Tag Archives: #ენერგეტიკა

ბილ გეითსმა 1 მილიარდ დოლარზე მეტი მოიზიდა სუფთა ენერგიის პროექტებისთვის

ამერიკელმა მილიარდერმა ბილ გეითსმა $ 1 მილიარდზე მეტი მოიზიდა საკუთარი კომპანია Breakthrough Energy Catalyst-ისთვის, რომელიც ალტერნატიულ ენერგო პროექტებზე მუშაობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. ინვესტორებს შორისაა Microsoft, BlackRock, General Motors, Bank of America, American Airlines Group, Boston Consulting Group და ArcelorMittal. BlackRock უზრუნველყოფს 100 მილიონი აშშ დოლარის გრანტს, ხოლო დანარჩენი კომპანიები განახორციელებენ ფულად ინექციებს. Breakthrough Energy Catalyst აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა განახლებად ...

Read More »

დღეს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 20 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. კრწანისის რაიონი – 13:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, გრიშაშვილისა და ფირდოუსის ქუჩების მოსახლეობას. მთაწმინდის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბროსეს, ვირსალაძის, ასათიანის, სანაპიროსა და ვეკუას ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV ...

Read More »

თურქეთი Akkuyu-ს ატომური ელექტროსადგურდან პირველი სიმძლავრის მიღებას 2023 წლის მაისისათვის გეგმავს

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ 2023 წლის მაისისათვის ექსპლუატაციაში შევა Akkuyu-ს ატომური ელექტროსადგურის პირველი რეაქტორი. “Akkuyu-ს ელექტროსადგურის პირველი ერთეულის მშენებლობა, რომელშიც დასაქმებულია 3 000 რუსი და 10 000 თურქი ინჟინერი, დასრულდება 2023 წლის მაისამდე. ჩვენ ამას აღვიქვამთ, როგორც ძალიან მნიშვნელოვან სიმბოლოს” – აღნიშნა პრეზიდენტმა მერსინში სიტყვით გამოსვლისას. სწორედ აქაა განლაგებული თურქეთის პირველი ატომური ელექტროსადგური, იუწყება TASS. შეგახსენებთ, ...

Read More »
იაპონიაში ატომური ელექტრსადგურების მუშაობა განახლდა

IAEA 2050 წლისთვის ბირთვული ენერგიის მოხმარების ზრდას ელოდება

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო IAEA ვარაუდობს, რომ ბირთვული ენერგიის გამოყენება 2050 წლისთვის. გაორმაგდება. ამის შესახებ Prime წერს. ორგანიზაციის თანახმად, ასეთი დასკვნები მომდევნო სამი ათწლეულის განმავლობაში ელექტროენერგიის წარმოების შესამჩნევი ზრდის იდეას ემყარება, რასაც ბირთვული ენერგიის ზრდა მოჰყვება. “IAEA- ს ახალი პროგნოზები აჩვენებს, რომ ბირთვული ენერგია დაბალი ნახშირბადის ენერგიის წარმოებაში ისევ განუყოფელ როლს თამაშობს”, – განაცხადა IAEA-ს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ. IAEA ვარაუდობს, ...

Read More »

Goldman Sachs: ზამთარში ევროპას ელექტროენერგიის სრულად გათიშვა ემუქრება

ევროპაში ენერგომატარებლებზე ღირებულების ზრდა ზამთარში ელექტროენერგიის მასიურად გათიშვის საფრთხეს ქმნის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ცივი ამინდი დროზე ადრე შეამცირებს ბუნებრივი აირის ისედაც მცირე მარაგს. აღნიშნულს Goldman Sachs–ის ანგარიში ვკითხულობთ, რომელსაც ProFinance აქვეყნებს. ბანკის ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ გაზის მაღალმა ფასმა შეიძლება დაარეგულიროს საბაზრო ბალანსი და აღმოფხვრას ევროპაში ბუნებრივი აირის დეფიციტი, თუმცა, ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ზამთარი ჩვეულებრივზე უფრო ცივი იქნება, ...

