Tag Archives: #რუსეთი

რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყებიდან ენერგორესურსების ექსპორტიდან €93 მილიარდი გამოიმუშავა

უკრაინაში ომის დაწყებიდან 100 დღეში, რუსეთმა ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან €90 მილიარდზე მეტი გამოიმუშავა. რუსული ენერგორესურსების ყველაზე მსხვილი შემსყიდველია ჩინეთი და გერმანია. ამის შესახებ წერს ენერგეტიკის და სუფთა ჰაერის კვლევის დამოუკიდებელი, საერთაშორისო ცენტრი(CREA). მისი სათავო ოფისი ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში მდებარეობს. კვლევის თანახმად, ევროკავშირი რუსული ნავთობისა და გაზის მსხვილი შემსყიდველია. მისმა წილმა შესყიდვაში 24 თებერვალი-3 ივნისის პერიოდში €57 მილიარდი შეადგინა. რუსული ნავთობის ყველაზე ...

Read More »

მოსკოვი და ისლამაბადი რუსული გაზის შესყიდვაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ

„მოსკოვი და ისლამაბადი მოლაპარაკებებს აწარმოებენ პაკისტანის მიერ თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) შესყიდვის შესაძლებლობაზე რუსეთისგან“, – განაცხადა პაკისტანის ელჩმა მოსკოვში, შაფკატ ალი ხანმა. „მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ ჯერჯერობით კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვი. ასეთი საუბრები მიმდინარეობს“, – ციტირებს Московский Комсомолец-ი დიპლომატის სიტყვებს. წყარო: bfm.ge

Read More »
რუსეთი და საუდის არაბეთი შეთანხმდნენ, ერთ დონეზე გაყინონ ნავთობის წარმოება

საუდის არაბეთი ჩინეთს ნავთობის მიწოდებას ივლისში შეუმცირებს

საუდის არაბეთის ეროვნულმა ნავთობკომპანიამ Saudi Aramco-მ, მსოფლიოში ნედლეულზე მზარდი მოთხოვნის გამო ივლისში გადაწყვიტა შეემცირებინა ნედლი ნავთობის მიწოდება რიგი ჩინურ გადამამუშავებელი ქარხნებისთვის. აღნიშნულის შესახებ Reuters იტყობინება. მათი სიტყვებით, საუდის კომპანიამ შეატყობინა სულ მცირე ხუთ აზიურ გადამამუშავებელ ქარხანას, რომელთაგანც უმეტესობა ჩინურია, რომ ივლისში ნედლი ნავთობის ნაკლებ სახელშეკრულებო მოცულობებს მიაწვდის. მარაგების შემცირება გამოწვეულია იმით, რომ ჩინეთი დიდი ფასდაკლებით იძენს რუსული ნავთობის მნიშვნელოვან მოცულობებს. ...

Read More »

გერჰარდ შრიოდერმა „გაზპრომის“ დირექტორთა საბჭოს წევრობაზე უარი თქვა

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა გერჰარდ შრიოდერმა „გაზპრომის“ დირექტორთა საბჭოში წარდგენაზე თანხმობა უკან გამოიწვია. ამის შესახებ რუსული მედია „გაზპრომის“ აქციონერთა ყოველწლიური კრებისთვის მომზადებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს. შრიოდერის კანდიდატურა „გაზპრომის“ დირექტორთა საბჭოში თებერვალში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებამდე წამოაყენეს. შრიოდერი იმ დროს როსნეფტის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იყო. ომის დაწყების შემდეგ შრიოდერმა მაშინვე არ დატოვა როსნეფტი, რისთვისაც ის გერმანიაში გააკრიტიკეს. შრიოდერმა რუსული კომპანიის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელის პოსტიდან გადადგომის შესახებ მაისის მეორე ნახევარში განაცხადა. ამასთან, ყოფილმა კანცლერმა თქვა, ...

Read More »

2023 წელს რუსეთში ნავთობის მოპოვება 18%-ით შემცირდება

შეერთებული შტატების ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის ცნობით, ევროკავშირის მიერ რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვა მომავალი წლის ბოლომდე ქვეყანაში ნავთობის მოპოვების 18%-ით შემცირებას გამოიწვევს. თხევადი საწვავის წარმოება დღეში 9,3 მილიონ ბარელამდე 2023 წლის მეოთხე კვარტალში შემცირდება. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მოპოვება დღეში 11,3 მილიონ ბარელს შეადგენს. უკრაინაში ომის გამო ევროკავშირმა სანქციების რამდენიმე პაკეტი აამოქმედა. სანქციების ახალი, მეექვსე პაკეტით ნაწილობრივ იკრძალება რუსული ნავთობის იმპორტი. თუმცა, რუსეთი ...

