Tag Archives: #ელექტროენერგია

პაატა ცინცაძე: ენერგოდამოკიდებულების ზრდა პოლიტიკური დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხეს ზრდის და დიდი ჰესების გარეშე პრობლემას ვერ გადავჭრით

ინტერვიუ საქართველოს საინჟინრო და ენერგეტიკის აკადემიების ნამდვილ წევრთან, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორ პაატა ცინცაძესთან. – ბატონო პაატა, ბოლო პერიოდში საქართველოში ხშირად ისმის ჰიდროენერეგეტიკის განვითარების საწინააღმდეგო მოსაზრებები, მისი მზისა და ქარის ენერგიით ჩანაცვლების იდეები. თქვენ რა აზრის ხართ ამასთან დაკავშირებით? – ენერგიის განახლებადი წყაროების ათვისება მდგრადი განვითარების საფუძველთა საფუძველია და საქართველოს მცდელობა, მხარი აუბას ამ მსოფლიო ტრენდს, ნამდვილად მისასალმებელია. მაგრამ კარგად გვაქვს ...

Read More »

ფასიანი დამტენებიდან 100 კმ-სთვის საჭირო მუხტის მიღება მომხმარებელს 8-9 ლარი დაუჯდება

ელექტრომობილების დამტენები ეტაპობრივად ფასიანი გახდება. პროცესი 15 თებერვალს თბილისიდან, სატესტო რეჟიმში დაიწყება და ერთი წუთის ღირებულება 3-დან 17 თეთრამდე, ავტომობილის სიმძლავრის მიხედვით იმერყევებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 100 კილომეტრისთვის საჭირო მუხტის მიღება მომხმარებელს 8-9 ლარი დაუჯდება. „ჩვენ 15 თებერვლიდან ვგეგმავთ პირველი ფასიანი დამტენების სატესტო რეჟიმში გაშვებას. შევხედავთ და თუ ნორმალურად წავიდა საქმე, 15-16 თებერვლიდან უკვე ფასიანი იქნება. თუმცა, ეტაპობრივად, ...

Read More »

არასამთავრობო ორგანიზაციები ნამახვან-ჰესის მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ

„შეწყდეს არათუ მშენებლობა, მოსამზადებელი სამუშაოებიც კი“ -არასამთავრობო ორგანიზაციები „მწვანე ალტერნატივა“, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია “ნამახვან-ჰესის მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 333 მგვტ დადგმული სიმძლავრის ქვედა ნამახვანის ჰესის მშენებლობა კანონდარღვევით მიმდინარეობს. ჰესის პროექტზე დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა შარშან თებერვალში მიიღო. EMC-ის აღმასრულებელი დირექტორი ლინა ღვინიანიძე განმარტავს, ...

Read More »

FORD-ი ჩინეთში ელექტრო MUSTANG-ების წარმოებას იწყებს

Ford-ი ჩინეთში Mustang-ის ავტომობილების წარმოებას იწყებს. BBC-ის ინფორმაციით, Mustang Mach-E წარმოება წელს დაიწყება. ახალი ელექტროძრავიანი Mustang-ი სპორტული სატრანსპორტო საშუალებაა, რომლის მიზანია ჩინეთის ბაზრის დაკავება. Ford–მა ჩინეთში წარმოებული პირველი ლინკოლნის მანქანები გასული წლის მარტში გამოუშვა, მაგრამ ბრენდი ჩინურ ბაზარზე უმნიშვნელო მოთამაშედ რჩება პრემიუმ კონკურენტებთან შედარებით. დასავლური ბრენდები აგრესიულად უმიზნებენ ჩინეთს, სადაც ელექტროენერგიის გაყიდვები მკვეთრად გაიზრდება. BBC-ი წერს, რომ Volkswagen-ის განმარტებით მალე ...

Read More »

ელექტროენერგიის და გაზის სუბსიდიის გამო, იანვარში ინფლაცია 2.8% იყო – საქსტატი

საქსტატმა დღეს 2021 წლის იანვრის ინფლაციის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასული თვის მდგომარეობით საქართველოში ფასები წლიურ ჭრილში 2.8%-ით გაიზარდა. როგორც საქსტატის ანგარიშიდან ირკვევა, მათ ინფლაციის მეთოდოლოგიაში გაითვალისწინეს კომუნალური მოსაკრებლების სუბსიდირების პროგრამა, რამაც ინფლაციის მაჩვენებელი 1.77%-ით შეამცირა. შესაბამისად, რომ არა სუბსიდიის ეფექტი ინფლაცია 2.8%-ის ნაცვლად 4.57% იქნებოდა.  წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო ...

