Tag Archives: #ნავთობი

საქართველოში საწვავზე ფასმა იმატა

რა გავლენა იქონია ეკონომიკაზე 2017 წელს საწვავზე აქციზის გაორმაგებამ?

2017 წლის იანვრიდან რეინვესტირებული მოგების გადასახადის შედეგად შემცირებული საბიუჯეტო შემოსავლების კომპენსირების მიზნით საწვავზე აქციზის ფასი გაორმაგდა, რამაც საცალო ქსელში ბენზინი 19 თეთრით გააძვირა და ინფლაციის განაკვეთიც გაზარდა. თუმცა პარალელურად მკვეთრად გაიზარდა რეინვესტირების წილიც და პანდემიურ პერიოდში 91%-ს მიაღწია. 2021-ში საწვავის გაძვირების ახალმა ტალღამ 4 წლის წინანდელ გადაწყვეტილების სისწორესთან დაკავსირებით კიდევ ერთხელ გააჩინა კითხვები. თებერვალ-მარტში საქართველოში საწვავის ფასები 2019 წლის ნიშნულს ...

Read More »

ოპეკი + – ი შეთანხმდა აპრილის თვეში რუსული ნავთობის მოპოვების გაზრდაზე

რუსეთს შეეძლება აპრილის თვეში ნავთობის მოპოვების გაზრდა დღე/ღამეში 130 ათასი ბარელით “ოპეკი +” – ის გადაწყვეტილების შესაბამისად, რომელიც მიღებულ იქნა ალიანსის სადამკვირვებლო კომიტეტის სხდომაზე. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა. ”ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ გვაქვს სეზონური მოთხოვნა, ჩვენთვის აუცილებელია გადამუშავების ოდენობის გაზრდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში  და ნავთობპროდუქტებზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება” , – განაცხადა მან. ნოვაკმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ...

Read More »

OMV Petrom – რას წარმოადგენს კომპანია, რომელიც საქართველოში ნავთობის მოპოვებას იწყებს

საქართველოში ნავთობის მოპოვებას კომპანია OMV Petrom-ი იწყებს. შესაბამის ხელშეკრულებას მთავრობის ადმინისტრაციაში ხელი 2021 წლის 10 მარტს მოეწერა. „OMV Petrom“-ი ერთ-ერთი უმსხვილესი ევროპული კომპანიაა, ხოლო მისი დამფუძნებელი კომპანია ავსტრიული „OMV Group“-ი ევროპის ნავთობმომპოვებელი კომპანიების ათეულში შედის. კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტი გულისხმობს შავი ზღვის კონტინენტურ შელფში (ფართობი 5282 კმ2), 25 წლის ვადით გეოლოგიური და გეოფიზიკური მონაცემების მოპოვებას, შეძენას, დამუშავებას და ხელახალი ინტერპრეტაციას – ...

Read More »

ნავთობის ფასის ზრდა მსოფლიო ეკონომიკის აღდგენას შეაფერხებს

ნავთობზე ფასის ბოლოდროინდელმა ზრდამ კიდევ ერთხელ ცხადყო, თუ როგორ შეიძლება ენერგიაზე ფასის ზრდამ გლობალური ეკონომიკის აღდგენა შეაფერხოს და ინფლაციის შიში გააღვივოს. მას შემდეგ, რაც მიმდინარე წელს მსხვილმა ექსპორტიორებმა  მიწოდება კოორდინირებულად შეზღუდეს და ფასები 30% –ზე მეტით გაზარდა, ხოლო მსოფლიო Covid-19-ით გამოწვეული მოთხოვნის კრიზისიდან გამოდის, საუდის არაბეთის საკვანძო საექსპორტო ობიექტზე სარაკეტო შეტევამ Brent– ის ტიპის ნავთობზე ფასი $70-მდე გაზარდა.  მიუხედავად იმისა, ...

Read More »

მსოფლიოში ნავთობის ახალი მარაგები აღმოაჩინეს

კომპანია Vår Energi-მ ნორვეგიაში, ბარენცის ზღვის შელფში ნავთობის ახალი მარაგები აღმოაჩინა. ამის შესახებ Eni წერს. წინასწარი მონაცემებით, მარაგების მოცულობა 65-დან 100 მილიონამდე ბარელია. Vår Energi-ს 25 საბადოზე ნავთობისა და გაზის მოპოვების 140-ზე მეტი ლიცენზია აქვს. ამ დროისთვის კომპანია დღეში დაახლოებით 300 000 ბარელ ნავთობს მოიპოვებს.

