Tag Archives: #პროტესტი

“ლევან ვასაძე “ნამახვანჰესის” ირგვლივ არაპრეფესიონალურად მსჯელობს”

ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ისაუბრა, სადაც მან პროექტზე გაფორმებულ ხელშეკრულებას კაბალური და ქვეყნისთვის წამგებიანი უწოდა. ვასაძის განცხადებებს არ იზიარებს ეკონომისტი ანდრია გვიდიანი და მიიჩნევს, რომ ბიზნესმენი ნამახვანჰესთან დაკავშირებით, აბსოლუტურად არასწორ აქცენტებს სვამს. ნამახვანჰესის ირგვლივ ბევრი არასწორი მოსაზრება ვრცელდება, უმეტესობა მათგანი დილეტანტურია და ხშირად გარკვეული ჯგუფები ტყუილების გავრცელების გზით ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. რაც შეეხება ლევან ვასაძის განცხადებებს, ვფიქრობ, ...

Read More »

“ჰგონიათ რომ ქვეყნისთვის კარგ საქმეს აკეთებენ, მაგრამ ცდებიან”

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, დღეს ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საკუთარი ენერგიის წყაროების გამოყენება და „უდიდესი ეროვნული ამოცანა“ ენერგოდამოუკიდებლობაზე გადის. მინისტრის თქმით, ხუდონჰესი, ნენსკრაჰესი და ნამხვანჰესი ის პოტენციური მსხვილი, წყალსაცავიანი ჰესებია, რომელთა აშენება საქართველოს ენერგოსისტემას წელში გამართავს. „ყველა დიდი ჰიდრო პროექტი არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებში არის ხოლმე ასოცირებული გარკვეულ ლოკალურ პროტესტთან, რადგან არის ეკოლოგიური საკითხები, ადგილობრივ ...

Read More »

თელავის სოფელ ლაფანყურის მოსახლეობა მდინარე ლოპოტაზე ჰესის მშენებლობას აპროტესტებს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში ადგილობრივი მოსახლეობა მდინარე ლოპოტაზე დაგეგმილ 5,9 მგვტ სიმძლავრის ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგება. ადგილობრივები აცხადებენ, რომ არაოფიციალურად მიიღეს ინფორმაცია მშენებელი კომპანია „ართანა ლოპოტა ჰესის“ მიერ ხეობაში შესაბამისი ტექნიკის შემოყვანასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ ადგილობრივებმა მდინარე ლოპოტას პირას კარავი გაშალეს და სადღეღამისო მორიგეობა დააწესეს. ლაფანყურელები ამბობენ, რომ სოფლიდან 7 კილომეტრში დაგეგმილი ჰესის მშენებლობა ნეგატიურ გავლენას მოახდენს გარემოზე და სოფელს სასმელი და ...

Read More »

ვარლამ გოლეთიანი: არ შეიძლება მიწა გადავიდეს სამუდამოდ კერძო საკუთრებაში

„რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ მებრძოლმა ვარლამ გოლეთიანმა საკუთარ facebook გვერდზე მიმართვა გაავრცელა, სადაც კიდევ ერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას, რომ შეასრულონ მათი ყველა მოთხოვნა და აღიშნა, რომ აქციის მონაწილეები არ აპირებენ არაფრის დათმობას და ბოლომდე იბრძოლებენ. მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ მათი მიზანი არ არის არეულობის მოწყობა და რომელიმე სამთავრობო პირის გადადგომა, თუმცა არ აპირებენ შეეგუონ სახელმწიფო ინტერესების დათმობას ინვესტორის სასარგებლოდ, რის ...

Read More »

საწვავის ფასის ზრდა თბილისსა და რეგიონებში გააპროტესტეს

გუშინ თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, მოქალაქეებმა სამანქანო გზის გადაკეტვა სცადეს, რამაც პოლიციასთან დაპირისპირება გამოიწვია. ისინი საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებდნენ. „გვინდოდა, რომ გადაგვეკეტა გზის სავალი ნაწილი, გადავედით ფეხით მშვიდობიანად, მაგრამ მოვიდა პატრულის ძალიან ბევრი თანამშრომელი, დაახლოებით, 80-90, შეიძლება მეტიც, გადაგვყარეს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. მერე, ვეცადეთ გზის გადაკეტვას და ერთ-ერთი ჩვენი აქტივისტი დააკავეს. ახლა მივდივართ, კიდევ გვინდა გავაგრძელოთ აქციის მსვლელობა, მაგრამ პატრული ...

