Tag Archives: #გაზი

ბრიუსელი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან კონსულტაციებს გეგმავს

ევროკომისიის წარმომადგენლის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მა და გერმანიამ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტთან დაკავშირებით უთანხმოებები მოაგვარეს, ევროკომისიას არ შეუცვლია საკუთარი კრიტიკული დამოკიდებულება ზემოაღნიშნული პროექტის მიმართ. ინფორმაციას სააგენტო „დოიჩე ველე“ ავრცელებს. ევროკომისიის წარმომადგენლის თქმით, პროექტი არ შედის ევროკავშირის საერთო ინტერესების სფეროში. მისივე განცხადებით, ევროკომისია კონსულტაციებს გამართავს ევროკავშირის წევრ და მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის უკრაინასთან. ევროკომისიის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი მზად არის, მხარი დაუჭიროს ...

Read More »

ბაიდენი: „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის განხორციელების შეჩერება შეუძლებელი იყო

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა 99%-ით არის დასრულებული და მისი განხორციელების შეჩერება შეუძლებელი იყო. „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ 99%-ით არის დასრულებული. მოსაზრება, რომ შეიძლებოდა რამის თქმა ან გაკეთება მისი შეჩერების მიზნით, შეუძლებელია. მე ძალიან ნაყოფიერი დისკუსია მქონდა ანგელა მერკელთან. გერმანიის მთავრობა ვალდებულებების საკითხზე მუშაობს, რაც იმას ითვალისწინებს, რომ თუ რუსეთი უკრაინას და სხვა ქვეყნებს ზიანს მიაყენებს, გერმანიის ...

Read More »

„გაზპრომის“ ხელმძღვანელი: „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ევროპელ მომხმარებლებს უფრო იაფი გაზით უზრუნველყოფს

კომპანია „გაზპრომის“ ხელმძღვანელმა, ალექსეი მილერმა განაცხადა, რომ გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ევროპელ მომხმარებლებს უფრო იაფი გაზით უზრუნველყოფს. „გაზპრომი“ ყოველთვის მიიჩნევდა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ეკონომიკური პროექტია. ამ პროექტის მიზანია უზრუნველყოს ევროკავშირის ბაზარზე გაზის მიწოდების საიმედოობა, სტაბილურობა და დივერსიფიცირება, ასევე საბოლოო მომხმარებლებისთვის გაზის საფასურის შემცირება“, – აღნიშნა ალექსეი მილერმა. „გაზპრომის“ ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ კომპანია მზად არის, უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტი ...

Read More »

დმიტრო კულება: „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ენერგეტიკული კავშირის დივერსიფიცირების პრინციპს არღვევს

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“ უკრაინის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ. „ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების 274-ე მუხლის თანახმად, უკრაინა ოფიციალურად იწყებს კონსულტაციებს ევროკომისიასა და გერმანიასთან „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის საკითხზე. „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ უკრაინის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს და ევროკავშირის ენერგეტიკული კავშირის დივერსიფიცირების პრინციპს არღვევს“, – აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. აშშ-მა და გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტზე ...

Read More »

უკრაინისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები აშშ-ისა და გერმანიის მიერ რუსულ გაზსადენთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას აკრიტიკებენ

უკრაინისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები აშშ-ისა და გერმანიის მიერ რუსულ გაზსადენთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას აკრიტიკებენ. ერთობლივ განცხადებაში დიპლომატები ამტკიცებენ, რომ ბერლინისა და ვაშინგტონის გარიგება რუსეთს დესტრუქციული გავლენის მოსაპოვებლად ახალ შესაძლებლობას გაუჩენს. „ჩრდილოეთის ნაკადი -2“-მა შექმნა დამატებითი პოლიტიკური, სამხედრო და ენერგეტიკული საფრთხეები უკრაინისა და ცენტრალური ევროპისთვის“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ, დმიტრი კულებას და პოლონეთის მთავარ დიპლომატ ზბიგნევ რაუს ერთობლივ განცხადებაში. კიევსა და ვარშავაში მიიჩნევენ, რომ აშშ-სა და ...

