Tag Archives: #გაზი

„თბილისი ენერჯი“ – გაზგამანაწილებელ ქსელზე დაზიანების გამო, გაზის მიწოდება 4 280 აბონენტს დროებით შეუწყდება

გაზგამანაწილებელ ქსელზე აღმოჩენილი დაზიანების გამო, 9 დეკემბერს, 10:00 საათიდან გაზის მიწოდება 4 280 აბონენტს დროებით შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. „გაზმომარაგება შეუწყდება – პეტეფის ქუჩაზე, ნაკვ. 04/043-ში მდებარე შპს ,,ტრიუმფ გრუპი”-ს, ვარკეთილის IV მ/რ-კვ. 3-ში მდებარე საცხოვრებელი კორპ. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 10, 11, 11ა, 12, 13, 14, 15, წულუკიძის ქ. 31/33, 35, წულუკიძის III შესახვევში მდებარე ...

Read More »
ირანი ევროპის გაზმომარაგებას აზერბაიჯანის გავლით შეეცდება

ევროპამ საცავში არსებული გაზის 23%-ზე მეტი უკვე გამოიყენა

დეკემბრის დასაწყისისთვის, ევროპის მიწისქვეშა საცავებიდან უკვე ამოღებული იქნა ბუნებრივი აირის მარაგის დაახლოებით მეოთხედი. Gas Infrastructure Europe-ის მონაცემებით, 4 დეკემბრის მდგომარეობით, ევროპის მიწისქვეშა გაზსაცავებიდან უკვე გატანილია მიმდინარე წლის გაზის მოცულობის დაახლოებით 23.4%. სინოპტიკოსები ევროპას ცივ ზამთარს უწინასწარმეტყველებენ. ვარაუდობენ, რომ პირველი ყინვები ევროკავშირში გაზის ფასებს ისევ შემოდგომის ნიშნულამდე გაზრდის. ევროპელი ანალიტიკოსების აზრით, მიწისქვეშა საცავების ფაქტორის, ასევე, ევროპასა და აზიაში მოახლოებული გათბობის სეზონის ...

Read More »
გააძვირებს თუ არა გაზის გადასახადს "ყაზტრანსგაზის" გასხვისება

ევროპაში გაზის ფასი ზრდას განაგრძობს

ევროპაში გაზის ფასმა, დღევანდელი სავაჭრო დღის დასაწყისში, 1000 კუბურ მეტრზე 1 150 აშშ დოლარს გადააჭარბა. ამას მოწმობს ლონდონის საფონდო ბირჟის ICE-ის მონაცემები. ნიდერლანდებში TTF-ის ჰაბში გაზის იანვრის ფიუჩერსების ღირებულება ათას კუბურ მეტრზე  1 155 დოლარამდე გაიზარდა, რაც წინა სავაჭრო დღის  დახურვის ფასთან შედარებით 3%-ზე მეტია. გასული სავაჭრო დღის დახურვისთვის, ევროპაში  გაზის ფიუჩერსების ფასები 6,5%-ით გაიზარდა და ათას კუბურ მეტრზე 1 119 აშშ დოლარს შეადგენდა. ...

Read More »
მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტში ჩართვის სურვილი "სოკარის" შემდეგ ჩინურმა "ჰუალინგმაც" გამოთქვა

ეკონომიკის სამინისტრო – მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის პირველი ფაზა 2022 წელს დაიწყება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განმარტებით, მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის პირველი ფაზა მომდევნო წელს არის დაგეგმილი. დავით თვალაბეიშვილის განცხადებით, მოლაპარაკებები დონორ ორგანიზაციებთან აქტიურად გრძელდება. „წინა წლებში ის თანხები, რომელიც გამოყოფილი იყო საფინანსო ინსტიტუტებიდან მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობისთვის პანდემიის გამო სხვა მიმართულებით მიიმართა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პროექტი გაჩერდა და არ განხორციელდება. ორი მიმართულებით ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას და უკვე ვმუშაობთ. ერთი არის ის რომ რაც გასაკეთებელია პირველი ...