Read More »

„ენკა რინიუებლზ“: ჩვენ მზად ვართ, ყველა დაინტერესებულ მხარეს კითხვებზე გავცეთ ამომწურავი პასუხი

კომპანია „ენკა რინიუებლზ”-ს გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „აიფაქტმა” კითხვებით მიმართა, რომელსაც კომპანია პასუხობს.  აიფაქტი: გარემოს დაცვის სამინისტროს დასკვნაში, რომელიც სამნისტრომ 2019 წლის გზშ–ს წარდგენის შემდეგ გასცა, წერია, რომ სამინისტრო კომპანიას დამატებით, დაახლოებით, 23 კვლევის ჩატარებას სთხოვს. მათ შორისაა: დაზუსტდეს პროექტი კურორტ წყალტუბოს თერმულ წყლებზე მოახდენს თუ არა ზემოქმედებას; პასუხი: აღნიშნული საკითხის კვლევა წარდგენილი იქნა სამინისტროში გზშ–ანგარიშთან ერთდ, რაზეც გაცემულია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება N2-191. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში და კანონით გათვალისწინებული თანდართული დოკუმენტაცია საჯაროა და ხელმისაწვდომია სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე. (იხ. ლინკი). კვლევა ცალსახად ცხადყოფს, რომ პროექტის განხორციელებას ვერ ექნება ვერანაიარი ზემოქმედება წყალტუბოს თერმულ წყლებთან. ინფრაცია სეისმოლოგიურ კვლევასთან, რისკებთან და მიღებულ შედეგებთან დაკავშირებით; პასუხი: 2020 წელს ჩვენ მოვიწვიეთ დამატებითი ექსპერტ–კონსულტანტი სეისმოლოგი ბ–ნი ბერნარ ბლანკი, რომელიც გახლავთ მსოფლიოში აღიარებული საერთაშორისო ექსპერტი სეისმოლოგიის საკითხებში, რათა ჩაეტარებინა ჩვენი ახლანდელი პროექტის დამოუკიდებელი, ხელახალი შემოწმება და დაედო საექსპერტო დასკვნა. მისი დასკვნები დაემთხვევა Studio Pietrangeli-სა და Temelsu-ს წინა კვლევებს, რამაც დამატებით გაგვიმყარა აზრი პროექტირებისას გამოყენებული სეისმური პარამეტრების სიზუსტის შესახებ. ბატონი ბერნარ ბლანკის მიერ შესრულებული კვლევის საფუძველზე, შპს „ენკა რინიუებლზი“-მა კვლავ სთხოვა Stucky-ს (კაშხლების საპროექტო–საინჟინრო შვეიცარიული ფირმა) დამატებითი კვლევების ჩატარება გეოლოგიისა და სეისმოლოგიის კუთხით, შესაბამისად საერთაშორისო სტანდარტებისა, ისეთისა, როგორიცაა „დიდი კაშხლების საერთაშორისო კომისია“ (ICOLD). კვლევის პროცესში გათვალისწინებული იყო ექსტრემალური სცენარები. აღნიშნული კვლევის საჯარო წარდგინება მოხდა „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ (GEDF) მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე თბილისში 2020 წლის 19–20 ოქტომბერს. კონფერენციაზე მოწვეული იყო კაშხლების მშენებლობის ყველა ცნობილი ექსპერტი, მათ შორის უნივერსიტეტებიდან (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი), ჰიდროელექტროსადგურების ხელმძღვანელი პირები, სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლები და სხვა სპეციალისტები. წარმოდგენილი შედეგების მიხედვით, ნამახვანჰესი ერთ–ერთი ყველაზე უსაფრთხო კაშხალი იქნება რეგიონში. კვლევა მეწყერულ ზონებთან დაკავშირებით;  პასუხი: ჩვენ უკვე წარვუდგინეთ ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი გეოლოგიური კვლევა. აღნიშნული კვლევების მოძიება ქართულ–ინგლისურ ენებზე შესაძლებელია სამინისტროს ვებგვერდზე. რაც შეეხება მეწყერებზე შემდგომ კვლევას, ჩვენი გეგმა ითვალისწინებდა მეწყერის მონიტორინგის სადგურების