Tag Archives: EBRD

კახა კალაძე - ჩვენი მიზანი ენერგორესურსების რაციონალური ათვისებაა

დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას აღვნიშნავთ

ენერგეტიკის მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი, რეგიონული განვითარების მინისტრი, ფინანსთა მინისტრი და გარემოს და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ქვეყნის უმსხვილესი ინვესტორის ანგარიშს დაესწრნენ. “აჭარისწყალი ჯორჯიას” (AGL) ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები ( EBRD, ADB, IFC) და ენერგო სექტორში მომუშავე ექსპერტები. ღონისძიება ენერგეტიკის სამინისტროსა და ენერგოკომპანია “აჭარისწყალი ჯორჯიას” (AGL) ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ვიცე-პრემიერი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, კომპანია ...

Read More »
შუახევიჰესი ელექტროენერგიის წარმოებას 2017 წლიდან დაიწყებს

შუახევიჰესი ელექტროენერგიის წარმოებას 2017 წლიდან დაიწყებს

შუახევიჰესი ელექტროენერგიის წარმოებას 2017 წლიდან დაიწყებს, მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. სამუშაოების  75% უკვე დასრულებულია, პროექტი სრულად შემოდგომაზე დასრულდება, 2017 წლის გაზაფხულიდან ჰესი ოპერირებას დაიწყებს და  საქართველოს ელექტროსისტემას 187 მეგავატი სუფთა ენერგიის მწარმოებელი სადგური შეემატება. აღნიშნულის შესახებ პარასკევს ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას გახდა ცნობილი. კომპანიის მენეჯმენტი აღნიშნავს, რომ პროექტის განხორციელებისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება გარემოს დაცვას.  გარემოზე ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირების მიზნით კომპანია ახორციელებს ...

Read More »
რუსთავის აზოტი EBRD-სგან $155 მილიონს მიიღებს

რუსთავის აზოტი EBRD-სგან $155 მილიონს მიიღებს

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა“ და “რუსთავის აზოტს” შორის მიმდინარე 1 წლიანი მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება. მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომ უმსხვილეს ქიმიურ კომპანიასა და ევრობანკს შორის  ხელშეკრულებაზე მუშაობა 2 თვეში დასრულდება. გარიგების დასრულებას ხელი შეუწყო “საპარტნიორო ფონდის” პროექტში მონაწილეობამაც. ბოლო მონაცემებით, „რუსთავის აზოტი“ 155 მილიონი აშშ დოლარის საკრედიტო ხაზს მიიღებს.  თავდაპირველად განიხილებოდა 200 მილიონის გამოყოფა, თუმცა როგორც ჩანს პროექტი კორექტირდა. დაფინანსება ...

Read More »
სს „ნენსკრა ჰიდროს“ მიერ განხორციელებული ინვესტიცია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ტოპ ათეულშია

სს „ნენსკრა ჰიდროს“ მიერ განხორციელებული ინვესტიცია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ტოპ ათეულშია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2015 წელს განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ტოპ ათეულში სს „ნენსკრა ჰიდროს“ მიერ განხორციელებული ინვესტიცია დასახელდა. 280 მგვტ სიმძლავრის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურს საპარტნიორო ფონდი კორეულ კომპანია ‪‎K_Water‬-თან ერთად სვანეთში მდ. ენგურის შენაკადზე აშენებს, რომლის პოტენციური წლიური გამომუშავება 1.2 მლრდ კვტ.სთ. იქნება. სს „ნენსკრა ჰიდრო“ არის კორეელი ინვესტორის მიერ ნენსკრა ჰესის განვითარების მიზნითშექმნილი საპროექტო კომპანია. სადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას ...

Read More »
ქართულ ენერგოსექტორში 4,1 მილიარდი დოლარის პროექტები ხორციელდება

ქართულ ენერგოსექტორში 4,1 მილიარდი დოლარის პროექტები ხორციელდება

2015 წელი ენერგოსექტორისთვის მნიშვნელოვანი და გამოწვევებით სავსე წელიწადი იყო. ბევრი, საინტერესო პროექტი განხორციელდა, როგორც გენერაციის ისე ინფრასტრუქტურის ნაწილში. როგორც ცნობილია, საქართველოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ჰიდროენერგეტიკის განვითარებაა, სწორედ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი სამუშაოები არის ჩატარებული და ბევრ პროექტს რეალური პერსპექტივა გამოუჩნდა. ამ ეტაპზე 104  პროექტის  განხორციელება სხვადასხვა  ეტაპზეა. მათი  ჯამური  დადგმული სიმძლავრე  3,000  მგვტ-ს  აღწევს,  მოსალოდნელი  გამომუშავება  დაახლოებით  12  მილიარდ კვტ.სთ-ს  უდრის  ...

