Tag Archives: #ენერგეტიკა

ევროპის უდიდესი ქალაქები უკრაინას ელექტროენერგიის გენერატორებს და ტრანსფორმატორებს გადასცემენ

ერთობლივი კამპანიის ფარგლებში ევროპის უდიდესი ქალაქები აპირებენ, რომ უკრაინას ელექტროენერგიის გენერატორები და ტრანსფორმატორები გადასცენ. “იმედის გენერატორების” ინიციატივა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ და დარიო Eurocities-ის პრეზიდენტმა დარიო ნარდელამ წამოაყენეს. ის მიზნად ისახავს ენერგიით უზრუნველყოს უკრაინაში არსებული ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყალმომარაგების სადგურები, დახმარების ცენტრები, თავშესაფრები და სატელეფონო ანძები. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა ინიციატორებს მადლობა გადაუხადა და თქვა, ...

Read More »

თბილისის რამდენიმე რაიონს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

24 ნოემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III კვარტლის, აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრის.(ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის მე-15 კილომეტრის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, სამხედრო გზატკეცილის, დიდი დიღმის (ნაწილობრივ), კაპანელის, ბახტრიონის, ცინცაძის, საბურთალოს, ბურძგლას, საირმის, შმიდტის, მაღალაძეების, ...

Read More »

იაპონია უკრაინას გენერატორებს და მზის ენერგიაზე მომუშავე ნათურებს გადასცემს

გადაუდებელი დახმარების ფარგლებში იაპონია უკრაინას გენერატორებს და მზის ენერგიაზე მომუშავე ნათურებს გადასცემს. საუბარია 2,5 მილიონ დოლარზე მეტ თანხაზე. ამის შესახებ უკრაინული მედია იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. იაპონიის მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო გააგრძელოს გადაუდებელი საგრანტო დახმარება დაახლოებით 2,57 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით. იაპონიის ხელისუფლება უკრაინას დახმარებას გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის მეშვეობით განახორციელებს, საუბარია უკრაინის გენერატორებით და მზის ნათურებით უზრუნველყოფაზე. „რუსეთის ...

Read More »

რუსეთის წილი ევროკავშირის ენერგეტიკის იმპორტში 10%-ით დაეცა

რუსეთის სამხედრო აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ საერთაშორისო საქონლით ვაჭრობას დიდი ზიანი მიაყენა. განსაკუთრებით ეს ენერგეტიკული პროდუქტებით ვაჭრობაზე აისახა. დაზუსტებული სეზონური ღირებულებებიდან გამომდინარე, რუსეთის წილი ევროკავშირის ენერგეტიკულ იმპორტში 2022 წლის I კვარტლამდე (26.0%-დან 27.6%-მდე) საკმაოდ სტაბილური იყო. 2022 წლის I და II კვარტალს შორის რუსეთის წილი მკვეთრად შემცირდა და კლების ტენდენცია 2022 წლის II და III კვარტალშიც გაგრძელდა. მთლიანობაში, რუსეთის წილი ევროკავშირის ...

Read More »

პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინელებს ისევ მოუწოდა ელექტროენერგიის ეკონომიისკენ

უკრაინაში გრძელდება ქვეყნის ენერგოობიექტებზე რუსეთის მასირებული დარტყმებით გამოწვეული ენერგოკრიზისი. უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანიის ინფორმაციით, დღეს, 22 ნოემბერს ქვეყნის ყველა რეგიონში ისევ იქნება ელექტროენერგიის ე.წ. გეგმური გათიშვა. კომპანიის განცხადებით, სარაკეტო დარტყმების 6 ტალღის შემდეგ, უკრაინის ენერგოსისტემა სრულად ჯერ კიდევ ვერ აღდგა და მთელი დატვირთვით მუშაობა არ შეუძლია. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ წუხანდელი ვიდეომიმართვისას უკრაინის მოქალაქეებს და ბიზნესს კიდევ ერთხელ მოუწოდა ელექტროენერგიის ეკონომიისკენ. ზელენსკის ...