დამონტაჟებას (monuments, inclinometer). ჩვენ წარვადგინეთ მონიტორინგის სადგურების დაგეგმილი ლოკაციები, რომელიც დაამტკიცა ეკონომიკის სამინისტრომ. გარდა ამისა, ჩვენ შევიძინეთ ინკლინომეტრი და პიეზომეტრი და ხელშეკრულება გავაფორმეთ კომპანიასთან, რომელიც ჩაატარებს საბურღ სამუშაოებს. თუმცა შექმნილი მგომარეობის გამო, ჩვენ არ მოგვეცა საშუალება აღჭურვილობის აღნიშნულ ლოკაციებზე დამონტაჟების. როგორც კი მოგვეცემა შესაძლებლობა დავიწყებთ აპარატურის დამონტაჟებას. იქთიოლოგიური კვლევები (ზუთხის საკითზე).  პასუხი: ზუთხის გამრავლების ადგილი ჩვენი საპროექტო არეალიდან დაახლოებით 80კმ ქვემოთ მდებარეობს. გარდა ამისა, ჩვენი საპროექტო ტერიტორიის ქვემოთ ხუთი კაშხალია. ჩვენს მშენებლობას ზუთხთან არ აქვს კავშირი. ზუთხის ჰაბიტატის დაცვას და შენარჩუნებას მდინარე რიონში, ინტეგრირებული მიდგომა სჭირდება, სადაც ყველა დაკავშირებული მხარე იქნება ჩაბმული, სახელმწიფოსა და ჰესების ოპერატორების ჩათვლით. ამასთან დაკავშირებით, სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას სპეციალური სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბებაზე, რომელიც დაკომპლექტდება ყველა ჰესის ოპერატორითა და დაინტერესებული მხარით. ჩვენი BOO (შენება–ფლობა–ოპერირება) ხელშეკრულების თანახმად, ჩვენ ვალდებული ვართ ჩავატაროთ კვლევა ზუთზე, ოპერირებამდე 1 წლით ადრე და წარვუდგინოთ ის სახელმწიფოს. ჩვენის მხრივ, ვაპირებთ ზუთხის კვლევის ამ წელს დაწყებას, ისე რომ არ დაველოდებით ოპერირების დაწყების დროს. არის თუ არა ეს ის კვლევები, რომელიც 2021 წლის აპრილამდე უნდა მომზადებულიყო? პასუხი: არა, 2021 წლის აპრილამდე განსაზღვრული იქნა სამშენებლო ნებართვის ფარგლებში დაკისრებული ვალდებულებების შესრულება. მეილში მოცემული საკითხები ძირითადად ეხება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვალდებულებებს. 2020 წლის 28 თებერვლის ბრძანების მიხედვით, კომპანიას მშენებლობის დაწყებამდე სამინისტროში უნდა წარედგინა სქემა, რომელიც ქუთაისის შემოვლით გზას ეხებოდა. პასუხი: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ (პირობა N6) კომპანიას დაევალა შესაბამის უწყებებთან მშენებლობის სატრანსპორტო სქემის შეთანხმება ქ. ქუთაისის შემოვლით. შესაბამისი სატრანსპორტო სქემა შეთანხმებული იქნა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარ სამმართველოსთან, რაც თავის მხრივ ეცნობა გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს. შესაბამის უწყებებთან შეთანხმებულ, მშენებლობის სატრანსპორტო სქემასთან დაკავშირებით, სამინისტროს შენიშვნები არ გააჩნია. (წერილი N 233/01; 12.01.2021). “ენკა რინიუებლზი” ვალდებული იყო, მშენებლობის დაწყებამდე ტვიშის მიკროზონაში წარმოებული ყურძნისა და ღვინის ხარისხს დაკვირვებოდა. პასუხი: გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების N23 პირობის შესრულებისთვის, გზშ–ის ანგარიშით გათვალისწინებული ტვიშის ზონაში წარმოებული ყურძნის და ღვინის ხარისხობრივ მახასიათებლებზე მონიტორინგი დაწყებულია. კერძოდ სოფელ ვანისჭალასა და ზემო მექვენაში მაცხოვრებლების კერძო ნაკვეთებში, კომპანიამ უკვე დაამონტაჟა შესაბამისი სენსორები. წარადგინა თუ არა კომპანიამ სამშენებლო მოედნებისა