Tag Archives: #ჰიდროელექტროსადგური

დავით მირცხულავა „ნამახვანჰესზე“: ჰიდროგენერაციაზე უარის თქმა ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს

დღეს ტოტალურად ჰიდროგენერაციაზე უარის თქმაზეა საუბარი. ეს ამ ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს, – ამის შესახებ ექსპერტმა დავით მირცხულავამ „ნამახვანჰესის“ მშენებლობაზე საუბრისას განაცხადა. მისი აზრით, ჰესის მშენებლობა ისეთ მნიშვენლოვან საკითხებს უკავშირდება, როგორებიც არის ქვეყნის ენერგეტიკული, ეკონომიკური და ეროვნული უსაფრთხოება. „ჩვენ გვქონდა პერიოდი, როცა ზაფხულში ყოველთვის ჭარბი იყო საქართველოში ენერგია. ბოლო წლებში, პანდემიამდე, ზაფხულში ენერგიის სიჭარბე აღარ იყო, ისე იყო გაზრდილი მოთხოვნილება ელექტროენერგიაზე“, – განაცხადა მირცხულავამ. ადგილობრივი მოსახლეობა „ნამახვანჰესის“ მშენებელ კომპანიასთან კონტრაქტის გაწყვეტასა და ...

Read More »

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი [EMC] ნამახვანი ჰესის ხელშეკრულების ანალიზს აქვეყნებს

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი [EMC] ნამახვანი ჰესის ხელშეკრულების ანალიზს აქვეყნებს.” ნამახვანი ჰესის ხელშეკრულებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინტერესები დათმობილია კერძო კომპანიის სასარგებლოდ, ნამახვანი ჰესი ვერ უზრუნველყოფს ქვეყნისთვის უკეთეს ენერგოტარიფს და ენერგოუსაფრთხოებას, კომპანიას აქვს შეუზღუდავი უფლებები ბუნებრივ რესურსებზე, კანონმდებლობის, გადასახადისა და ბაზრის წესების ცვლილებით გამოწვეულ ფინანსურ ხარჯებს მთლიანად სახელმწიფო ანაზღაურებს, შეთანხმება არ ქმნის საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების გარანტიებს, ფორსმაჟორული გარემოებებისას ყველა სახის ზიანისა ...

Read More »

გიგა ბოკერია: გვინდა, ელექტროენერგია არ იყოს ძვირი, მაგრამ არ გვინდა დიდი ჰესები – ასე ვერ ხდება

“გვინდა, ელექტროენერგია არ იყოს ძვირი, მაგრამ არ გვინდა დიდი ჰესები – ასე არ ხდება”. – ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია ნამახვანჰესის აშენების საწინააღმდეგო აქციებს ეხმაურება. “როცა ვლაპარაკობთ, რომ გვინდა, ეკონომიკა განვითარდეს, ამხელა სიღარიბეა და ეკონომიკური სტაგნაცია იყო კოვიდამდეც. გვინდა, რომ ელექტროენერგია არ იყოს ძალიან ძვირი, მაგრამ, ამავდროულად, არ გვინდა დიდი ჰესები, არ გვინდა ატომური სადგურები, არ გვინდა რუსეთზე დამოკიდებულება, მაგრამ გვინდა იაფი ...

Read More »

ჩოხატაურის ადმინისტრაციული შენობის წინ, სოფელ სურების მოსახლეობა გამაფრთხილებელ საპროტესტო აქციას მართავს

როგორც ისინი აცხადებენ, დღეს 14:00 საათზე ზემო სურებში „ბარამიძე ჰესის” პროექტის ონლაინ სკოპინგის განხილვა უნდა შედგეს. შეკრებილები ამბობენ, რომ არ დაუშვებენ ჰესების მშენებლობისთვის მათი მიწის ფართობების „სუფსა ენერჯისათვის” 49 წლის ვადით გადაცემას. მათივე მტკიცებით, სუფსისი ხეობა საფრთხეშია და დახმარებას ითხოვენ. „ვაპროტესტებთ, არ დამახინჯდეს ჩვენი სურების ხეობა, არ მოექცეს მდინარე სუფსა მილებში და ნაცვლად ჰესების მშენებლობისა აქ განვითარდეს ტურიზმი.როგორც ჩვენთვის ცნობილია ...

Read More »

ქუთაისის მაჟორიტარი პარლამენტში ნამახვანჰესის თემის განხილვას ითხოვს

8 თებერვალს ქუთაისში, მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. მოქალაქეები ნამახვანიჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. პროტესტს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიებიც შეუერთდნენ. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი უკვე 4 თვეზე მეტია, ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქციებს მართავს და ღამეებს კარვებში ათევენ. საქართველოს პარლამენტის დღევანდელ საგაზაფხულო სესიაზე რამდენიმე დეპუტატი სწორედ ნამახვანიჰესის მშენებლობის წინააღმდეგ 28 თებერვალს გამართულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა და მეტი კომუნიკაციის საჭიროებაზე ისაუბრა. მათ შორის ...

