Tag Archives: #ირანი

ევროპელები ირანს აფრთხილებენ, რომ შეთანხმების მისაღწევად “დრო იწურება”

ევროპელი დიპლომატები ბირთვული მოლაპარაკების ფარგლებში ირანის პოზიციების გამო შეშფოთებულები არიან და აცხადებენ, რომ ირანელი დიპლომატები ახალ მოთხოვნებს აყენებენ, რაც „ძვირფასი დროის“ დაკარგვას იწვევს. მათივე განცხადებით, საბოლოო შეთანხმების მიღწევისთვის „დრო იწურება“. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ დიპლომატია ჯერ ისევ საუკეთესო არჩევანია, რომელიც ყველა სხვა ალტერნატივას სჯობს. ვენაში ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული ხელშეკრულების მოლაპარაკება გასულ კვირას განახლდა. დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის ...

Read More »

ბირთვული პროგრამის თაობაზე, ირანი და დასავლეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ მოლაპარაკებების წარუმატებლობაში

ირანმა მისი ბირთვული პროგრამის თაობაზე 2015 წელს ხელმოწერილი შეთანხმების დასავლელ წევრებს ბრალი დასდო, რომ ისინი „განაგრძობენ ბრალდებების თამაშს“. ეს განცხადება თეირანმა გააკეთა მას შემდეგ, რაც ევროპელმა დიპლომატებმა მოლაპარაკებებზე, რომლის მიზანია 2015 წლის შეთანხმების კვლავ ამოქმედება, თქვეს, რომ ირანი გამოდის ახალი წინადადებებით, რომლებიც „შესაბამისობაში არ არის“ შეთანხმებასთან. 14 დეკემბერს, ინდონეზიაში ვიზიტისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ აშშ მოკავშირეებთან ერთად „ალტერნატივებს“ ამზადებს ...

Read More »

თეირანი ამტკიცებს, რომ ბირთვული შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებებს სერიოზულად ეკიდება

ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი აცხადებს, რომ მისი მთავრობა „სერიოზულად“ ეკიდება ვენაში ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან ერთად მიმდინარე მოლაპარაკებებში მონაწილეობას. „ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით ამ მოლაპარაკებებს და თუ მეორე მხარე სერიოზულად მოეკიდება სანქციების გაუქმებას, მივაღწევთ კარგ შეთანხმებას. ჩვენ ნამდვილად ვესწრაფვით კარგ შეთანხმებას“, – მოჰყავს ირანის პრეზიდენტის სიტყვები ირანის ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს. ირანის პოლიტიკური ლიდერის ამ განცხადების ფონია, რამდენიმედღიანი ...

Read More »
საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი გერმანიასთან ენერგეტიკაში ითანამშრომლებენ

ირანი მზადაა აზერბაიჯანისა და რუსეთის ქსელები ელექტროენერგიით მოამარაგოს

ირანის ენერგეტიკის მინისტრმა ალი აქბარ მეჰრაბიანმა განაცხადა, რომ ირანი მზადაა თავისი ელექტრო ქსელები დააკავშიროს რუსეთისა და აზერბაიჯანის ელექტრო ქსელებთან. ალი ალიზადე მეჰრაბიანმა თეირანში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ქვეყნის მზადყოფნას გააფართოოს ენერგეტიკული კავშირები აზერბაიჯანთან და აღნიშნა, რომ ირანულმა მხარემ დაასრულა ირანის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ენერგოსისტემების სინქრონიზაციასთან (ქსელში ჩართვასთან) დაკავშირებით კვლევითი პროექტი, რომელიც ექსპლუატაციისთვისაც უკვე მზადაა. თეირანს, ბაქოსა და მოსკოვს ...

Read More »

ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებები 9 დეკემბერს განახლდება

ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებსა და ირანს შორის მოლაპარაკებები 9 დეკემბერს გაგრძელდება ვენაში. ამის შესახებ ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტო Tasnim-ი იუწყება. მოლაპარაკებების მიზანია, სული შთაბეროს 2015 წელს ხელმოწერილ შეთანხმებას, რომლითაც ირანმა იკისრა ვალდებულება, შეზღუდოს საკუთარი ბირთვული პროგრამა სანქციების შემსუბუქების საპასუხოდ. მოლაპარაკებები გასულ კვირაში განახლდა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ. აშშ, რომელმაც 2018 წელს დატოვა შეთანხმება დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას, მაგრამ ამჟამად ...

