ანდრია გვიდიანი: “ენერგეტიკის სექტორში ინვესტორზე ორიენტირებული საინვესტიციო გარემოა”

ანდრია გვიდიანი: ნამახვანჰესი იქნება ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცებაში

ნამახვანჰესი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში იქნება ყველაზე დიდი ჰოდროელექტროსადგური, რომელიც აშენდება. ამ ჰიდროელექტრო სადგურს აქვს ბევრი როგორც ეკონომიკური, ისე ტექნიკური, ანუ ენერგეტიკული ბენეფიტი, – აცხადებს ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი.

მისივე განცხადებით, დაახლოებით 800 მილიონი ინვესტიციის განხორციელება იგეგმება, რაც ქვეყნისთვის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები.

„ასევე, არის დასაქმების საკითხი. იცით, რომ დაახლოებით 2000-მდე ადამიანი დასაქმდება რეგიონში და ბუნებრივია ჩვენთვის სამუშაო ადგილების შექმნა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე ყველაზე მთავარი – ეს არის ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობის და ენერგოუსაფრთხოების განმტკიცება და მე მიმაჩნია, რომ ნამახვანჰესი იქნება ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი სწორედ საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცებაში, იმდენად რამდენადაც ამ ჰესის ტექნიკური მაჩვენებლები და ფუნქცია არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ენერგეტიკული ქსელის გამართულად და უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის. ამ ჰიდროელექტრო სადგურს აქვს წყლის შეგროვების საშუალება, ამდენად ეს ჰესი იქნება რეზერვის ფუნქციის შემსრულებელი ჩვენი ენერგეტიკული სისტემისთვის“ – აღნიშნავს ანალიტიკოსი.

ანდრია გვიდიანის განცხადებით, გარემოზე ზემოქმედების შესახებ ისეთი ადამიანებისგან ისმის კრიტიკა, რომლებიც დილეტანტები არიან და არ ესმით, რაზე საუბრობენ.

„თქვენ იცით, რომ როგორც ნამახვანზე ისე სხვა ჰიდროელექტროსადგურებზე კეთდება საკმაოდ დეტალური, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშები, ისეთი დეტალური რომ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები სწორედ ასეთ ანგარიშებს ეყრდნობიან და გარდა ამისა თუ ენერგეტიკულ პროექტზე არ არის დეტალური კვლევები ჩატარებული გარემოზე ზემოქმედების კუთხით ასეთ პროექტებს ცხადია საერთაშორისი ფინანსური ინსტიტუტები არ დააფინანსებენ. აქედან გამომდინარე თითოეულ ჰიდროელექტროსადგირზე ტარდება დეტალური კვლევა და არ მიმაჩნია, რომ ეს საკითხი არის ისეთი ფაქტორი, რომელიც დამაბრკოლებელი უნდა იყოს ისეთი მნიშვნელოვანი მიზნისთვის, როგორიც არის ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა. ნამახვანჰესი არის ის ელექტროსადგური, რომელიც იქნება ყველაზე მდგრადი, მას არანაირი დიდი გავლენა არ ექნება გარემოზე და ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე რომ სხვადასხვა ორგანიზაციები, რომლებსაც თავიანთი ვიწრო მერკანტილური ინტერესები ამოძრავებთ ცდილობენ დეზინფორმაციის გავრცელების გზით მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ და დანერგონ ანტი განწყობები ჰიდროელექტროსადგურების მიმართ.ვფიქრობ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების კუთხით ბევრია სამუშაო“ – აღნიშნავს ანდრია გვიდიანი.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთში, ნამახვანჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები განახლდა, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა გააპროტესტა და აქცია გამართა. აქციის მონაწილეებმა იმ ტერიოტრიაზე მისვლა სცადეს, სადაც რამდენიმე თვის წინ ჯვარი აღმართეს. სამართალდამცველებმა მათ ამის უფლება არ მისცეს და განმარტეს, რომ ადგილი, სადაც ჯვარია აღმართული არის კერძო საკუთრება, რასაც მცირე ხმაური მოჰყვა.

Leave a Reply