Tag Archives: #ელექტროსისტემა

ნათია თურნავა – „ნამახვანჰესის“ სამშენებლო სამუშაოებს ქართველი დირექტორი უხელმძღვანელებს

ჩვენი მოთხოვნით, „ნამახვანჰესის“ ინვესტორ კომპანიასთან მიღწეულია შეთანხმება, რომ დაინიშნება ქართველი დირექტორი, რომელიც გაუძღვება ადგილზე სამშენებლო სამუშაოებს, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე. „ამ ბერკეტის მეშვეობით, ჩვენ მეტ გარანტიას უზრუნველვყოფთ, რომ პროექტში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების უფლებები იყოს ბოლომდე დაცული, ასევე მოსახლეობასთან შედგეს სწორი კომუნიკაცია და პროექტის უსაფრთხოება იყოს დაცული“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

Read More »

ბექა ნაცვლიშვილი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის განცხადებას პასუხობს

პარლამენტის ყოფილი წევრი ბექა ნაცვლიშვილი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის განცხადებას პასუხობს. „მინდა, გამოვეხმაურო საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის (სსე) განცხადებას ჩემს სტატიაზე „ნამოხვანის ალტერნატივა არსებობს“. სტატიაში სწორედ მათ მონაცემებზე დაყრდნობით ვამტკიცებ, რომ 2020-2021 წლებში ელექტროსისტემას შეუძლია, ყოველგვარი საბალანსო სიმძლავრეების გარეშე აითვისოს 333 მეგავატი ქარისა და 130 მეგავატი მზის ენერგიის სიმძლავრე. გორის ქარის ელექტროსადგურის, რომლის სიმძლავრეც 20 მეგავატია და უკანასკნელი წლის გამომუშავება ენერგობალანსის მიხედვით 90 მილიონი კილოვატ საათი, ...

Read More »

თორნიკე ყაზარაშვილი: პროტესტის გამო 20-მდე მცირე და საშუალო ზომის ენერგოპროექტია შეჩერებული

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ხალხის პროტესტის გამო 20-მდე მცირე და საშუალო ზომის ენერგეტიკული პროექტია გაჩერებული. როგორც ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, ამ შემთხვევაში საუბარია ისეთ პროექტებზეც კი, რომლებსაც გარემოზე თითქმის ნულოვანი ზემოქმედების მოხდენა შეუძლია. „აქ ვსაუბრობთ მცირე პროექტებზე, ისეთებზე, რომლებსაც მინიმალური და ნულამდე მიახლოებული გავლენა, შესაძლოა, ჰქონდეს გარემოზე. თუმცა, მიუხედავად ამისა, აქაც არის პროტესტი. ეს რა თქმა ...

Read More »

Kraken-ის CEO: ბიტკოინმა, შესაძლოა, $1 მილიონს მიაღწიოს

კრიპტო ბირჟის ლიდერის Kraken-ის აღმასრულებელი დირქტორი, ჯესი პაუელი ფიქრობს, რომ ბიტკოინის ღირებულება მომავალ ათ წელში $1 მილიონს მიაღწევს.  როგორც პაუელი ამბობს, ბიტკოინის მომხრეების მოლოდინით,  ციფრული მონეტა საბოლოოდ ყველა ძირითადი ვალუტას ჩაანაცვლებს. მისი თქმით, ბიტკოინმა, შესაძლოა, მომავალში დოლარის, ევროს და სხვა ვალუტების საბაზრო მოცულობასაც გადააჭარბოს. “დოლარი მხოლოდ 50 წლისაა და ის უკვე სისუსტის უკიდურეს ნიშნებს ავლენს. ვფიქრობ, მომავალში ხალხი ფასის დადგენას ...

Read More »

ლევან დავითაშვილი: წყალტუბოს სამკურნალო წყლებზე ნამახვანი ჰესის მშენებლობის შესაძლო ზეგავლენა დეტალურად არის შესწავლილი

წყალტუბოს სამკურნალო თერმულ მინერალურ წყლებზე ზემოქმედება ასევე დეტალურად იყო შესწავლილი, რაც ჩვენი მხრიდან წინასწარ იყო მოთხოვნილი. ვფიქრობ, არსებობს მკაფიო დასაბუთება, რომ ეს არანაირ გავლენას არ ახდენს წყალტუბოს მინერალურ წყლებზე, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა. „გზშ-ის ანგარიშს სხვადასხვა მნიშვნელოვან კვლევებთან ...