და ბანაკების პროექტები სამინისტროში? პასუხი: სამშენებლო ბანაკები (ბარიტის ქარხანა და ჩაის ფაბრიკა) ორივე შეთანხმებულია გარემოსდაცვის სამინისტროსთან, ხოლო N1 ბანაკისთვის რომელიც განთავსებულია ყოფილი ბარიტის ქარხნის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვა გაცემულია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ. N2 სამშენებლო ბანაკი (ჩაის ფაბრიკის ტერიტორიაზე) ჯერ არ აშენებულა, მიმდინარეობს მხოლოდ გზშ–ის ანგარიშით გათვალისწინებული დემონტაჟის სამუშაოები. რატომ დაიწყო კომპანიამ სათანადო ნებართვის გარეშე მშენებელობის პროცესი, რასაც გარემოზე უკვე აქვს გავლენა? პასუხი: კომპანიას მშენებლობის პროცესი არ აქვს დაწყებული. იგი მხოლოდ მოსამზადებელი რიგის და მიწის სამუშაოებს ახორციელებს, რისი უფლებამოსილებაც მინიჭებული აქვს მშენებლობის ნებართვით. რა ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩაატარა “ენკამ” ამ დრომდე რიონის ხეობაში? პასუხი: კომპანიის მიერ განხორციელებული პროექტების ჩამონათვალს შეგიძლიათ გაეცნოთ ენკას ვებ გვერდზე. კულტურული ძეგლების შესახებ პასუხი: 2015 წლის პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევების საფუძველზე პროექტის გავლენის ზონაში აღირიცხა 23 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, საიდანაც 13 ექცეოდა წყალსაცავის შეტბორვის არეალში. რაც შეეხება საპროექტო ცვლილებების არეალში მოქცეულ ტერიტორიებს, ლიტერატურული წყაროებისა და საველე სამუშაოების შედეგების მიხედვით, პროექტში შეტანილი ცვლილებების გავლენის ზონაში ისტორიულ–კულტურულ ან არქეოლოგიური ხილული ძეგლების არსებობა არ დადასტურებულა. მოსამზადებელი სამუშაოების დაწყებამდე განხორციელდა პირველადი სადაზვერვო (I ეტაპი) სამუშაოები, ხოლო აქტიური სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე კომპანია ვალდებულია განახორციელოს ისტორიულ–კულტურულ ან არქეოლოგიური ძეგლების გამოვლენის მიზნით დეტალური კვლევა, ამასთან საგულისხმოა რომ აქტიური სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას  მეთვალყურეობას გაუწევენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები, სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის დროს არქეოლოგიური ობიექტის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ეცნობოს სსიპ „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს“. 2021 წლის 12 თებერვალს გაიმართა შეხვედრა კომპანიისა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმის წარმომადგენლებს შორის. შეხვედრაზე მიმდინარეობდა მოლაპარაკებები თუ რა ტიპის სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო  ქვედა ნამახვანის არეალში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებით. საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა დაასრულა ის კვლევები, რომლებიც საჭირო იყო კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს („NCHA“) ნებართვის მისაღებად. ამის შემდგომ, 2021 წლის 4 მარტს ეროვნულმა მუზეუმმა NCHA-ს ნებართვის თხოვნით მიმართა.   ჩვენ ასევე ქუთაისის მუზეუმთან  შევთანხმდით, რომ კულტურული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში,  მას გადავიტანთ ქუთაისში.

