გერმანიის ხელისუფლება გაზის მიწოდების შესაძლო შეფერხებისთვის ემზადება. მთავრობამ გაზის მიწოდების მოქმედი რეგულაციის შესაბამისად გაფრთხილების ადრეული რეჟიმი აამოქმედა. გერმანიაში გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით მოქმედი საგანგებო რეგულაციის მიხედვით, ადრეული გაფრთხილება არის სამსაფეხურიანი გეგმის პირველი ეტაპი, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ჩარევას ჯერ არ ითვალისწინებს. როგორც გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, ამჟამად ქვეყანაში გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით შეფერხებები არ არის და ხელისუფლება აკვირდება ბაზრის ოპერატორებთან არსებულ სიტუაციას. ...
Read More »