Read More »

გიორგი კაპანაძე: „ესკომ“ უნდა დაიწყოს რეალური მონაცემების გასაჯაროება

„უახლოეს პერსპექტივაში გარდაუვალია ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა. შესაბამისად, რადგანაც ჩვენ გვიხდება და კიდევ კარგა ხანს მოგვიხდება ელექტროენერგიის დეფიციტის იმპორტით დაბალანსება, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ის, თუ წლის რომელ სეზონზე, დღე-ღამის რომელ მონაკვეთში, ასევე უქმე დღეებში, რომელი ქვეყნებიდან და რა ფასად ვყიდულობთ დენს“, – ამის თაობაზე ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელმა გიორგი კაპანაძემ რადიო “კომერსანტის” ეთერში სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, ის მონაცემები, ...

Read More »

სემეკში ნეტო აღრიცხვის სიახლეებზე შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ორგანიზებით ნეტო აღრიცხვის საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობაზე, მონტაჟსა და ექსპლუატაციაზე მომუშავე კომპანიების წარმომადგენლები. სემეკის თავმჯდომარემ და წევრებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს სემეკის მიზანი ნეტო აღრიცხვის განვითარების ხელშეწყობასთან დაკავშირებით, იმსჯელეს ახალი ენერგეტიკული ბაზრის სიახლეებზე, რომელიც 2021 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება, მოისმინეს კომპანიების მოსაზრებები. ნეტო აღრიცხვა ელექტროენერგიის გამომუშავებაში განახლებადი ენერგიების ...

Read More »

სემეკმა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გადამცემი სისტემის ოპერატორად სერტიფიცირება განახორციელა

სემეკმა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორად სერტიფიცირება განახორციელა. კომისიის მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად, 2021 წლის 31 დეკემბრამდე სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ უნდა უზრუნველყოს ყველა იმ ღონისძიების დასრულება, რომელიც საჭიროა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების გეგმის“ მოთხოვნების შესასრულებლად. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონი სხვა საკითხებთან ერთად, ადგენს გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების ვალდებულებას, წესს, ...

Read More »
სექტემბერში საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ენერგეტიკისთვის 3 უმნიშვნელოვანეს პროექტს დაასრულებს

“განახლებადი ენერგიის წყაროების ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანია წყალსაცავიანი ჰესების სისტემაში ინტეგრირება”

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა – მზისა და ქარის ელექტროსადგურების ძალიან დიდი სიმძლავრეების ინტეგრაციის შემთხვევაში, თუ სისტემაში არ იქნება საკმარისი რეზერვებისა და ინერციის წყაროები, გაიზრდება ავარიების რაოდენობა და მომხმარებლების შეზღუდვის რისკი, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა „ნამხვანჰესის“ საკითხთან დაკავშირებით ბექა ნაცვლიშვილის სტატიას ეხმაურება, სადაც „ნამახვანჰესის“ ალტერნატივის საკითხზე არის საუბარი. „მართალია, ზოგადად, ქარისა და მზის გენერაცია ...

Read More »

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში „კამარა ჰესის“ აშენებას ეწინააღმდეგებიან

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მდინარე თერგზე 23.556 მგვტ დადგმული სიმძლავრის „კამარა ჰესის“ მშენებლობა იგეგმება. შპს „კამარა ენერჯიმ“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში უკვე წარადგინა პროექტის წინასწარი დოკუმენტი (სკოპინგის ანგარიში) და უწყებისგან დასკვნას ელოდება. თერგის ხეობის სოფლების მცხოვრებლები ჰესის მშენებლობის წინააღმდეგი არიან. მათ სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებით გარემოს დაცვის მინისტრს წერილით მიმართეს, სადაც აღნიშნავენ, რომ პროექტი ჩაკლავს ტურიზმის განვითარების შესაძლებლობას და ზიანს მიაყენებს ...

Read More »