Tag Archives: #ჰიდროელექტროსადგური

“წყლის რესურსის გამოყენება არის ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც ზოგადად ადგილობრივი წარმოების განვითარება”

სიმდიდრე, რაც ჩვენ გვაქვს, არის წყალი და წყლის რესურსის გამოყენება არის ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც ზოგადად ადგილობრივი წარმოების განვითარება, – ამის შესახებ ნათია თურნავამ ჟურნალისტებს „ენგურჰესის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განუცხადა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ქვეყანაში დიდი ჰესების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „ძალიან ბევრი ევროპული მაღალგანვითარებული სახელმწიფოა, რომელსაც საქართველოს მსგავსად ჰიდრორესურსი აქვს. ეს არის შვეიცარია, ავსტრია, იტალია, ნორვეგია, რომელიც საკუთარი ენერგეტიკას ჰიდროენერგეტიკაზე ამყარებს. რა თქმა უნდა, მცირე ჰესებიც მნიშვნელოვანია ...

Read More »

ენგურჰესის მშენებლობით აშენდა მთელი ეს მხარე

პრემიერ-მინისტრი ენგურჰესზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესს გაეცნო. ირაკლი ღარიბაშვილმა ენგურისა და ზოგადად ჰესების მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. “ენგურჰესი დაახლოებით 50 წლის წინ აშენდა. რეალურად, ამ ჰესის მშენებლობით აშენდა მთელი ეს მხარე. ათასობით ადამიანი იყო დასაქმებული. დღესაც ენგურჰესზე მუდმივად არის 1200 ადამიანი დასაქმებული. დღეს კი დამატებით დასაქმებულია 650 ადამიანი. ჩვენი საერთო გენერაციის 40% სწორედ ენგურის მიერ არის გამომუშავებული. ვინმემ რომ წარმოიდგინოს, ...

Read More »

თურქეთის ელჩი „ნამახვანჰესზე“: არსებობს მანიპულაცია ფაქტებით… მოვუწოდებ კომპანიას ღიად გამოვიდეს და ილაპარაკოს

საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ფატმა სერენ იაზგანი ნამახვანჰესის პროექტის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. როგორც ცნობილია, ჰესის ტერიტორიაზე, რიონის ხეობის მოსახლეობამ, რომლებიც იქ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან, თავდაპირველად ჯვარი აღმართეს და ასე გააპროტესტეს თურქული კომპანია ENKA-ს მიერ წინამოსამზადებელი სამუშაოების დაწყება. თურქეთის ელჩი „ფორმულას“ ეთერში ამბობს, რომ საუბარია 800 მილიონი დოლარის ინვესტიციაზე, რაც იმის დემონსტრირებაა, რომ თურქი ინვესტორები საქართველოს ენდობიან. დიპლომატი ...

Read More »

“გენერაციის ობიექტების მშენებლობას ენერგოუსაფრთხოება და უდიდესი ეკონომიკური სარგებელი მოაქვს”

ელექტროენერგიის ექსპორტი ვერ განხორციელდება, თუ ქვეყნის შიდა მოთხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებული, – ასე პასუხობს „ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელი მოსაზრებას, რომ ახალი ჰესების მთავარი დანიშნულება სხვა ქვეყნებისთვის ელექტროენენერგიის მიწოდებაა. „ფიზიკის კანონებით ჩვენ ვერ შევძლებთ ელექტროენერგიის ექსპორტზე გატანას, თუ ადგილობრივი მოთხოვნა არ არის დაკმაყოფილებული. რაც შეეხება იურიდიულ მხარეს, ნებისმიერი ახალი ობიექტი, რომელიც ჩვენ ქსელშია ჩართული არის ჩვენი ქსელის სუბიექტი. ის ემორჩილება ადგილობრივ ...

Read More »

შუახევჰესის საინვესტიციო ღირებულება 510 მილიონ დოლარს აჭარბებს

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ყველაზე მსხვილი ენერგოპროექტი შუახევჰესი 2020 წლის გაზაფხულზე შევიდა ოპერირებაში და უკვე წელიწადზე მეტია გამოიმუშავებს ელექტროენერგიას. შუახევჰესი წარმოადგენს ჯამურად 187 მგვტ სიმძლავრის ჰესების კასკადს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 510 მილიონ დოლარს აჭარბებს.”შუახევი ჰესი” პროექტის ფარგლებში განხორციელდა ასობით სოციალური პროექტი, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 8 მილიონი შეადგინა. შუახევჰესს ნორვეგიელი და ინდოელი ინვესტორებმა ააშენეს და ამჟამად, ოპერირების ეტაპზე, ახალგაზრდა ქართველი ინჟინრები მართავენ. ...