Read More »
ქარის მოტანილ ენერგიას ხალხი წაიღებს

ქარის მოტანილ ენერგიას ხალხი წაიღებს

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი ქალაქ გორის მიმდებარედ ქარის პირველ ელექტროსადგურ “ქართლს” ააშენებს. “ქართლი” პირველი საპილოტე პროექტია, რომელსაც სახელმწიფო განახორციელებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 34,3 მილიონი აშშ დოლარია. ქარის ელექტროსადგურისთვის საჭირო მოწყობილობების შეძენასა და სამშენებლო სამუშაოებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) დააფინანსებს. ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, საქართველოს ქარის ენერგიის დიდი პოტენციალი აქვს. ქარის ენერგეტიკული ბუნებრივი პოტენციალის მიხედვით ქვეყნის ტერიტორია დაყოფილია მაღალ, საშუალო ...

Read More »
მსოფლიო ბანკმა საქართველოს ავტომაგისტრალის პროექტისთვის 140$ მლნ გამოუყო

მსოფლიო ბანკმა საქართველოს ავტომაგისტრალის პროექტისთვის 140$ მლნ გამოუყო

მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების მეხუთე პროექტისთვის 140 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსება დაამტკიცა. როგორც მსოფლიო ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პროექტის ამოცანებია მომხმარებელთა ხარჯების შემცირება პროექტით განახლებული გზის მონაკვეთის დერეფნის გასწვრივ. ასევე, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის და ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესაძლებლობების კიდევ უფრო გაზრდა. პროექტი ხელს შეუწყობს საგზაო ...

Read More »
2016 წელს თბილისში უკვე ახალი გაზზე მომუშავე ავტობუსები გამოჩნდება

2016 წელს თბილისში ახალი გაზზე მომუშავე ავტობუსები გამოჩნდება

ქალაქში საცობების განტვირთვის ერთ-ერთ საშუალებად თბილისის მერია არსებული მუნიციპალური ავტოპარკის განახლებასა და ახალი საბაგირო გზების მშენებლობასა და არსებულის განახლებაში ხედავს. ახალი, ევროკავშირის სტანდარტების, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსები ჯერ არსად ჩანს, თუმცა ქალაქის მთავრობა გვპირდება, რომ თბილისის ქუჩებში ახალი ავტობუსები უკვე 2016 წლიდან იმოძრავებენ. უკვე ცნობილია, რომ ახალი ავტობუსები გაზზე იმუშავებენ და ყველას სატრანსპორტო საშუალება გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემით იქნება აღჭურვილი. მომავალ ...

Read More »
ქართულ ენერგეტიკაში მსგავსი მასშტაბის ინვესტიციები 70–იანი წლების შემდეგ არ განხორციელებულა

ენერგეტიკაში მსგავსი მასშტაბის ინვესტიციები 70–იანი წლების შემდეგ არ განხორციელებულა

თბილისი საერთაშორისო კონფერენციას „ჰიდტექ საქართველო“  მასპინძლობს. კონფერენცია ვიცე–პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გახსნა. ენერგეტიკის მინისტრმა კონფერენციაზე ჰიდროენერგეტიკის განახლებადი ენერგიის წყაროების ინვესტიციების მოზიდვის, საერთაშორისო პროექტებისა და საქართველოში საკანონდმებლო რეგულირების საკითხების შესახებ ისაუბრა. „ენერგეტიკა საქართველოში არის ერთ–ერთი წამყვანი დარგი. საქართველოს ხელისუფლებამ, მთავრობამ, პრიორიტეტად დაასახელა ეს მიმართულება, რათა ჩვენ მაქსიმალურად მოვახერხოთ და ახლო მომავალში ეს რესურსები ავითვისოთ. საქართველო პატარა ქვეყანაა, თუმცა ძალიან მდიდარია წყლის ...

Read More »
რუსთავის აზოტი ქარხნის მოდერნიზება-რეკონსტრუქციას გეგმავს

რუსთავის აზოტი ქარხნის მოდერნიზება-რეკონსტრუქციას გეგმავს

საჭირო დაფინანსების მოსაპოვებლად მენეჯმენტმა საფინანსო ინსტიტუტებს მიმართა, მათ შორის, რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპულ ბანკს (EBRD). ევრობანკის ცნობით, განიხილება „რუსთავის აზოტის” დაფინანსების 200 მილიონ აშშ დოლარამდე გაზრდა. საფინანსო ორგანიზაციაში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიისთვის ახალი, სუბორდინირებული სესხის გამოყოფის საკითხის განხილვა აქტიურ ფაზაშია. EBRD -ის ცნობით, სესხის ნაწილი საწარმოო ხაზის რეკონსტრუქცია-მოდერნიზებას მოხმარდება. მეორე ნაწილი მიემართება კომპანიის სასესხო ვალდებულებების შემსუბუქებისთვის. ევრობანკი მიუთითებს, რომ ახალი ინვესტიცია ...

Read More »