Tag Archives: #ელექტროენერგია

სემეკმა „დარიალ ენერჯი“ ელექტროსისტემის დისპეტჩერზე დაუმორჩილებლობის გამო 75 000 ლარით დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „დარიალ ენერჯი“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 75 ათასი ლარით დააჯარიმა. დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენს მიმდინარე წლის მაისში შპს „დარიალ ენერჯის“ საკუთრებაში არსებული „დარიალ ჰესის“ მიერ გადაცემის სისტემის ოპერატორის ელექტროენერგიის დისპეტჩერის მითითება-განკარგულებაზე რამდენჯერმე დაუმორჩილებლობა, რამაც გამოიწვია „ლარსი ჰესის“, „ყაზბეგი ჰესის“ გაჩერება და „ენერგო პრო ჯორჯიას“ მომხმარებლებისათვის გარკვეული დროის განმავლობაში ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა. სემეკის მხრიდან ...

Read More »
ბათუმის მერია ენერგოეფექტურობის მისაღწევად შენობა-ნაგებობების მოდერნიზებას გეგმავს

დღეს, თბილისის რამოდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეუწყდება

დღეს, 14 ივლისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს. საბურთალოს რაიონი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სულხან ცინცაძის, თამარაშვილის, ანაგის, აკაკი გახოკიძის, გაგარინის, კანდელაკის და შარტავას   ქუჩების მოსახლეობას. 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავთო ვარაზის ქუჩის მოსახლეობას. კრწანისის რაიონი 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოლმეურნეობის მოედნის, მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიის, ვეკუას, ჭანტურიას, ხაზინის, ფხოვის, ბარათაშვილის, ათონელის, სულხანიშვილის, ...

Read More »

“ელექტრო აპოკალიფსი” ირანში

ასე შეიძლება დახასიათდეს სიტუაცია ირანში, როდესაც  ხელისუფლებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე საათის განმავლობაში გათიშა ელექტროენერგია. საზაფხულო ელექტროენერგიის გათიშვა ბოლო 30 წლის განმავლობაში უკვე ქრონიკული მოვლენაა ირანში,  თუმცა, აღნიშნულით გამოწვეული ზიანი წელს განსაკუთრებით მასშტაბური იყო. თეირანი, ისპაჰანი და სხვა დიდი ქალაქები ნამდვილ პოსტ-აპოკალიპტურ ჰოლივუდურ ფილმს მოგაგონებთ: შუქნიშნები და მაღაზიების სიგნალიზაციები გამორთულია, ზოგიერთმა საწარმომ და ქარხანამ შეწყვიტა მუშაობა, თეირანის მეტროს გრაფიკი არეულია, ...

Read More »
თბოსადგურ გარდაბანი 2-ის აშენებას ჩინური CTEC-ი გეგმავს

GOGC “გარდაბანი 3”-ის მშენებლობის დაწყებას წლის მეორე ნახევარში გეგმავს

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია კიდევ ერთი, რიგით მესამე, გაზის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური „გარდაბანი 3“-ის მშენებლობას სავარაუდოდ, 2021 წლის მეორე ნახევარში დაიწყებს. ამის შესახებ კორპორაციის წლიურ ანგარიშშია ნათქვამი. დაგეგმილია 272 მგვტ სიმძლავრის ბუნებრივ გაზზე მომუშავე მესამე კომბინირებული ციკლის თბოსადგურის მშენებლობა. გათვალისწინებულია ორი აირ ტურბინის და ერთი ორთქლის ტურბინის მშენებლობა. მისი ექსპლუატაციაში შესვლა 2023 წლისთვის იგეგმება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 175 მლნ ...

Read More »
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება პირველ კვარტალში 1.8%-ით გაიზარდა

დღეს, თბილისის რამოდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეუწყდება

დღეს, 13 ივლისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს. საბურთალოს რაიონი 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭიათურის ქუჩის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის და საბურთალოს ქუჩის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კარტოზიას ქუჩის მოსახლეობას. კრწანისის რაიონი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის III, IIIა მიკრორაიონების, ფონიჭალის დასახლების, ზემო ფონიჭალის ...

