Tag Archives: #ევროკავშირი

გერმანიის თავდაცვის მინისტრი – ევროკავშირმა უნდა განიხილოს რუსული გაზის იმპორტის აკრძალვა

ევროკავშირმა უნდა განიხილოს რუსული გაზის იმპორტის აკრძალვა, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ტელეკომპანია „აერდესთან“ ინერტვიუში განაცხადა. კრისტინ ლამბრეხტის განცხადებით, უკრაინაში ჩადენილი დანაშაულები უპასუხოდ არ უნდა დარჩეს. „როიტერის“ ინფორმაციით, ბერლინი აქამდე ეწინააღმდეგებოდა რუსეთიდან ენერგეტიკულ იმპორტზე ემბარგოს დაწესების მოწოდებას და ამბობდა, რომ გერმანიის და სხვა ევროპული ქვეყნების ეკონომიკა ძალიან არის დამოკიდებული რუსულ ბუნებრივ რესურსებზე. რუსეთი ევროპის გაზის საჭიროების 40 პროცენტს უზრუნველყოფს.

Read More »

ევროკავშირი ენერგორესურსების შესყიდვის საერთო პლატფორმის შექმნას გეგმავს, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება საქართველოსთვის, მოლდოვისთვის, უკრაინისა და ბალკანეთის ქვეყნებისთვის

ევროკავშირი ენერგორესურსების შესყიდვის საერთო პლატფორმის შექმნას გეგმავს, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ბალკანეთის ქვეყნებისთვისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი ასოცირებული წევრისთვის, – ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს მიერ ორდღიანი სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნით კომუნიკეში. დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირი ეტაპობრივად გააუქმებს თავის დამოკიდებულებას რუსული გაზის, ნავთობისა და ქვანახშირის იმპორტზე რაც შეიძლება სწრაფად, როგორც ეს ვერსალის დეკლარაციაშია აღნიშნული. რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით, ევროპული საბჭო ელოდება ევროკომისიისგან ...

Read More »

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროპელებს გვსურს, დივერსიფიცირება რუსეთისგან, აშშ-ის გადაწყვეტილება, მოგვაწოდოს გაზი, არის დიდი ნაბიჯი ამ მიმართულებით

ევროპელებს გვსურს, დივერსიფიცირება რუსეთისგან და სანდო მომწოდებლებზე ორიენტირება. მაშასადამე, აშშ-ის გადაწყვეტილება, რომ მოგვაწოდოს გაზი, არის დიდი ნაბიჯი ამ მიმართულებით, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მონაწილეობდა. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი იქნება სტრატეგიული მარცხი ვლადიმერ პუტინისთვის. „ჩვენ მოწოდებული ვართ, რომ წინ აღვუდგეთ რუსეთის სასტიკ ომს. ეს ...

Read More »

ოლაფ შოლცი – ევროკავშირი ყველაფერს გააკეთებს, რომ რუსულ ენერგორესურსებზე არ იყოს დამოკიდებული, მაგრამ ამ მომენტისთვის არ შეუძლია სრულად უარის თქმა

ევროკავშირი ყველაფერს გააკეთებს, რომ რუსულ ენერგორესურსებზე არ იყოს დამოკიდებული, მაგრამ ამ მომენტისთვის ორგანიზაციას არ შეუძლია რუსულ ენერგორესურსებზე სრულად უარის თქმა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ოლაფ შოლცმა და რობერტა მეცოლამ უკრაინაში რუსეთის აგრესია და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები განიხილეს. გერმანიის კანცლერის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ეფექტი უკვე თვალსაჩინოა და ის უფრო ...

Read More »

ევროპის ლიდერები ენერგორესურსებზე მზარდი ფასის საკითხს განიხილავენ

ენერგორესურსებზე ფასების ზრდა და უნდა ჩაერიოს თუ არა ევროკავშირი ევროპული ეკონომიკისა და მოქალაქეების დასაცავად –  ეს ის საკითხებია, რომელთა განხილვას ბრიუსელში დიდი დრო დაეთმობა. საკითხებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა, ეს არც არის გასაკვირი. ესპანეთის პრემიერი პედრო სანჩესი რამდენიმე ევროპულ ქალაქში ჩავიდა. იგი ცდილობდა, ადგილობრივი მთავრობებისთვის შეეთავაზებინა წინადადება, რომელიც ფასების ლიმიტის დაწესებასა და ელექტროენერგიის ფასების გაზის მზარდი ფასებისგან გამიჯვნას ეხებოდა. ესპანეთის პრემიერ-მინისტრი ...

