Tag Archives: #ელექტროენერგია

ნათია თურნავა: „ნამახვანჰესის” აშენება მოხდება იმ პირობებისა და წესების მიხედვით, რომელსაც მათ სახელმწიფო უწესებს

„ნამახვანჰესის” აშენება მოხდება იმ პირობებისა და წესების მიხედვით, რომლებსაც მათ სახელმწიფო უწესებს და გაუკონტროლებს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. ნათია თურნავას განცხადებით, ეს არ არის მიწის უპირობოდ გადაცემა და თუ ინვესტორი რომელიმე პირობას არ ასრულებს, რომელიც ხელშეკრულებაში, სამშენებლო და გარემოსდაცვით ნებართვებშია ჩადებული, სახელმწიფოს აქვს სრული უფლებამოსილება, დააყენოს მისი პასუხისმგებლობის საკითხი, რაც, საბოლოო ჯამში, შეიძლება ხელშეკრულების მოშლით და ...

Read More »

მერაბ გაფრინდაშვილი: „ამ ხეობაში გვყავს ყველა მიმართულების სპეციალისტი და ეცადეთ, ნაკლებად მოუსმინოთ არასწორ ინფორმაციას“

„საუბარი იმაზე, რომ კაშხალი შენდება სუსტ გრუნტებში, სიცრუეა. კაშხალი განთავსებულია მტკიცე ორპირიტულ ქანებში, რომლებიც ერთ-ერთი მტკიცე, მდგრადი ქანებია. ყველაზე დიდი მეწყერი, რომელიც ამ ზონაში წყალსაცავის არეალშია მოქცეული, ეს არის ბერჩის მეწყერი, თუმცა იმ ტიპისაა, რომ ერთიანი მოწყვეტა და 34 მეტრიანი ტალღის გამოწვევა არ შეუძლია. ეს ზონა 170 მლნ კუბური მეტრის ტევადობის სივრცეა, რაც ძალიან დიდი ტევადობაა და გამორიცხულია, 34 მეტრიანი ...

Read More »

ნათია თურნავა: “მაინტერესებს პეტიციის ავტორებისგან, იზიარებენ თუ არა მოწოდებას, „არა ჰესებს“ და ინვესტორების მიმართ ქსენოფობიურ გამონათქვამებს”

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ „ნამახვანჰესის“ მიმართ კრიტიკა იყოფა ე.წ. სამ ბლოკად. როგორც ნათია თურნავამ პარლამენტში რამდენიმე გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, ეკონომიკის სამინისტრო ღიაა ნებისმიერი კრიტიკის მიმართ და ყველა კითხვაზე პასუხის გასაცემად. „ძალიან აქტიურად ვართ ჩართული მიმდინარე დისკუსიებში, იკვეთება, რომ ნამახვანის მიმართ კრიტიკა იყოფა ე.წ. სამ ბლოკად. პირველი ნაწილი ეს არის, ზოგადად, უარყოფითი მიდგომა ჰესების მიმართ – ...

Read More »

ENKA: საველე სამუშაოები მიმდინარეობს ამინდზე დამოკიდებული გრაფიკით

კომპანია „ენკა რინიუებლზი“, რომელმაც ნამახვანი ჰესი უნდა ააშენოს აცხადებს, რომ რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები არ შეუჩერებიათ. „კომპანია აგრძელებს კომპლექსურ მუშაობას, საველე სამუშაოები მიმდინარეობს ამინდზე დამოკიდებული გრაფიკით. მათ შორის, ვმუშაობთ ნებართვების აღების კუთხით, რომელიც უკავშირდება ზემო ნამახვანის ნაწილს,“ – ნათქვამია კომპანიის მიერ „ნეტგაზეთისთვის“ მოწოდებულ ინფორმაციაში. „ნეტგაზეთი“ ადგილობრივებზე დაყრდნობით დღეს წერდა, რომ რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები დროებით შეჩერებული იყო. ...

Read More »

ნათია თურნავა: “ბოლო ათი წლის განმავლობაში ქართული ენერგეტიკის განვითარება ვერ ეწეოდა ეკონომიკის ზრდის ტემპებს, „არა ჰესებს“ კამპანიის გამო”

დიდი ჰესების წინააღმდეგ მოძრაობა, „არა ჰესებს“ პროპაგანდა საქართველოში ჯერ კიდევ წინა საუკუნის 90-იანი წლებიდან მოდის და ვერც ერთი მთავრობა, ვერც ერთი ცალკეული ენერგეტიკის მინისტრი ვერ დაძლევს ამ პრობლემას, თუკი არ გვექნება ფართო ეროვნული თანხმობა ფუძემდებლურ საკითხებზე, – განაცხადა დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მოხსენებისას. ...

