუსულ ნედლეულზე) ფასების ზედა ზღვარს. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg დოკუმენტის პროექტზე დაყრდნობით წერს. ევროკომისია 18 ოქტომბერს ენერგომატარებლებზე ფასების მკვეთრ ზრდასთან ბრძოლის ახალ ზომებს წარადგენს. ევროპის ქვეყნებმა გადაწყვიტეს, თავი შეიკავონ „გაზის ფასების დაუყოვნებელი შეზღუდვისგან“. ისინი შიშობენ, რომ ეს კიდევ უფრო გაართულებს ენერგოსექტორში შექმნილ პრობლემებს. ევროკავშირს გათხევადებული ბუნებრივი გაზის ინდექსის შემოღება სურს, რაც უკეთ ასახავს ენერგეტიკულ ...

Read More »
2019 წლისთვის ევროკავშირი თურქმენული გაზით მომარაგდება

ყაზახეთი თურქმენული გაზის იმპორტს იწყებს

QazaqGaz-მა და Turkmengaz-მა თურქმენული გაზის იმპორტზე ხელშეკრულება გააფორმეს. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა. „მადლობას ვუხდი თურქმენეთის პრეზიდენტს ამ პროექტის ხელშეწყობაში პირადი მხარდაჭერისთვის. ჩვენ დაინტერესებული ვართ გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმებით და მზად ვართ გაზის იმპორტის მოცულობა წელიწადში 1,5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გავზარდოთ“, – განაცხადა თოყაევმა. პრეზიდენტმა გამოაცხადა ყაზახეთის განზრახვა მონაწილეობა მიიღოს თურქმენეთის ძირითადი ენერგეტიკული ინიციატივების განხორციელებაში, ასევე გამოცდილების გაცვლასა და ...

Read More »

ჩინეთმა ევროპასა და აზიაში თხევადი გაზის მიწოდება შეაჩერა

ჩინეთმა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ გაზის იმპორტიორებს მოუწოდა, რომ ევროპასა და აზიაში თხევადი გაზის გაყიდვა შეწყვიტონ, რათა ზამთრის სეზონზე, გათბობის სეზონისთვის საკუთარი მოხმარება უზრუნველყონ. Bloomberg-ის ინფორმაციით, ბრძანება ჩინეთის განვითარებისა და რეფორმების ეროვნულმა კომისიამ გასცა. ამასთან გამოცემა წერს, რომ ჩინეთის მიერ თხევადი გაზის გაყიდვები ევროპულ ბაზარს მარაგების სწრაფად შევსების საშუალებას აძლევდა, თუმცა ტრანსპორტირების რეკორდულად მაღალმა ხარჯებმა, საწვავის გადაზიდვის მიმზიდველობა შეამცირა. წყარო: europetime.eu

Read More »

დავით ნარმანია: ებუნებრივი გაზის სექტორში ტარიფს კომისია დეკემბერში გადახედავს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ხელმძღვანელის, დავით ნარმანიას განცხადებით, ელექტროენერგიის ტარიფის მატება შემოდგომა-ზამთრის პერიოდში მოსალოდნელი არ არის, ბუნებრივი გაზის სექტორში კი, ტარიფს კომისია დეკემბერში გადახედავს, თუმცა, მისივე განმარტებით, თუ ის ვალუტის კურსი შენარჩუნდება, რაც დღეს არის, ტარიფები არც ამ მიმართულებით შეიცვლება. ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მან სემეკის საქმიანობის ...

Read More »

Chevron-ის ხელმძღვანელი: დასავლეთის კლიმატის პოლიტიკამ გამოიწვია ენერგეტიკული კრიზისი

დასავლეთის მთავრობებმა თავიანთი კლიმატისა და არასწორი საინვესტიციო პოლიტიკით ნავთობისა და გაზის კრიზისის პროვოცირება და გამწვავება მოახდინეს. აღნიშნულის შესახებ Financial Times-თან ინტერვიუში Chevron-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკ ვირტმა განაცხადა. მისი სიტყვებით, დასავლეთის ქვეყნებმა არასაკმარისი ინვესტიცია ჩადეს ნავთობისა და გაზის ალტერნატიულ წყაროებში, იმ მიზეზით, რომ სურდათ უარი ეთქვათ წიაღისეულ საწვავზე, რის გამოც “ტრილიონობით დოლარი” დაიკარგა სექტორში. ამჟამად, ნავთობისა და ...

Read More »