Read More »

ნიკოლოზ ანთიძე: “მნიშვნელოვანია აფხაზური მხარე დარწმუნდეს “ენგური ატრაქციის” წარმატებაში”

ცოტა ხნის წინ “ენგურჰესი” კვლავ მოექცა ყურადღების ცენტრში არცთუ სასიამოვნო კუთხით – წყალსაცავში წყლის დონე საპროექტო მინიმუმს ჩამოსცდა, რაც ასე ადრე პირველად მოხდა. მთავარი მიზეზი კვლავაც აფხაზეთია, სადაც ზამთარში განსაკუთრებით იზრდება მოხმარება. თუმცა, ამჯერად “ენგურჰესის” არაპირდაპირ დანიშნულებაზე გვინდა გავამახვილოთ ყურადღება, საუბარია ობიექტის ტურისტულ მნიშვნელობასა და როლზე. 2021 წლის ნოემბერში, „ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი მსოფლიო დონის ატრაქცია“ პროექტის პირველი ეტაპი ენერგეტიკის განვითარების ...

Read More »

მოლდოვის პრეზიდენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მკაცრი ზამთრისთვის მოემზადონ, ვინაიდან ქვეყანა მწვავე ენერგეტიკული კრიზისის წინაშე დგას

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მკაცრი ზამთრისთვის მოემზადონ, ვინაიდან ქვეყანა მწვავე ენერგეტიკული კრიზისის წინაშე დგას. ამის შესახებ მაია სანდუმ პარიზში მოლდოვის დონორთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მოლდოვის მხარდასაჭერად საფრანგეთის დედაქალაქში 50-მდე ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი შეიკრიბა. „ეს ომი საფრთხეს უქმნის ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდებას. ჩვენ არ ვართ დარწმუნებულები, რომ შევძლებთ საკმარისის მოძიებას, რათა გავათბოთ და გავანათოთ ჩვენი სახლები. თუ შევძლებთ, ფასები იქნება არახელმისაწვდომი ჩვენი ხალხისა და ეკონომიკისთვის. ამან ...

Read More »

მაკრონმა და ზელენსკიმ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე უსაფრთხოების ვითარება განიხილეს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე უსაფრთხოების ვითარება განიხილა. მაკრონმა ზელენსკის განუცხადა, რომ ღრმად შეშფოთებულია ბოლოდროინდელი დარტყმების გამო აღნიშნა, რომ ელექტროსადგურს საფრთხე კვლავ ემუქრება. საფრანგეთის პრეზიდენტი ასევე ესაუბრა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელს, რაფაელ გროსის. მხარეებმა ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ დემილიტარიზაციის საკითხი განიხილეს.

Read More »

ჰანს კლუგე – რუსეთის მიერ უკრაინის ენერგოსისტემის განადგურების მცდელობა ამ ზამთარს მილიონობით უკრაინელის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის

რუსეთის მიერ უკრაინის ენერგოსისტემის განადგურების მცდელობა ამ ზამთარს მილიონობით უკრაინელის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ კიევში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „უკრაინის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის ნახევარი დაზიანებული ან განადგურებულია. ამას უკვე აქვს გავლენა ჯანდაცვის სისტემაზე და ადამიანების ჯანმრთელობაზე. მარტივად რომ ვთქვათ, ამ ზამთარს ხალხის წინაშე გადარჩენის საკითხი დადგება“, – განაცხადა კლუგემ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზით, ამ ზამთარს კიდევ ორმა ან ...

Read More »

უკრაინაში ენერგოკრიზისია

უკრაინაში მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ უშუქოდ საათების განმავლობაში დარჩებიან და მიწოდების განრიგზე გადავლენ. ამის მიზეზი რუსეთის მხრიდან განხორციელებული მძიმე საარტილერიო და სარაკეტო თავდასხმებია უკრაინულ ინფრასტრუქტურაზე. ამჟამინდელი ინფორმაციით, თავდასხმების გამო დაზიანებული ინფრასტრუქტურა, ზამთრის დადგომასთან ერთად, გავლენას ახდენს ქვეყნის მოსახლეობის 40%-ზე. მოსახლეობის ამ ნაწილს ზამთრის გადასატანად კრიტიკულად აუცილებელი გათბობა, ელექტროენერგია და წყალი, სრულად, ან ნაწილობრივ არ მიეწოდება. “ყოველთვის უარესისთვს უნდა მოემზადო. გვესმის, რომ ...

Read More »