Read More »

ბუქარესტსა და რუმინეთში მაღალი დონის საინვესტიციო კონფერენცია Energy Week Black Sea გაიმართება

28-30 სექტემებრს, ბუქარესტსა და რუმინეთში, ჰიბრიდულ ფორმატში, მაღალი დონის საინვესტიციო კონფერენცია Energy Week Black Sea გაიმართება. Energy Week Black Sea- ზე საქართველოდან ერთ-ერთ სპიკერად წარმოდგენილია GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი აბრამიშვილი, რომელიც  საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობებსა და ჰიდრო პოტენციალზე  ისაუბრებს. საქართველოდან სპიკერად, ასევე, წარმოდგენილი იქნება საქართველოს  ენერგეტიკისა და წყარლმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) წევრი –  მაია მელიქიძე. #EWBS აერთიანებს სამთავრობო უწყებებს, რუმინეთის, ...

Read More »
კლიმატის ცვლილებაზე თბილისში ევროკავშირ-საქართველოს კონფერენცია ჩატარდება

ევროპაში ენერგეტიკული კრიზისი მწვავდება

ევროპის ენერგეტიკულმა კრიზისმა დიდ ბრიტანეთში ორ ქარხანას საქმიანობის შეჩერებისკენ უბიძგა. ეს პირველი ნიშანი იმისა, რომ გაზისა და ელექტროენერგიის ფასის რეკორდული ზრდა რეგიონის ეკონომიკურ აღდგენას  საფრთხეს უქმნის. CF Industries Holding-მა განაცხადა, რომ ბუნებრივი გაზის მაღალი ფასის გამო წყვეტს ოპერაციებს ბილინგემისა და ინსის ობიექტებში. უცნობია, როდის განახლდება წარმოება. ამ ფონზე, ევროპა ენერგიის დეფიციტის წინაშეა და გაზისა და ელექტროენერგიის ფასები ყოველდღიურად რეკორდულ მაჩვენებლებს ...

Read More »
ელექტროენერგიის გაძვირება თბოსადგურებმაც მოითხოვეს

ევროკავშირში ელექტროენერგიის ფასი ქარის სიმცირის გამო გაორმაგდა

ევროპაში ელექტროენერგიის ფასი გაიზარდა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ ძლიერი ქარის არარსებობის გამო ჩრდილოეთ ზღვაში მდებარე ქარის ელექტროსადგურებში მათი წარმოება შემცირდა. ინფორმაციას Wall Street Journal ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დიდ ბრიტანეთში ფასები სექტემბერში გაორმაგდა და თითქმის შვიდჯერ აღემატებოდა 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ქვეყანაში გასულ კვირას ელექტროენერგიის ფასი (1 მგვტ/სთ) 285 გირვანქა სტერლინგამდე ადიოდა, რაც 1999 წლიდან რეკორდულად მაღალ მაჩვენებლად ითვლება. დიდ ბრიტანეთში 6 ...

Read More »

პროგრამამ EU4Energy ახალი ბლოგი, „ქალები ენერგეტიკაში“ აამოქმედა

პროგრამამ, EU4Energy აამოქმედა ბლოგი, „ქალები ენერგეტიკაში“, სადაც ენერგეტიკის სექტორში დასაქმებული ქალების წარმატების ისტორიები გამოქვეყნდება. გარდა ამისა, ბლოგი მიზნად ისახავს, მეტი ახალგაზრდა ქალი მოიზიდოს ენერგეტიკის სექტორში და გააცნოს მათ ამ სფეროში მუშაობასთან დაკავშირებული უპირატესობები.  EU4Energy-მ ბლოგის პირველ საპატიო სტუმრად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, თამარ სულუხია მიიწვია. სულუხიამ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ შემუშავებული სპეციალური გენდერული ...

Read More »

ნათია თურნავამ ენერგოსექტორის წარმომადგენლებს ენერგეტიკოსის დღე მიულოცა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს ენერგეტიკული სექტორის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა. „ვულოცავ საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში დასაქმებულ ყველა სპეციალისტს პროფესიულ დღეს. ჩემი პირადი გამოცდილებიდან კარგად ვიცი, რამდენად დიდია თითოეული თქვენთაგანის ღვაწლი ჩვენი სამშობლოს განვითარების საქმეში. მათ წარმატებულ საქმიანობაზე დიდწილად არის დამოკიდებული საქართველოსა და მისი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა,“ – აღნიშნა ნათია თურნავამ. მინისტრის თქმით, ენერგეტიკა ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალია ...

Read More »