Read More »
სომხეთში საქართველოსგან იაფფასიანი ელექტროენერგიის შეძენას განიხილავენ

18 მსხვილი კომპანია ელექტროენერგიას პირდაპირ მწარმოებლებისგან შეიძენს

18 მსხვილი კომპანია ელექტროენერგიას პირდაპირ მწარმოებლებისგან შეიძენს. 1 ივლისიდან ესკომ საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ, როგორც პირდაპირ მომხმარებელად სწორედ 18 კომპანია დაარეგისტრირა, რითაც პირდაპირ მომხმარებელთა რაოდენობა 42-მდე გაიზარდა. ეს კომპანიები ელექტროენერგიას პირდაპირი ხელშეკრულებებით უშუალოდ მწარმოებლებისგან ან სისტემის კომერციული ოპერატორისგან ყიდულობენ. ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის შესაბამისად, 2021 წლის 1 ივლისიდან სავალდებულო წესით თავისუფალ (როგორც საბითუმო ასევე საცალო) ბაზარზე გავიდნენ 110-35 კვ ძაბვის საფეხურზე ...

Read More »
2014 წლის ელექტროენერგიის ბალანსი

დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გეგმური სამუშაოების გამო 12 ივლისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია „თელასი“ ავრცელებს. საბურთალოს რაიონი, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, პეტრიწის და დემეტრე თავდადებულის ქუჩების მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის და ვაჟა-ფშაველას III კვარტლის მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 11:00 საათამდე, ...

Read More »

Galt & Taggart: ელექტროენერგიის ბაზრის 2020 და 2021(Q1) წლების მთავარი ტენდენციები

ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება, ელექტროენერგიის მომწოდებლების პრობლემები და ენგურის ჰიდროელექტროსადგურის წინასწარ დაგეგმილი დროებითი გათიშვა – სწორედ ეს თემები მოექცა წელს საზოგადოების ყურადღების ცენტრში, როდესაც Covid-19-მა “შუქი ჩააქრო” მაღაზიებში, რესტორნებსადა სხვა საზოგადოებრივ ადგილებში. თუმცა, ბოლო თვეების პანდემიასთან მიმართებაში სტაბილურობისა და პროგნოზირებადობის შეფარდების დონემ საშუალება მისცა ბიზნესებს ისევ “აენთოთ სინათლე”. აღნიშნული ტენდენციის გათვალისწინებით, საქართველოს ბანკის საბროკერო და სამეცნიერო ჯგუფმა Galt & Taggart (G&T) ...

Read More »

სემეკი: „თელმიკოს“ მიერ ზედმეტობით დარიცხული თანხები დაკორექტირდება

ივლისში მოქალაქეთა ნაწილს ელექტროენერგიაზე გაზრდილი გადასახადი მიუვიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სემეკი განცხადებას ავრცელებს: “საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ) მომართა არაერთმა მოქალაქემ, რომლებმაც მოითხოვეს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის (თელმიკო) მიერ ივლისში აბონენტებზე დარიცხული გადასახადის სემეკის მიერ შესწავლა. კომისია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი არ გაზრდილა. სემეკში დაიწყო საკითხის აქტიური მოკვლევა და ზედმეტობით დარიცხული თანხების არსებობის შემთხვევაში, მოქალაქეებს დაუკორექტირდებათ ...

Read More »
უსადენო ნათურა რომელიც მობილურსაც ტენის და 11 წლის განმავლობაში მოგემსახურებათ

თბილისის რამოდენიმე უბანს დღეს ელქტრომომარაგება შეუწყდება

დღეს, 9 ივლისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად “სხვადასხვა სამუშაოს” ასახელებს. დიდუბის რაიონი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III, IV კვარტალების, ბელიაშვილის და მიქელაძის ქუჩების მოსახლეობას. სამგორის რაიონი 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, კახეთის ჩიხის, მამისაშვილის და ახვლედიანის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კალოუბნის და აბაშვილის ქუჩების მოსახლეობას. 14:00 ...

Read More »