Tag Archives: #ენერგეტიკა

ნიჟნი ნოვგოროდში ლუკოილის შვიდი საწვავის ტანკერი იწვის

ნიჟნი ნოვგოროდში, ქსტოვსკის რაიონში ლუკოილის ნავთობის საცავში შვიდი საწვავის ტანკერი იწვის. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ლუკოილის სტრუქტურის ნავთობის საცავში ცეცხლი გაუჩნდა საწვავის 7 ტანკერს. თითოეული ტანკერი შეიცავს დაახლოებით 30 კუბურ მეტრ ნავთობპროდუქტს. ლუკოილის  პრესსამსახურის ცნობით, ხანძარი ქსტოვოს ნავთობის საცავში გაჩნდა, როდესაც  საწვავის ტანკერი ივსებოდა. მსხვერპლი და დაშავებული არ ყოფილა. მიმდებარე შენობებსა და ნაგებობებს საფრთხე არ ემუქრება.

Read More »

იემენელმა ჰუსიტებმა საუდის არაბეთის ენერგო-ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

20 მარტს იემენელმა ჰუსიტებმა საუდის არაბეთის ენერგო-ინფრასტრუქტურაზე ინტენსიური იერიში მიიტანეს. ჰუსიტების დაჯგუფებამ უპილოტო საფრენი აპარატების და რაკეტების საშუალებით იერიში განახორციელა ქალაქ ჯედაში მდებარე ნავთობ-გადამამუშავებელ ტერმინალზე. საუდის არაბეთის სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ჰუსიტებმა მიზანში ამოიღეს თხევადი გაზის გადამამუშავებელი და ზღვის წყლის დესალინაციის სადგურები. წყაროს თანახმად, სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. შიიტური დაჯგუფება ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად ესხმის თავს საუდის არაბეთის და საამიროების კრიტიკულ ...

Read More »
საქართველოსა და სომხეთს შორის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდება

იანვარ-თებერვალში საქართველომ ელექტროენერგიის 67% რუსეთისგან იყიდა

მომდინარე წლის იანვარში-თებერვალში ელექტროენერგიის იმპორტი საქართველოში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.8%-ით, 763.7 მლნ კვტ/სთ-მდე შემცირდა. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, იმპორტის 67.2% (513 მლნ კვტ/სთ) რუსეთიდან განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიიდან უდიდესი ნაწილი, 460.9 მლნ კვტ.სთ ოკუპირებულ აფხაზეთს მიეწოდა. 135.9 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია იყიდა საქართველომ სომხეთში, ხოლო ელექტროენერგიის იმპორტმა აზერბაიჯანიდან 114.8 მლნ.კვტ.სთ-ს მცირედით გადააჭარბა. საქსტატის მონაცემებით, ორ თვეში ...

Read More »

სემეკის სასწავლო ცენტრი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების რეგულირების საფუძვლების შესახებ ახალ კურსს იწყებს

სემეკთან არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი სხვადასხვა პროფესიის დაინტერესებული პირებისათვის ტრენინგების ახალ კურსს იწყებს. თემატიკა შეეხება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების რეგულირების საფუძვლებს. კურსის ფარგლებში გათვალისწინებულია ახალი სალექციო თემა „ენერგეტიკული ბიზნესი“, რომელსაც  სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია წაიკითხავს. კურსი მოიცავს რეგულირების ძირითადი პრინციპების საკანონმდებლო ჩარჩოს, რეგულირებადი სექტორების ძირითად სამართლებრივ, ტექნიკურ და ფინანსურ პარამეტრებს, სატარიფო პოლიტიკის საკითხებს, ენერგეტიკულ ბაზრებსა და  მათი ლიბერალიზაციის ...

Read More »

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 21 მარტს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, მთაწმინდის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, ამაღლების, ბოლო აღმართის, ოქროყანის, წავკისის, დავითაშვილის და ავთანდილის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ასათიანის (ნაწილობრივ), საქანელას და სანაპიროს ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან ...