Read More »
ნარმანია

შესაძლოა დაჯარიმდნენ კომპანიები, რომლებმაც მრიცხველები ვადაგადაცილებით ნახეს, რის გამოც მოქალაქეებმა სუბსიდია ვერ მიიღეს

სემეკმა მომდევნო 5 წლისთვის ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფები დაამტკიცა, თუმცა გაზრდილი ტარიფის გადახდას მოსახლეობა მომდევნო წლიდან დაიწყებს. რამ განაპირობა ელექტროენერგიის გაძვირება, შესაძლოა თუ არა, რომ სემეკის მიერ დადგენილი ტარიფები გადაიხედოს, როგორ მიმდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან კომუნალური გადასახადების სუბსიდირება, როგორ აისახება ქვეყნის ენერგოსისტემაზე „ენგურჰესის“ გაჩერება, ამ და სხვა საკითხების შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია ესაუბრა. ...

Read More »
ანდრია გვიდიანი: “ენერგეტიკის სექტორში ინვესტორზე ორიენტირებული საინვესტიციო გარემოა”

ანდრია გვიდიანი: ნამახვანჰესი იქნება ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცებაში

ნამახვანჰესი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში იქნება ყველაზე დიდი ჰოდროელექტროსადგური, რომელიც აშენდება. ამ ჰიდროელექტრო სადგურს აქვს ბევრი როგორც ეკონომიკური, ისე ტექნიკური, ანუ ენერგეტიკული ბენეფიტი, – აცხადებს ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი. მისივე განცხადებით, დაახლოებით 800 მილიონი ინვესტიციის განხორციელება იგეგმება, რაც ქვეყნისთვის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. „ასევე, არის დასაქმების საკითხი. იცით, რომ დაახლოებით 2000-მდე ადამიანი დასაქმდება რეგიონში და ბუნებრივია ჩვენთვის სამუშაო ადგილების ...

Read More »

“ჯეო ფერო მეტალის” პროდუქციის თვითღირებულება $350-ით გაძვირდა

„ჯეო ფერო მეტალის“ პროდუქციის თვითღირებულება $350-ით გაძვირდა, – ძირითადი მიზეზი ელექტროენერგიის ტარიფის თითქმის 90%-იანი მატებაა. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის დირექტორი, გიორგი ნოზაძე აცხადებს, ახლა წარმოება თავის გადარჩენას ცდილობს. „ჩვენთვის დენის ტარიფი დაახლოებით 92%-ით გაძვირდა. ჩვენი საწარმოს მუშაობა ძირითადად ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული. ტარიფის ზრდამ სრულიად სხვანაირი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა. 100%-ით ექსპორტზე ვართ დამოკიდებული. შესაბამისად, ფასებს ჩვენი პირადი სურვილით ვერ ვაკონტროლებთ. მსოფლიო ბაზარზე რაც ...

Read More »

რეალური ვაჭრობის დაწყების მოლოდინში – როგორ მუშაობს სატესტო რეჟიმში ენერგეტიკული ბირჟა

ენერგეტიკულმა ბირჟამ ამ დროისთვის უკვე რამოდენიმე სატესტო ვაჭრობა ჩაატარა. სიმულაციურ პროცესში მონაწილეობას 40-მდე კომპანია იღებდა. ენერგეტიკული ბირჟის დირექტორი შედეგებით კმაყოფილია. როგორც ირინა მილორავა „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, პლატფორმიდან დაინტერესება საკმაოდ დიდია. „სატესტო რეჟიმი 1-ელი სექტემბრიდან დაიწყო. ის ბირჟის მხრიდან რამდენიმე აქტივობას მოიცავს. ეს იყო ტრენინგები, ანუ მხარეებისთვის იმ ინფორმაციის მიწოდება, თუ რას აკეთებს ბირჟა, როგორია სავაჭრო პლატფორმა, რა პროდუქტები ივაჭრება და ასევე, ...

Read More »

ელექტრომობილების მფლობელთათვის E-SPACE-ის დამტენებით მომსახურება ფასიანი ხდება

E-space-ის ელექტრომობილების დამტენი მოწყობილობები, რომლითაც ამ დრომდე მომხმარებელი თანხის გადახდის გარეშე სარგებლობდა, ფასიანი ხდება. 100 კილომეტრის დასაფარად საჭირო ელექტროენერგიის მიღებას 8-9 ლარი დასჭირდება. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ავთანდილ შავიშვილი აცხადებს, ეს გადაწყვეტილება ბაზრის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს. „ჩვენს ქსელში სწრაფი დამტენებით სარგებლობა ფასიანი იყო, ხოლო ქალაქის ნელი დამტენები უფასო. თებერვლის შუა რიცხვებიდან ეს დამტენებიც ფასიანი გახდება. 100 კილომეტრის მუხტისთვის საჭირო ...

Read More »