Tag Archives: #გაზი

ევროპაში გაზის ფასი ზრდას განაგრძობს

ევროპაში გაზის ფიუჩერსების ფასები ათას კუბურ მეტრზე 1 100 აშშ დოლარს აჭარბებს. გაზის თებერვლის ფიუჩერსების ფასმა ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ვაჭრობის გახსნისას ათას კუბურ მეტრზე 1 140 აშშ დოლარი შეადგინა. თუმცა, მოგვიანებით 1 100 დოლარამდე დაეცა. შეგახსენებთ, რომ 21-22 დეკემბერს გაზი ევროპის ბაზარზე $2 000-ზე მეტი ღირდა. თუმცა, შემდეგ, ევროპაში ძლიერი ქარის გამო ქარის ელსადგურებზე ელგამომუშავების რეკორდულ მაჩვენებელის გამო ბუნებრივი აირის ფასი განახევრდა.

Read More »
რუსეთი გაზის ტრანზიტის საკითხში უკრაინას თურქეთით ჩაანაცვლებს

“გაზპრომსა” და Botas-ს შორის ოთხწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა

რუსულმა გაზოპერატორმა „გაზპრომ ექსპორტმა“ და თურქულმა Botas-მა გაზის მიწოდებისა და გაზის ინფრასტრუქტურის გამოყენების შესახებ ახალ ხელშეკრულებებს მოაწერეს ხელი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “გაზპრომი” ავრცელებს. მხარეებს შორის ხელშეკრულება ოთხი წლის ვადით გაფორმდა. Botas-თან ხელშეკრულება ითვალისწინებს თურქული ნაკადის მეშვეობით წელიწადში 5,75 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზის მიწოდებას. „კერძოდ, 2022 წლის 1 იანვრიდან გაფორმდა ახალი კონტრაქტი Botas-ისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებაზე. ხელშეკრულება ითვალისწინებს 5,75 მილიარდ კუბურ მეტრამდე ...

Read More »

თბილისში CO-თი ინტოქსიკაციას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

თბილისში, ავჭალაში მდებარე საცხოვრებელ სახლში CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. ამის შესახებ იფორმაციას საქართველოს პირველი არხი ავრცელებს. კომპანია „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, ბინაში აკრძალული ღია წვის კამერიანი გაზის გამათბობელი და წყლის გამაცხელებელი იყო დამონტაჟებული.

Read More »

სემეკი – ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების ტარიფები არ გაზრდილა და ზრდა არც განიხილება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების ტარიფებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) საზოგადოების სწორი ინფორმირების მიზნით, კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ არ გაზრდილა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების ტარიფები. 2022 წლის პირველი იანვრიდან ტარიფები არ შეცვლილა და ძალაშია კომისიის მიერ წინა პერიოდში მოქმედი სამომხმარებლო ტარიფები. ტარიფების ზრდა არ განიხილება. ...

Read More »

უკრაინაში გაზის იმპორტი გასულ წელს ექვსჯერ შემცირდა

2021 წელს უკრაინაში გაზის იმპორტმა 2,6 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა, რაც 6-ჯერ ნაკლებია 2020 წელთან შედარებით. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. უკრაინის გაზოპერატორის (OGTSU) განცხადებით, იმპორტის ძირითადი ნაწილი უნგრეთიდან შემოვიდა – 1,5 მილიარდი კუბური მეტრი (-64% გასულ წელთან შედარებით). 2021 წლის 1 ოქტომბრიდან უნგრეთში ფიზიკური ტრანზიტის შეწყვეტის მიუხედავად, ვირტუალური იმპორტი შენარჩუნდა სანაპირო პუნქტში: 2021 წლის ოქტომბერ-დეკემბერში უკრაინამ უნგრეთიდან შემოიტანა 55,6 მილიონი კუბური ...

Read More »

ყაზახეთის მთავრობა საწვავზე ფასების ზრდის გამო გადადგა

ყახაზეთში მთავრობა პრემიერ-მინისტრ ასკარ მამინის ხელმძღვანელობით გადადგა. ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყანაში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მთავრობის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის დროებით შემსრულებლად ალიხან სმილოვი დაინიშნა. მთავრობის წევრები ახალი მთავრობის ფორმირებამდე მოვალეობის შესრულებას გააგრძელებენ. „მთავრობისა და სამხედრო ოფისების თავდასხმაზე მოწოდებები აბსოლუტურად უკანონოა. ხელისუფლება არ დაეცემა, მაგრამ ჩვენ გვინდა ურთიერთნდობა, დიალოგი და არა – კონფლიქტი“, – განაცხადა თოყაევმა რამდენიმე საათით ...

