აშშ-ს ენერგეტიკის სამინისტრომ ოდნავ შეამცირა 2021 წლის ნავთობზე გლობალური მოთხოვნის პროგნოზი – 96,9 მილიონ ბარელამდე დღე/ღამეში, 2022 წლისთვის – 100,5 მლნ ბარელამდე დღე/ღამეში. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება”ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. აღნიშნულია, რომ პროგნოზის გადახედვაზე გავლენა იქონია COVID-19-ის ახალი შტამის გამოჩენამ. ვინაიდან მისი გავრცელების შედეგები უცნობია, მსოფლიოში ნავთობის მოხმარების შემცირების რისკი არსებობს, განსაკუთრებით საავიაციო საწვავზე.
Read More »