Read More »

სოფელ ნამოხვანში კვლავ დაძაბული ვითარებაა

სოფელ ნამოხვანში კვლავ დაძაბული სიტუაციაა. მოსახლეობა ნამახვანჰესზე შესაბამისი სამუშაოების მიმდინარეობას აპროტესტებს. ადგილობრივები ასევე პროტესტით შეხვდნენ ინვესტორი კომპანია „ენკას” თანამშრომლების გადაადგილებას საპროექტო ტერიტორიაზე. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც. გუშინ დილით ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე ადგილობრივი აქტივისტები ამბობდნენ იმასაც, რომ სამართალდამცავებმა სოფელ გუმათში საავტომობილო გზა გადაკეტეს და აქტივისტებს გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევენ. ამ საკითხთან დაკავშირებით, მოგვიანებით ინფორმაცია გაავრცელა „ენკამ”. მათი თქმით, დღეს კომპანიამ სადერივაციო გვირაბის მშენებლობისთვის მოსამზადებელი ...

Read More »

რიონზე ჰესების მოწინააღმდეგეთა პეტიციას პარლამენტი მთავრობას გადაუგზავნის

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი საქართველოს მთავრობას გადაუგზავნის პეტიციას, რომლითაც მოქალაქეები რაჭაში ჰესების მშენებლობის შეწყვეტას მოითხოვენ. სხდომა, რომელსაც რიონის ხეობაში პროტესტის მონაწილე აქტივისტებიც ესწრებოდნენ, პარლამენტში 16 თებერვალს გაიმართა. კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ პეტიციას მიზანშეუწონლად არ მიიჩნევენ, თუმცა კომიტეტს შესაძლებლობა არ აქვს, ის განსახილველად დაიტოვოს. “იქიდან გამომდინარე, რომ პარლამენტის კომიტეტს არ აქვს ადამიანური რესურსი იმისა, რომ ასეთ სიღრმეებში ...

Read More »

ჯოზეფ ბაიდენს Dakota Access-ის ნავთობსადენის დახურვას სთხოვენ

აშშ-ის 46-ე პრეზიდენტს Dakota Access-ის ნავთობსადენის დახურვას სთხოვენ. წერილს, რომელიც ჯოზეფ ბაიდენისა და ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისის სახელზეა დაწერილი, ხელს ხელოვნების 200-მდე მოღვაწე და ეკოაქტივისტი აწერს. მათ შორის არიან ლეონარდო დი კაპრიო, რობერტ დაუნი-უმცროსი, ჯეინ ფონდა, კრის ევანსი, სკარლეტ იოჰანსონი და ხოაკინ ფენიქსიც. „სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ნავთობსადენი უკანონოდ ფუნქციონირებს, რაც თქვენს ადმინისტრაციას პროექტის სამუდამოდ დახურვის უფლებამოსილებას აძლევს. მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ დახუროთ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ნებადართული დამღუპველი პროექტი“, – ნათქვამია წერილში. Dakota Access-ის ნავთობსადენის მშებებლობა აშშ-ში მასობრივი აქციების ფონზე მიმდინარეობდა. სტენდინგ-როკის ინდიელთა ...

Read More »

ოთარ ანგურიძე: საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისთვის დიდი ჰესების მშენებლობის საკითხზე საზოგადოებაში შეთანხმება უნდა შედგეს

თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძე Facebook-ზე საქართველოში დიდი ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო კამპანიას გამოეხმაურა. ანგურიძე აცხადებს, რომ დიდი ჰესების მშენებლობის საკითხზე საზოგადოებაში შეთანხმება უნდა შედგეს. „რა თქმა უნდა, თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიების განვითარების კვალობაზე იზრდება ელექტრო ენერგიის მოთხოვნა და შესაბამისად, მეტი სიმძლავრეების გამომუშავების მიმართ იზრდება მოთხოვნილება და ყველა სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს ის შესაძლებლობა, რომლებიც მათ ბუნებრივი რესურსებიდან გააჩნიათ. არც, საქართველოა გამონაკლისი ...

Read More »