Read More »
აზერბაიჯანული გაზი - 240 დოლარი, რუსული - 200, ირანული - 400

ევროპაში გაზის ფასის მატების ფონზე, აშშ რუსეთს ახალი სანქციებით ემუქრება

ევროპაში ბუნებრივი აირის ფიუჩერსების ფასმა მოიმატა – მოვაჭრეები ზამთრის მარაგების ახალ რისკებს აფასებენ. მომდევნო თვეების ფასები ნიდერლანდებში 5.6%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც Royal Dutch Shell Plc-მა გააუქმა LNG-ის რამდენიმე გადაზიდვა ავსტრალიაში შეფერხების გამო, რაც გაზრდის გლობალურ კონკურენციას. მოვაჭრეები ასევე ელიან Nord Stream 2-ის წინააღმდეგ სანქციებსა და შემდგომ შეფერხებებს უკრაინის თემაზე პოლიტიკური დაპირისპირების გამო. ანალიტიკოსები და მოვაჭრეები ელიან, რომ ფასები მაღალი ...

Read More »

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია განცხადებას ავრცელებს

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მიმდინარე წლის 7 დეკემბერს ქვემოჭალის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 7 დეკემბერს 11:00 დან 13:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შესაძლებელია შეეზღუდოს, კასპის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ქვემო ჭალას, ახალშენს, ბოჟამს, გორაკას, ვაკეს, თოგოიანს, იგოეთს, მრგვალიჭალას, პანტიანს, საკორინთლოსა და სამთავისს. შპს ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი შემცირდა

ევროპაში გაზის ფიუჩერსების ღირებულება გასული დღის განმავლობაში დაახლოებით 4%-ით შემცირდა. ამას მოწმობს ICE Futures-ის მონაცემები. ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში გაზის იანვრის ფიუჩერსების ღირებულებამ ათას კუბურ მეტრზე 994 აშშ დოლარი შეადგინა. თუმცა, მიუხედავად აღნიშნულისა, ევროპის ენერგეტიკული კრიზისი პიკს აღწევს, გასულ წელთან შედარებით ფასები ხუთჯერ გაიზარდა. ბუნებრივი გაზის მარაგები იმდენად დაბალია, რომ ნორმალურზე ცივმა ზამთარმა შესაძლებელია ინდუსტრიისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების შეზღუდვის აუცილებლობა დააყენოს. ენერგიის ხარჯის ზრდის ...

Read More »
თბილისში ბუნებრივი გაზის მკვეთრი სუნი გაზის ჭარბმა ოდორიზებამ გამოიწვია

8 დეკემბერს, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდებათ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებს

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” ცნობით, 8 დეკემბერს, 09:00 დან 17:00 საათამდე, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდებათ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებს: გამარჯვებასა და აღთაკლიას. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მიზეზი სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელებაა. „გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მიმდინარე წლის 8 დეკემბერს გამარჯვების გაზგამანაწილებელ სადგურში სარეკონსტრუქციო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 8 დეკემბერს, 09:00 დან 17:00 საათამდე, ბუნებრივი ...

Read More »

“საქართველოს გაზიფიკაციის მაჩვენებელი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია”

“ძალიან დიდი კომპონენტი ჩვენი მომავალი წლის ბიუჯეტის არის სწორედ განვითარებაზე ორიენტირებული, მათ შორის განვითარებაზე ორიენტირებულია კაპიტალური ხარჯები, რომლის დონეც ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიო ქვეყნებს შორის, დაახლოებით, 8%-ია მშპ-სთან, ეს არის ინფრასტრუქტურა, თუნდაც ჩემი სამინისტროს პაკეტში ეს არის კვლავაც გაზიფიკაცია, რომელიც საქართველოში 93%-ს აჭარბებს, სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, ეს არის გზები და განსაკუთრებული აქცენტი გაისად გაკეთდება წყალმომარაგებაზე ...

Read More »
ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი სს "სართიჭალა გაზს" რეკომენდაციით მიმართვას

ენერგოომბუდსმენი: მიმდინარე კვირაში CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა

მიმდინარე კვირაში CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, – ამის შესახებ ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა შაბათს განაცხადა. მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის ორი უცხოეთის მოქალაქე იყო, ერთი კი მცირეწლოვანი. „CO-ს გაჟონვით, მიმდინარე კვირას უცხოეთის 2 მოქალაქე, ასევე მცირეწლოვანი და დედა გარდაიცვალა. არ ყოფილა აფეთქება ან მასშტაბური შემთხვევა, არამედ, მოხდა გაჟონვა, რაც იმას გულისხმობს, რომ შიდა ქსელზე დარღვევები არსებობდა. ფართში განთავსებული იყო სასიკვდილო ...

Read More »