Read More »

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის საკითხზე შესაძლოა პარლამენტში მინისტრებს მოუსმინონ

პარლამენტში, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საკითხზე შესაძლოა მიმდინარე კვირაში სპეციალური მოსმენა გაიმართოს, სადაც მინისტრებს მოუსმენენ. პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ იმედი გამოთქვა, რომ მთავრობა ამ საკითხთან დაკავშირებით დისკუსიაზე უარს არ იტყვის. “მიმდინარე კვირას დაგეგმილ “მინისტრის საათის“ ფორმატში შს მინისტრს უნდა მოვუსმინოთ. თუკი იქნება კონსულტაციები, შესაძლებელია, პარასკევს, პლენარული სხდომის ან კომიტეტის ფორმატში სხვა პროფილის მინისტრებს მოვუსმინოთ და მაღალი პრიორიტეტი სწორედ ამ საკითხს მივანიჭოთ“, – ...

Read More »

WEG-ის განცხადება ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებულ პროცესებზე

WEG ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “ჰიდროენერგეტიკის მდგრადი განვითარება საქართველოს ერთერთ უმთავრეს გამოწვევად არის ქცეული. ქვეყანა ვერ ახერხებს ენერგეტიკული უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, გარემოსდაცვითი და სოციალური ინტერესების დაბალანსებას, რასაც მნიშვნელოვანი დამაზიანებელი შედეგები მოაქვს. ჰიდროსადგურების განვითარების პროცესების არასაკმარისი გამჭვირვალობა, პროექტების ტექნიკური და პროცედურული ხარვეზები, კვლევების, კომუნიკაციის და სტრატეგიული დასაბუთების ნაკლებობა მოქალაქეების უნდობლობას იწვევს. ამასთან, სამართლიან პროტესტს დამატებით აღვივებს ცალმხრივი, ...

Read More »

ბექა დავითულიანი: ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობა შეიძლება მხოლოდ ჩვენს არაკეთილმოსურნე ქვეყანას არ აწყობდეს, რომელიც ეცდება, მის იმპორტზე ვიყოთ დამოკიდებულები

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად ნამოხვანჰესისა და მასზე დამოკიდებული 80 ჰესის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „დღეს ჩემი აზრით, ყველაზე მთავარი ხაზი, ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნის ინტერესების შესაბამისად, გადის პანდემიასა და პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისზე. პანდემიის ნაწილში პირველი ეტაპი ნამდვილად ვმართეთ წარმატებით, თუმცა მეორე ეტაპზე, რაც შეეხება ვაქცინაციის ნაწილს, გვაქვს გარკვეული შეფერხებები. ეს არის ფაქტი. მართალია, გუშინ მინისტრის მოადგილემ სრულიად გასაგებად ...

Read More »

ირაკლი ზარქუა: ნამახვანჰესთან დაკავშირებით მეტი კომუნიკაცია გვმართებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, ნამახვანჰესთან დაკავშირებით ადგილობრივებთან მეტი კომუნიკაცია გამართონ. დეპუტატმა ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სესიაზე გააკეთა. მისი თქმით, ინფორმაციის ნაკლებობა სერიოზული პრობლემაა და აუცილებლად უნდა მოგვარდეს. „2010-დან 2020 წლის ჩათვლით 8-ჯერ გაიზარდა ელექტროენერგიის მოხმარება, რადგან იზრდება ეკონომიკა, იზრდება მოხმარება და, ბუნებრივია, ეს საჭიროებს ელექტროენერგიის დამატებით წყაროს. 2019 წელს ჩვენ მილიარდ 600 მლნ კილოვატზე მეტი ენერგიის იმპორტი ...

Read More »

ვახტანგ მეგრელიშვილი: პროტესტი ძალიან ბუნებრივი, სამართლიანი და მხარდასაჭერია

პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, ვახტანგ მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ადგილობრივების „პროტესტი ძალიან ბუნებრივი, სამართლიანი და მხარდასაჭერია“. „მიწა არის ადამიანების საკუთრება. ადამიანებისთვის საკუთრების განცდა ინსტინქტურად გასაგები გრძნობაა. ის რომ მოძალადე არ აღიარებს საკუთრებას ადამიანებს კიდევ უფრო აბრაზებს. პრობლემის არსი მდგომარეობს მთავრობის მიერ შინაარსობრივად საკუთრების ექსპროპრიაციაში მისთვის სასურველი ახალი მესაკუთრისათვის გადაცემის მიზნით! პროტესტი ძალიან ბუნებრივი, სამართლიანი ...

Read More »