Read More »

ჩერნობილში, ოკუპაციის შემდეგ პირველად, რადიაციული დეტექტორები ამოქმედდა

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ზონაში, ოკუპაციის შემდეგ პირველად, რადიაციული დეტექტორები ამუშავდა. ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) იტყობინება. აღინიშნება, რომ უკრაინამ, IAEA-ს ტექნიკური მხარდაჭერით, 100 დღის წინ ომის დაწყების დროს დაკარგული სასიცოცხლო საინფორმაციო კავშირის აღდგენა შეძლო. ამჟამად, ათობით რადიაციულმა დეტექტორმა მონაცემების გადმოცემა კვლავ დაიწყო. რადიაციული მონიტორინგის ქსელმა ფუნქციონირება 24 თებერვალს შეწყვიტა, როდესაც რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ჩერნობილის ზონა დაიკავეს და იქ ...

Read More »

ესტონეთის პრემიერი: გაზი შეიძლება ძვირი იყოს, მაგრამ თავისუფლება ფასდაუდებელია

უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ ევროპული ერთიანობის შენარჩუნება, ინფლაციასა და ცხოვრების სტანდარტზე ომის გავლენის ფონზე, რთულია, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა განაცხადა. მან ასევე გააკრიტიკა საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, რომელიც, მისი თქმით, ცდილობს ვლადიმერ პუტინს კონფლიქტიდან დიპლომატიური გამოსავალი შესთავაზოს. ესტონეთის პრემიერის მტკიცებით, ამ ქმედების ერთადერთი შედეგი რუსეთის ლიდერისთვის იმის რწმენის მინიჭეებაა, რომ ის არ იქნება იზოლირებული და არ აგებს პასუხს ...

Read More »

ევროკავშირის სანქციების მე-7 პაკეტი რუსეთის ენერგეტიკაზე სრულ ემბარგოს უნდა მოიცავდეს – ევროკავშირში უკრაინის ელჩი

უკრაინულ მხარეს სურს, რომ ევროკავშირმა სანქციების მეშვიდე პაკეტში შეიტანოს ტოტალური ემბარგო რუსულ ენერგიაზე. „რისი ხილვა გვინდა სანქციების მეშვიდე პაკეტში? რა თქმა უნდა, დრო გვიჩვენებს, მაგრამ საუბარია რუსულ ენერგეტიკაზე, ანუ მილსადენის ნავთობზე ტოტალურ ემბარგოზე, მაგრამ ეს მოითხოვს რიგი ტექნიკური საკითხების მოგვარებას… საუბარია გაზზე“, – განაცხადა ვსევოლოდ ჩენცოვმა, უკრაინის მისიის ხელმძღვანელმა ევროკავშირში.

Read More »

ბრიუსელში რუსული გაზის ემბარგოს შესაძლებლობის განხილვა დაიწყეს

ნავთობის შემდეგ, ევროკავშირში ფიქრი რუსული ბუნებრივი გაზის შეზღუდვის შესახებაც დაიწყეს. სპეციფიკიდან გამომდინარე პროცესი უფრო რთული და გრძელვადიანი იქნება. უმთავრეს ჩამნაცვლებლად ამერიკული და ყატარული გათხევადებული გაზი განიხილება, შემდეგ სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის აზერბაიჯანიდან იმპორტის ზრდა. დარჩენილი დეფიციტი კი ქარისა და მზის ენერგიის ათვისების დაჩქარებით უნდა შეივსოს. ევროკავშირი რუსეთისგან წლიურად 150 მლრდ კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზს ყიდულობს, რაც საშუალო წლიური მოხმარების დაახლოებით ...

Read More »

სერბეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ რუსული ნავთობის იმპორტზე დაწესებული ნაწილობრივი ემბარგო სერბეთს წელიწადში 600 მილიონი დოლარი დაუჯდება

ევროკავშირის მიერ რუსული ნავთობის იმპორტზე დაწესებული ნაწილობრივი ემბარგო სერბეთს წელიწადში 600 მილიონი დოლარი დაუჯდება, – ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა სერბეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან – RTS-თან ინტერვიუში განაცხადა. ვუჩიჩის განმარტებით, ევროკავშირი ემბარგოს გამო, სერბეთს ერაყული ნედლი ნავთობის იმპორტი მოუწევს, რომლის ბარელი დაახლოებით 31 დოლარით ძვირია. სერბეთისთვის რუსული ნავთობის მიწოდება ხორვატიის ომიშის პორტში ტანკერებით ხდებოდა. ევროკავშირის სანქციები კი, რუსული ნავთობის საზღვაო გზით ...

Read More »