Read More »

“ენკა“ სტიქიით დაზარალებულებს სურსათით დაეხმარა

კომპანია “ენკამ“ სტიქიით დაზარალებულებს სასურსათო დახმარება მარხილებით გაუგზავნა.  საქმე ისაა, რომ ლაჯანურთან სტიქიის გამო გზები ჩახერგილია. სამანქანო გზის არარსებობის გამო, კომპანია “ენკამ” ადგილობრივ მოსახლოებას პირველადი დახმარების ნივთები ლაჯანურიდან სოფელ ღუში მარხილებით გაუგზავნა. “კომპანია გამოთქვამს მზაობას, გზების აღდგენამდე ადგილობრივებს გაუწიოს დახმარება და უზრუნველყოს საჭირო პროდუქტებით”, – ნათქვამია “ენკას” მიერ გავრცელებულ ინფორმციაში.

Read More »
ენერგეტიკის სამინისტრო ნამახვანის ჰესების კასკადისთვის ინვესტორს ეძებს

102 მცირე ჰესი თუ ნამახვანჰესი

რას მოიტანს ნამახვანჰესის ჩანაცვლება მცირე ჰიდროსადგურებით? – ამ კითხვაზე პასუხს report.ge-სთან  WEG World Experience for Georgia ცდილობს. ორგანიზაცია განახლებადი ალტერნატივების სრული სურათისათვის მცირე ჰიდროსადგურებს განიხილავს. მათი ინფორმაციით, საქართველოში ამჟამად 48 მცირე ჰესი მუშაობს, ჯამური სიმძლავრით 193.3 მგვტ, რომელთა საშუალო წლიური გამომუშავება ჯამში 630 გვტ/სთ-ს შეადგენს. ამ მცირე ჰესების საშუალო სიმძლავრე 4 მეგავატია.  “იმისათვის რომ ნამახვანჰესის ეკვივალენტური 1500 მგვტ/სთ გამომუშავება მივიღოთ საჭირო იქნება დამატებით ...

Read More »

,,თბილისის უწყვეტი წყალმომარაგება ჟინვალის ჰიდროკომპლექსის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა”

განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის ფონდის დირექტორი გიორგი აბრამიშვილი სოციალურ ქსელში ჟინვალის წყალსაცავზე წერს და მიაჩნია, რომ თბილისის უწყვეტი წყალმომარაგება ჟინვალის წყალსაცავის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა:  “ბევრმა არ იცის, რომ თბილისის უწყვეტი წყალმომარაგება ჟინვალის ჰიდროკომპლექსის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. თბილისის სტაბილური წყალმომარაგების საკითხი საზოგადოებისთვის, დღეს, ერთ-ერთი აქტუალური თემაა. მიუხედავად ამისა, შეიძლება მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილმა იცოდეს, რა გზას გადის წყალი, ვიდრე ჩვენს ონკანებამდე ...

Read More »

“ლევან ვასაძე “ნამახვანჰესის” ირგვლივ არაპრეფესიონალურად მსჯელობს”

ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ისაუბრა, სადაც მან პროექტზე გაფორმებულ ხელშეკრულებას კაბალური და ქვეყნისთვის წამგებიანი უწოდა. ვასაძის განცხადებებს არ იზიარებს ეკონომისტი ანდრია გვიდიანი და მიიჩნევს, რომ ბიზნესმენი ნამახვანჰესთან დაკავშირებით, აბსოლუტურად არასწორ აქცენტებს სვამს. ნამახვანჰესის ირგვლივ ბევრი არასწორი მოსაზრება ვრცელდება, უმეტესობა მათგანი დილეტანტურია და ხშირად გარკვეული ჯგუფები ტყუილების გავრცელების გზით ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. რაც შეეხება ლევან ვასაძის განცხადებებს, ვფიქრობ, ...

Read More »

სააგენტომ „ენკას” დარღვევა არ დააფიქსირა

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მასალების საფუძველზე EMC მიიჩნევს, რომ 2020 წლის ოქტომბერში ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროცესში შპს „ენკა რინიუებლზი“ არ დაჯარიმებულა მშენებლობის ნებართვის პირობების დარღვევისა და მოსამზადებელი სამუშაოების უკანონოდ განხორციელების გამო. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ შპს „ენკა რინიუებლზი“ ვალდებული იყო სადერივაციო გვირაბის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყებამდე მოეპოვებინა ამ ობიექტზე მშენებლობის უფლება, კერძოდ კი ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის წარედგინა აღნიშნული ობიექტის სრული საპროექტო ...

Read More »