Read More »

ევროკავშირს ატომური და გაზის ელოქტროსადგურების „მწვანედ” კლასიფიცირება სურს

გლაზგოს კლიმატის ცვლილებებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე გერმანია და ევროკავშირის 4 სხვა ქვეყანა ევროკავშირის მიერ ბირთვული ენერგიის ეკოლოგიურად სუფთა ენერგიად კლასიფიცირების წინააღმდეგ ერთობლივი დეკლარაციით წარდგნენ. ბირთვული ენერგიის ეკოლოგიურად სუფთა ენერგიად ცნობის წინააღმდეგ გამოსვლასთან ერთად გერმანია ბუნებრივ აირზე მომუშავე ელექტროსადგურებისთვის დამაბრკოლებელი გარემოებების შექმნის გადავადების წინადადებით გამოდიოდა. ევროკავშირის კომისიის მიერ შემუშავებულ და წევრი-სახელმწიფოებისათვის დაგზავნილ დოკუმენტში შესული წინადადებები, ექსპერტთა აზრით, კომპრომისულია და ორი დიდი სახელმწიფოს, ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი გაიზარდა

2022 წლის პირველი სავაჭრო დღის  დასასრულისთვის ევროპაში გაზის ფიუჩერსების ფასები ათას კუბურ მეტრზე 1 000 აშშ დოლარს მიუახლოვდა. გაზის თებერვლის ფიუჩერსების ფასმა ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ვაჭრობის გახსნისას ათას კუბურ მეტრზე 817 აშშ დოლარს შეადგენდა, მოგვიანებით კლების ტემპი 771,2 დოლარამდე დაეცა. თუმცა, დღის მიწურულს ფასმა დაიწყო სტაბილური ზრდა და დახურვის ფასი 982,6 აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც 19,6%-ით მეტია პარასკევის სამიზნე ღირებულებაზე. შეგახსენებთ, რომ 21-22 დეკემბერს გაზი ევროპის ბაზარზე $2 000-ზე ...

Read More »

2021 წელს საქართველოში ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი 64.4%-ით გაძვირდა

საქსტატის მონაცემებით, ბოლო ერთ წელში საქართველოში ფასი 264 დასახელების პროდუქტზე გაიზარდა. ინფლაციის მაჩვენებელი ბოლო ერთ წელში 13,9 პროცენტია. გაძვირებული პროდუქტისა და მომსახურების ჩამონათვალში მოხვდა კომუნალური გადასახადები, საყოფაცხოვრებო ნივთები, ბოსტნეული და ხილი. ყველაზე მეტად გაძვირებულ პროდუქტებს შორის მოხვდა ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და საწვავი. გაძვირებულია წყლისა და ნაგვის გატანის მოსახურების ღირებულებაც: წყლის გადასახდელი – 77,37%; ბუნებრივი გაზის გადასახდელი – 76,59%; ელექტროენერგიის გადასახდელი ...

Read More »

“გაზპრომმა“ უკრაინის გავლით სლოვაკეთში გაზის ტრანზიტი სამჯერ შეამცირა

იანვრის დასაწყისში რუსეთიდან უკრაინის გავლით გაზის გადატუმბვა სლოვაკეთის მიმართულებით სამჯერ შემცირდა. აღნიშნულის შესახებ უკრაინული მედია სლოვაკეთის გაზის გადამცემ ოპერატორ Eustream-ზე დაყრდნობით იუწყება. 2021 წლის 31 დეკემბერს  83,8 მილიონი კუბური მეტრი გაზი გადაიტუმბა.  2022 წლის 1 იანვარს მაჩვენებელი 49,5 მილიონ კუბურ მეტრამდე დაეცა. 2 იანვარს – 35,5 მლნ კუბურ მეტრამდე.  ხოლო 3 იანვარს – 26,1 მლნ კუბურ მეტრამდე. საერთო ჯამში, 2021 წელს, საშუალო დღიური ამოტუმბვის ...

Read More »