Read More »

ევროპარლამენტის პრეზიდენტი – რუსეთზე დამოკიდებულება უნდა იყოს ნულის ტოლი, ენერგორესურსები უნდა ვიყიდოთ მეგობრებისგან და არა მტრებისგან

ომმა უკრაინაში, ან სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, რუსეთის გაუმართლებელმა შეჭრამ უკრაინაში, შეცვალა ყველაფერი. პუტინმა შეარყია მშვიდობა ევროპაში, რაც სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ გვეგონა, რომ წარმოუდგენელი იყო, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირმა იმოქმედა სწრაფად და მიიღო უპრეცენდენტო და მასშტაბური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ევროპარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ეს არის სწორი მიდგომა, ...

Read More »

ევროპარლამენტის პრეზიდენტი – საჭიროა, ევროპის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება ნულამდე დავიყვანოთ, მამაცი უკრაინელი ხალხი რუსულ ტანკებს წვავს, ჩვენ კი, რუსეთს ფულს ვაძლევთ ახალი ტანკებისთვის

მამაცი უკრაინელი ხალხი რუსულ ტანკებს წვავს, ჩვენ კი, რუსეთს ფულს ვაძლევთ ახალი ტანკებისთვის, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ განაცხადა. მისი თქმით, ევროპამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეამციროს რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულება. როგორც მეცოლამ აღნიშნა, ის, რაც ევროკავშირმა გააკეთა, არ შეიძლება, საკმარისად ჩაითვალოს, ვიდრე ომი მიმდინარეობს. „საჭიროა, ევროპის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება ნულამდე დავიყვანოთ. ამას თუ არ გავაკეთებთ, ჩვენ გავაგრძელებთ ომის დაფინანსებას. მამაცი უკრაინელები ...

Read More »

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა ევროპის ერთიან ენერგოსისტემას შეუერთდა

უკრაინა ევროპის ერთიან ენერგოსისტემას შეუერთდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წერს. უკრაინული მედიის ცნობით, ეს ნიშნავს, რომ უკრაინის ენერგოსისტემა ოფიციალურად შეუერთდა ევროპის გადამცემი სისტემის ოპერატორების ქსელს (ENTSO-E). „უკრაინა „ენერგეტიკული ევროკავშირის“ წევრი გახდა. დასრულდა უკრაინული და ევროპული ენერგოსისტემების გაერთიანება. ახლა ჩვენი ელექტროენერგია მიდის ევროკავშირში, ევროპული კი – უკრაინაში. მადლობა ევროკავშირის ყველა წევრს, განსაკუთრებით კი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ ...

Read More »

ევროკავშირის ახალი სანქციები: რუსულ ენერგეტიკაში ინვესტიციების განთავსება აიკრძალა

ევროკავშირმა ოფიციალურად დაამტკიცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტი, რომელიც მოიცავს ეკონომიკურ და პერსონალურ შემაკავებელ ზომებს. გაერთიანებამ შეზღუდა რუსეთიდან ფოლადისა და რკინის იმპორტი, ინვესტიციები ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორში, ფუფუნების საგნების ექსპორტი რუსეთის ფედერაციაში და ასევე დააწესა სანქციები რუსი ბიზნესმენების, ჟურნალისტებისა და კომპანიების წინააღმდეგ. როგორც ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში, „ევროკავშირის საბჭომ აკრძალა ახალი ინვესტიციები რუსეთის ენერგეტიკულ სექტორში და ასევე შემოიღო ყოვლისმომცველი შეზღუდვები ენერგეტიკული ...

Read More »

აზერბაიჯანი: ევროპის მოსამარაგებლად საკმარისი გაზი გვაქვს

აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტრო მსოფლიოს ენერგეტიკულ ბაზრებზე შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა. უწყების ცნობით, აზერბაიჯანს ბუნებრივი აირის საკმარისი მარაგები აქვს როგორვ ევროპაში ექსპორტისთვის, ასევე მეზობელ სახელმწიფოებისთვის მიწოდებული გაზის მოცულობის გასაზრდელად.

Read More »