Read More »

სენატორი ტედ კრუზი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ზე: ეს პუტინისთვის გეოპოლიტიკური გამარჯვება და შეერთებული შტატებისა და ჩვენი მოკავშირეებისთვის კატასტროფა იქნება

„რესპუბლიკელი“ სენატორი, ტედ კრუზი გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად, აშშ-მა და გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტზე შეთანხმებას მიაღწიეს. სენატორის თქმით, აღნიშნული შეთანხმება აშშ-სთვის კატასტროფული იქნება და რუსეთის გეოპოლიტიკურ გამარჯვებას დაადასტურებს. „თუ გავრცელებული ინფორმაცია ზუსტია, ეს პუტინისთვის გეოპოლიტიკური გამარჯვება და შეერთებული შტატებისა და ჩვენი მოკავშირეებისთვის კატასტროფა იქნება. პრეზიდენტი ბაიდენი აშშ-ის კანონს არღვევს და სრულად ჩაბარდა პუტინს. ათწლეულების შემდეგ, რუსეთის დიქტატორები ბაიდენის საჩუქრისგან ...

Read More »

მთავრობა გაზის მსხვილი სახელმწიფო საწარმოების რეფორმას გეგმავს

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების რეფორმაზე დასავლელ პარტნიორებთან ერთად მუშაობს. მინისტრი ვარაუდობს, რომ რეფორმა შეეხება გაზის სფეროდან მსხვილ სახელმწიფო საწარმოებს. “ჩვენ გვაქვს უკვე პირველი წარმატებული მაგალითი, ეს არის სახელმწიფო ელექტრო სისტემა, რომლის რეფორმირება 2018 წლიდან დავიწყეთ და შედეგად ეს საწარმო გამოვიდა გაკონტრების რეჟიმიდან. ახლა ჩვეულებრივ ფინანსურად მდგრად რეჟიმში ფუნქციონირებს. ხდება ამ საწარმოს კორპორატიზაცია, რაც თავის შედეგს გამოიღებს. ...

Read More »

ბაიდენი და მერკელი გაზის უკრაინულ ტრანზიტს იცავენ

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრის დროს მისგან მტკიცე განაცხადების გაკეთებას მოითხოვდა იმის თაობაზე, რომ ახალი გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“  რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს რადიკალური ქმედებებისკენ არ უბიძგებს. თავად ბაიდენი დემოკრატიული პარტიის ლიდერების მხრიდან მკაცრი კრიტიკის ობიექტი გახდა მას შემდეგ, რაც ამ გაზსადენის წინაამღდეგ სანქციების გაფართოვებაზე უარი განაცხადა და ამით „გაზპრომს“ პროექტის დასრულების შესაძლებლობა მისცა. და ეს მაშინ, ...

Read More »

ილჰამ ალიევი ევროპაში აზერბაიჯანული გაზის მიწოდების ზრდას პროგნოზირებს

აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის ექსპორტის მოცულობა ევროპულ ბაზარზე გაიზრდება, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს. აზერბაიჯანის სახელმწიფოს მეთაურის სიტყვებით, სამხრეთ გაზის დერეფნის (SGC) პროექტის დასრულება ისტორიულად მნიშვნელოვანი მოვლენა იყო – იუწყება “ინტერფაქს-აზერბაიჯანი”. იტალიაში, საბერძნეთსა და ბულგარეთში მცხოვრები მოსახლეობის აზერბაიჯანული გაზით მომარაგება, ტრანს-ადრიატიკული გაზსადენის (TAP) მეშვეობით, 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო. TAP გაზსადენი SGC–ს ნაწილია, რომელიც ...

Read More »

აზერბაიჯანმა ბუნებრივი აირის ექსპორტი 17%-ით გაზარდა

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში,  აზერბაიჯანიდან გაზის ექსპორტმა 3.511 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბა. აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) ანგარიშის თანახმად, აღნიშნული მაჩვენებელი  17,3%-ით მეტია, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მოანცემებზე. 2020 წლის ორი კვარტლისთვის აზერბაიჯანიდან ექსპორტირებული ბუნებრივი გაზის მოცულობამ 2.994 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა.

Read More »