Read More »

გიორგი აბრამიშვილი: “ქარის და მზის სადგურებს არ გააჩნიათ „ინერცია“, რომელიც წარმოადგენს ელექტროენერგეტიკული სისტემის უნარს წინააღმდეგობა გაუწიოს ავარიებს”

„განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის“ დირექტორი გიორგი აბრამიშვილი განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “მინდა საზოგადოებაში გაჩენილ ერთ-ერთ მოსაზრებას გამოვეხმაურო – თუ რატომ არ შეიძლება ჩავანაცვლოდ ჰიდროელექტროსადგურები მზის ან ქარის სადგურებით სრულად, არ ავაშენოთ ჰესები და არ დავტბოროთ ჩვენი ქვეყანა?პირველი რიგში როგორც ამ ქვეყნის შვილისათვის და მერე როგორც „განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის“ დირექტორისათვის, რომელიც სამივე დარგის მიმართულების კომპანიებს აერთიანებს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ...

Read More »

ნამახვანჰესის სამუშაოები შეჩერებულია, მოსახლეობასა და სახელმწიფოს შორის მოლაპარაკებები იწყება

რიონის ხეობაში კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ ნამახვანჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები შეაჩერა. სამუშაოების შეჩერება მინისტრებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის  5 მარტს გამართული შეხვედრის შემდეგ გადაწყდა. „რიონის ხეობაში სამუშაოები შეჩერებულია. ხვალ საკომიტეტო მოსმენაა პარლამენტში, ასევე, პარასკევს ქუთაისში იქნება სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა“, – უთხრა „ნეტგაზეთს“ ვარლამ გოლეთიანმა, რომელიც „რიონის ხეობის მცველების“ ერთ-ერთი წარმომადგენელი და საპროტესტო აქციების ორგანიზატორია. 8 მარტის მონაცემებით ისევ ძალაშია 14 მარტს ...

Read More »

Aston Martin ელექტრო მანქანას გაერთიანებულ სამეფოში შექმნის

Aston Martin თავის ახალი ელექტრო მაქანის შექმნას 2025 წლიდან დიდ ბრიტანეთში გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის უმსხვილესმა აქციონერმა Financial Times-ს განუცხადა. ლოურენს სტროლის თქმით, კომპანია  ელექტრო სპორტულ მანქანას და ფურგონს ინგლისისა და უელსის ქარხნებში დაამზადებს. ფირმას, შესაძლოა, ბატარეები Mercedes-Benz-მა მიაწოდოს, თუმცა ბრიტანული ბრენდი სხვა ვარიანტებსაც განიხილავს. კომპანიის დაპირება, მანქანების გაერთიანებულ სამეფოში აწყობის შესახებ Brexit– ით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეების შემდეგ ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამასთან, ...

Read More »

ნათია თურნავა – ენერგეტიკაში ჰესის მშენებლობის ალტერნატივაა რომელიმე ქვეყანაში ჩვენი ვალუტის გასვლა და იქიდან დენის შემოტანა

ენერგეტიკაში ჰესის მშენებლობის ალტერნატივაა რომელიმე ქვეყანაში ჩვენი ვალუტის გასვლა და იქიდან დენის შემოტანა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ცაგერში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა. მინისტრმა „ნამახვანი ჰესთან“ დაკავსირებით მოსახლეობის კითხვებს უპასუხა, მათ შორის რატომ აშენებს ჰესს უცხოელი ინვესტორი და არა სახელმწიფო. „წარმოადგენს თუ არა უცხოელი ინვესტორი, „ნამახვანის“ შემთხვევაში თურქი ინვესტორი საფრთხეს? რა თქმა უნდა, არა. ჩვენ ...

Read More »

გიორგი ჩიქოვანი: ბოლო 10 წელიწადში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი 8-ჯერ გაიზარდა

საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი 2010 წლიდან 8-ჯერ, ხოლო ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამჯერ გაიზარდა. ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩიქოვანმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „პროფესიონალები“ განაცხადა. ჩიქოვანმა ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, ელექტრო ენერგიის იმპორტ დამოკიდებულების ზრდაზე და მოსალოდნელ რისკებზე ისაუბრა. მისი განმარტებით, საქართველო ვერ ახერხებს საკუთარი ენერგეტიკული რესურსის ათვისებას და მეზობელ სახელმწიფოებზე უფრო და უფრო დამოკიდებულები ხდება. „ჩვენი ელექტრო სადგურებით დაახლოებით 12 მილიარდ კილოვატ საათს ...

Read More »