Read More »
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო მხარს უჭერს ე. წ. ეკონომიკის მწვანე განვითარებას

ირაკლი ღარიბაშვილი: “OMV Petrom-ის შემოსვლა ადასტურებს, რომ საქართველოში არის კარგი ბიზნესგარემო”

ავსტრიულ კომპანია OMV Petrom​-თან კონტრაქტის გაფორმება არის იმის დემონსტრირება, რომ კომპანია გამოხატავს სრულ მზაობას, დაიწყოს პირველი ფაზის განხორციელება საქართველოში. ეს ადასტურებს, რომ საქართველოში ძალიან კარგი ბიზნესგარემოა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „მინდა, კომენტარი გავაკეთო და გამოვეხმაურო გუშინდელ შეთანხმებას, რომელიც გააფორმა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ერთ-ერთ უდიდეს ავსტრიულ კომპანია OMV Petrom​-თან, რომელიც საქართველოში შემოვიდა. მოგეხსენებათ, კონტრაქტი ...

Read More »

გიორგი ტატიშვილი: OMV Petrom-ის შესწავლებით, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, გაზის საბადო უნდა იყოს

კომპანია OMV Petrom აქტიურ სამუშაოებს მომავალი წლიდან დაიწყებს, – ამის შესახებ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსმა, გიორგი ტატიშვილმა განაცხადა. ტატიშვილის თმით, აქტიური სამუშაოების დაწყებამდე, წლევანდელი წელი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის შემუშავებას დაეთმობა. „შავი ზღვა ეკოლოგიურად საკმაოდ სენსიტიურია ჩვენთვის და ბუნებრივია, გვინდა, რომ კომპანიას ჰქონდეს მსოფლიო დონის ანგარიში, რომელიც გარემოზე პოტენციურ ზემოქმედებას აღწერს. ამის შემდგომ უკვე კომპანია დაიწყებს ორ და ...

Read More »

საქართველოსა და OMV Petrom-ს შორის ნავთობისა და გაზის ძიება-მოპოვებაზე კონტრაქტი გაფორმდა

საქართველოს შავი ზღვის შელფზე აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი ნავთობმომპოვებელი კომპანია OMV Petrom S.A ნავთობისა და გაზის კვლევა-ძიებისა და მოპოვების სამუშაოებს განახორციელებს. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. შესაბამის კონტრაქტს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში მოეწერა ხელი. ამით საქართველო შეუერთდა იმ ქვეყნებს, სადაც შელფურ ნაწილზე ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიება მიმდინარეობს. ხელმოწერამდე მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და კომპანია OMV Petrom S.A-ს ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა გაიმართა. ...

Read More »

ირაკლი ღარიბაშვილი ნავთობკომპანია OMV Petrom-ის ხელმძღვანელებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან ერთად, ნავთობკომპანია OMV Petrom SA-ის ხელმძღვანელებს შეხვდა, რომელიც საქართველოში ნავთობისა და გაზის მოპოვებას განახორციელებს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა პროექტის მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ხელშეკრულების გაფორმების შედეგად, საქართველო იმ ქვეყნებს შეურთდება, სადაც შელფურ ნაწილზე ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიება მიმდინარეობს. პროექტი გულისხმობს შავი ზღვის კონტინენტურ შელფში (ფართობი 5 282 კვ.კმ), 25 წლის ...

Read More »
ოპეკი ვარაუდობს, რომ ნავთობის ფასი 65 დოლარამდე გაიზრდება

„ოპეკი +“- მა გადაწყვიტა, აპრილის თვეში უცვლლი დატოვოს ნავთობის მოპოვების ოდენობა

აპრილის თვეში ნავთობის მოპოვების ოდენობა არ გაიზრდება  500 ათასი ბარელზე მეტად დღე/ღამეში, ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს „ოპეკი +“-ის ქვეყნებმა. ამის შესახებ იტყობინება Bloomberg . ნავთობის მოპოვების გაზრდის საკითხის განხილვა იგეგმება აპრილის თვეში, მაგრამ ამჟამად ხელშეკრულების მონაწილეები არ გაზრდიან ნავთობის მოპოვებას. საუდის არაბეთმა გადაწყვიტა გააგრძელოს დამატებით ნავთობის მოპოვების შემცირება 1 მილიონი ბარელით დღე/ღამეში. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის დეკემბრის თვეში „ოპეკი +“-ის ქვეყნებმა მიიღეს გადაწყვეტილება ყოველდღიური მოპოვების გაზრდასთან დაკავშირებით არა უმეტეს 500 ათასი ბარელით. თებერვლისა და მარტის თვეებში საუდის ...

Read More »