Tag Archives: #უკრაინა

იური ვიტრენკო: უკრაინას, სავარაუდოდ, ბოლო ათწლეულების ყველაზე ცივი ზამთარი ემუქრება

„ნაფტოგაზის“ საბჭოს თავმჯდომარის, იური ვიტრენკოს განცხადებით, უკრაინაში, სავარაუდოდ, ბოლო ათწლეულების ყველაზე ცივი ზამთარი იქნება. ვიტრენკო ხაზს უსვამს, რომ, დასავლეთის ფინანსური მხარდაჭერის გარეშე, უკრაინის ენერგოსისტემას ძალიან მაღალი რისკი შეექმნება. „ნაფტოგაზის“ საბჭოს თავმჯდომარე​ ადამიანებს ურჩევს, საბნები და თბილი ტანსაცმელი მოიმარაგონ, რადგან გარე სივრცეებში ტემპერატურა -10 გრადუსამდეც კი შეიძლება დაეცეს. მისი თქმით, ზამთრის განმავლობაში, დახურულ სივრცეებში ტემპერატურა 17-18 გრადუსს შორის იქნება, რაც ნორმაზე დაახლოებით ოთხი გრადუსით დაბალია. ...

Read More »

IAEA განმარტავს, გაიზარდა თუ არა რადიაციის დონე ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე

IAEA-ს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ მარიანო გროსიმ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე (ZNPP) არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა. ის უკრაინული მხარისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე განმარტავს, რომ რადიაციის დონე არ გაზრდილა. გარდა ამისა, რეაქტორის ორივე ბლოკი, რომლებიც ხუთშაბათს ელექტროენერგიის შეწყვეტის დროს გათიშული იყო ქსელიდან, პარასკევს ხელახლა მიერთების შემდეგ კვლავ მუშაობს. „დაბომბვა მოხდა ქარხნის ორი ე.წ. სპეციალური შენობის მიდამოებში, ორივე, ისევე როგორც – ერთი ესტაკადის ტერიტორია, რეაქტორის ...

Read More »

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დელეგაცია ზაპოროჟიეში გაემგზავრა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დელეგაცია ზაპოროჟიეში გაემგზავრა. ამის შესახებ სააგენტოს გენერალური დირექტორი, რაფაელ გროსი სოციალური ქსელის მეშვეობით იუწყება. „ეს დღე დადგა, სარეთაშორისო ატომური სააგენტოს მხარდაჭერისა და დახმარების მისია ზაპოროჟიესკენ მიემართება. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ უკრაინასა და ევროპაში ყველაზე დიდი ბირთვული ობიექტის უსაფრთხოება. ვამაყობ, რომ ვხელმძღვანელობ ამ მისიას, რომელიც ზაპოროჟიეს ბირთვულ სადგურზე მოგვიანებით, ამ კვირაში შედგება“, – წერს რაფაელ გროსი. როგორც ნიუ-იორკ ...

Read More »

ცნობილია ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დასათვალიერებლად ჩავა

გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ [IAEA] დააკომპლექტა ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს დაათვალიერებენ. მისია ზაპოროჟიეს ენერგოსადგურს მომავალ კვირას ეწვევა. ბირთვული ენერგიის ექსპერტის, ედვინ ლაიმანის განცხადებით, გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლები შეამოწმებენ ყველა საგანგებო სისტემის მდგომარეობას, ასევე შეაფასებენ დიზელის საწვავის მარაგს და მის შესავსებად საჭორო ზომებს. ჯგუფის წევრია ბირთვული სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ მარიანო გროსი და კიდევ 13 ექსპერტი. მათ შორის, არიან ...

Read More »

რუსეთის მხრიდან, პერიოდული დაბომბვის შედეგად, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში დაზიანებულია სადგურის ინფრასტრუქტურა

რუსეთის მხრიდან, პერიოდული დაბომბვის შედეგად, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში დაზიანებულია სადგურის ინფრასტრუქტურა, არსებობს წყალბადის გაჟონვისა და რადიოაქტიური ნივთიერებების გაფრქვევის საშიშროება. “სადგურის უკრაინელი პერსონალი მუშაობას აგრძელებს და “ყველა ღონეს” ხმარობს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ასევე ზიანის შედეგების აღმოსაფხვრელად”, – ამის შსახებ ინფორმაციას უკრაინული სახელმწიფო კომპანია “ენერგოატომი” ავრცელებს.  