Read More »

უკრაინამ და მოლდოვამ ევროპის ელექტროქსელებთან სინქრონიზაცია დაასრულეს

უკრაინამ და მოლდოვამ ევროპის ელექტროქსელებთან სინქრონიზაციის პროცესი წარმატებით დაასრულეს. ინფორმაციას USAID-ის ხელმძღვანელი, სამანტა პაუერი ავრცელებს. პაუერის თქმით, “ეს ნაბიჯი გააუმჯობესებს ელექტროენერგიის მდგრადობას კრიტიკულ ობიექტებზე ომის გაგრძელების ფონზე”. უკრაინისა და მოლდოვას ელექტროქსელების კონტინენტურ ევროპულ ქსელთან სინქრონიზაცია 16 მარტს დაჩქარებული წესით დაიწყო. გადაწყვეტილება საცდელი ოპერაციების დაწყების შესახებ მას შემდეგ მიიღეს, რაც Entsoe დარწმუნდა, რომ ეს ტექნიკურად შესაძლებელი და უსაფრთხო იყო მთლიანი ენერგოსისტემისთვის. ევროპასთან სინქრონიზაცია ...

Read More »

ალექსეი დანილოვი – ტერორისტებმა ორი ატომური ელექტროსადგური დაიკავეს, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო კი, დუმს

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლებს სთხოვს, ჩავიდნენ რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებულ ჩერნობილისა და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურებში, იქ არსებული ნორმების შესაბამისობაზე დასაკვირვებლად. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. „რუსეთი ტერორისტული ქვეყანაა, ეს უკვე დადასტურდა. მაგრამ ახლა ის ასევე არის ბირთვული ტერორისტული ქვეყანა და დღეს ინსტიტუცია, რომელსაც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ჰქვია, უნდა ჩარეულიყო ამ ...

Read More »

ენერგოდამოუკიდებლობა მაკრონის საარჩევნო პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილია

მაკრონის გეგმა ენერგეტიკის სექტორში ამბიციურ გარდაქმნებს ითვალისწინებს. „ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ პირველი ქვეყანა, რომელიც თავს დააღწევს გაზსა და ნავთობზე დამოკიდებულებას“, – განაცხადა 44 წლის პრეზიდენტმა. პროგრამის თანახმად, საფრანგეთში 2050 წლამდე ექვსი ბირთვული რეაქტორის აშენება იგეგმება. ამასთან, მზის სხივებით გამომუშავებული ენერგია ათჯერ, ქარის კი ორმოცდაათჯერ უნდა გაიზარდოს.

Read More »

“რუმინეთი-საქართველოს დამაკავშირებელი წყალქვეშა კაბელი გარდამტეხი იქნება ენერგოუსაფრთხოებისთვის”

რუმინეთი-საქართველოს დამაკავშირებელი წყალქვეშა კაბელი გარდამტეხი იქნება ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველო-რუმინეთის სავაჭრო პალატის დირექტორთა საბჭოს წევრმა გიორგი კაჭარავამ გადაცემაში “ბიზნესპარტნიორი” განაცხადა. “ის ტრანსნაციონალური კომპანიები, რომლებიც საქართველოს რუსეთიდან ფარავდნენ პირდაპირ უნდა გადაერთონ საქართველოზე და ჩვენმა ქვეყნამ ცენტრის ფუნქცია უნდა შეასრულოს. გარდა ამისა, შეიძლება განხორციელდეს რეგიონალური მნიშვნელობის დიდი პროექტები, როგორიცაა რუმინეთი-საქართველოს დამაკავშირებელი ელექტროკაბელი შავი ზღვის ფსკერზე, რომელიც გარდამტეხი იქნება ენერგოუსაფრთხოების კუთხით, ამიერკავკასიისა ...

Read More »
აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგებისთვის გაწეული მილიონობით ლარი ჩამოიწრება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 18 მარტს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I, III კვარტლების (ნაწილობრივ), სოფელი ლისის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის (ნაწილობრივ), ფერმწერთა, ავთო ვარაზის, ზაალიშვილის, ტაბიძის, გიორგი გეგეჭკორის, მედეა ჩახავას, მარიკა ბარათაშვილის, ოთარ ლორთქიფანიძის, ოთარ ...

Read More »