Read More »

გერმანია ირანს მოუწოდებს, ბირთვულ მოლაპარაკებებს რეალისტური წინადადებებით დაუბრუნდეს

გერმანია ირანს მოუწოდებს, ბირთვულ მოლაპარაკებებს რეალისტური წინადადებებით დაუბრუნდეს. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა. გერმანიის საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ გასულ კვირას თეირანის მიერ გაკეთებული თითქმის ყველა შეთავაზება მანამდე შეთანხმებულ კომპრომისებს არღვევს. „ირანის წინადადებები მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების საფუძველს არ იძლევა. ყურადღებით და საფუძვლიანად განვიხილეთ წინადადებები და დავასკვენით, რომ ირანმა თითქმის ყველა კომპრომისი დაარღვია, რომელსაც აქამდე მივაღწიეთ თვეების განმავლობაში მძიმე ...

Read More »

ირანმა ფორდოს ბირთვულ ობიექტეზე გამდიდრებული ურანის წარმოება დაიწყო

ირანმა ფორდოს ბირთვულ ობიექტეზე გამდიდრებული ურანის წარმოება დაიწყო. ამის შესახებ „როიტერი“ გაერო-ს ატომური სააგენტოს დამკვირვებლებზე დაყრდნობით იუწყება. ვარაუდობენ, რომ მსგავსი ცნობის გავრცელება ირანსა და აშშ-ს შორის არაპირდაპირ მოლაპარაკებებს ზიანს მიაყენებს. როგორც მედია წერს, მოლაპარაკებაში ჩართული მხარეები კი შიშობენ, რომ ამით ირანი ცდილობს, მოიპოვოს ბერკეტი მოლაპარაკების პროცესში. საერთაშორისო ატომური სააგენტოს განცხადებით, გაუმჯობესებული ცენტრიფუგების საშუალებით ირანი უფრო სწრაფად შეძლებს მიზნის მიღწევას.

Read More »

ვენაში დღეს ირანის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი იმართება

ექვსი რაუნდის შემდეგ, დღეს ავსტრიის დედაქალაქში ირანის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. მოლაპარაკებები ივნისი თვეში შეწყდა, როდესაც ირანში ახალი პრეზიდენტი, ებრაჰი რაისი აირჩიეს. დასავლელი დიპლომატების თქმით, თეირანი მოლაპარაკებებზე ახალი მოთხოვნების წამოყენებას გეგმავს, რომელთა შორის აშშ-ის და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მოხსნაა. ირანელი ოფიციალური პირების განცხადებით, აღნიშნულის გამო ირანის დელეგაცია ძირითადად ეკონომისტებით იქნება წარმოდგენილი. ...

Read More »

ქვეყნები, სადაც ენერგეტიკული კრიზისია

COVID-19 პანდემიის შემდეგ ბევრი ქვეყანა ახალი ტიპის კრიზისის წინაშე დგას, რომელიც ძალიან ძვირი ჯდება. დედამიწა ენერგეტიკული კრიზისის წინაშე დგას. მსოფლიოს გიგანტურმა კომპანიებმა ენერგიის მიღების ახალი წყაროების მოძიება დაიწყეს. მათ შორის, ქარის, მზის და მწვანე ენერგიის. ინდოეთში ქვანახშირი იწურება Power Technology-ის მონაცემებით, ბუნებრივ წიაღისეულზე ქვეყნის 60%-ია დამოკიდებული. COP26 კონფერენციის დროს, ინდოეთის გარემოს დაცვის მინისტრმა ქვანახშირის ჩანაცვლების ეტაპობრივი გზები წარადგინა. ინდოეთის მთავარი ...

Read More »

აზერბაიჯანმა, ირანმა და თურქმენეთმა გაზის მიწოდების შესახებ სამმხრივი შეთანხმება გააფორმეს

აზერბაიჯანმა, ირანმა და თურქმენეთმა გაზის მიწოდების შესახებ სამმხრივი შეთანხმება გააფორმეს. აშხაბადში გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ყოველწლიურად თურქმენეთიდან ირანის გავლით აზერბაიჯანი 1.5 მილიარდიდან, ორ მილიარდამდე კუბურ გაზს მიიღებს. შეთანხმებას ხელი მოეწერა ირანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების თანდასწრებით აშხაბადში, სადაც მანამდე მოლაპარაკებები გამართეს „ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის“ მე-15 სამიტის ფარგლებში.

Read More »