Read More »

ზელენსკი – ზაპოროჟიეს სადგურის უკრაინის დაქვემდებარებაში დაბრუნება აუცილებელია

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ყოველი წუთი, ვიდრე რუსეთის სამხედროები რჩებიან ​ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, რადიაციული კატასტროფის საფრთხეს წარმოადგენს. ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ტრადიციული ვიდეომიმართვის დროს გააკეთა. მისივე თქმით, აუცილებელია, რომ სადგურზე კონტროლი უკრაინას დაუბრუნდეს. „აუცილებელია ზაპოროჟიეს სადგურის უკრაინის დაქვემდებარებაში დაბრუნება და დაუყოვნებლივ იყოს უზრუნველყოფილი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტირების სადგურზე დაშვება. ამის გაკეთება შეიძლება რამდენიმე დღეში, ვიდრე ოკუპანტებმა სიტუაცია წერტილამდე არ მიიყვანეს, როდესაც უკან დახევა შეუძლებელია. ყველაზე ...

Read More »

“ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის უკრაინის ელექტროქსელთან კავშირი აღდგა”

ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის უკრაინის ელექტროქსელთან კავშირი აღდგა, -ამის შესახებ განცხადება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში გააკეთეს. სააგენტოში განაცხადეს, რომ უკრაინის ინფორმაციით, ატომური სადგური დღის განმავლობაში სულ მცირე ორჯერ გამოირთო ქსელიდან, თუმცა ახლა ის ისევ მუშაობს. აღსანიშნავია, რომ ატომური სადგური კვლავაც მიერთებულია ზაპოროჟიეს თბოელექტროსადგურთან, რომელსაც სარეზერვო ელექტროენერგიის უზრუნველყოფა შეუძლია.

Read More »

ენერგოატომი: რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე სამხედრო ტექნიკა შეიტანა

უკრაინის ენერგეტიკული კომპანია ენერგოატომი აცხადებს, რომ რუსეთმა ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე დამატებითი სამხედრო ტექნიკა შეიტანა, სადგურზე რუსი სამხედროების რიცხვი გაიზარდა. ენერგოატომის ინფორმაციით, 22 აგვისტოს სადგურის ტერიტორიაზე ორი ჯავშანმანქანა და ექვსი სატვირთო შევიდა. “სადგურის ტერიტორიაზე ახლა დისლოცირებულია სამხედრო ტექნიკის 40 ერთეული. პირველ ენერგობლოკთან განთავსებულია დაახლოებით 16 სამხედრო მანქანა, მეორესთან – 7. კიდევ 12 ერთეული ოკუპანტებმა ესტაკადის ქვეშ შეიყვანეს” – აცხადებენ უკრაინულ კომპანიაში. ...

Read More »

ზაპოროჟიეში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, მოსკოვი გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვას ითხოვს

რუსეთის პარლამენტი 25 აგვისტოს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით სხდომას გამართავს. ასევე, რუსული მედიის ინფორმაციით, ოფიციალური მოსკოვი ზაპოროჟიეში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვას ითხოვს. რამდენიმე კვირაა, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ მდგომარეობა განსაკუთრებით დაიძაბა, ელექტროსადგურზე ხორციელდება იერიშები. რამდენიმე დღის წინ საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ ატომურ სადგურზე საერთაშორისო ატომური სააგენტოს ექსპერტები ჩავლენ.

Read More »

“ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გათიშვა უკრაინის ელექტროქსელიდან დაუშვებელია”

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გათიშვა უკრაინის ელექტროქსელიდან დაუშვებელია. ანტონიო გუტერეშმა ეს განცხადება ოდესაში ვიზიტის დროს გააკეთა. მისი თქმით, ზაპოროჟიეს სადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია უკრაინას ეკუთვნის და ეს პრინციპი სრულად უნდა იყოს დაცული. „არსებობს ინფორმაცია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები უახლოეს ხანში გეგმავენ ზაპოროჟიეს სადგურზე ენერგობლოკების გათიშვას და მათ გამორთვას უკრაინის ენერგოსისტემიდან. ცალსახაა, რომ ზაპოროჟიეს სადგურის მიერ გამომუშავებული ენერგია ...

Read More »