Tag Archives: #ენერგოსექტორი

ივლისიდან ენერგეტიკული ბირჟა ამოქმედდება

პირველი ივლისიდან საქართველოში ენერგეტიკული ბირჟა ამოქმედდება. შედეგად, კომპანიების ნაწილი ელექტროენერგიას ენერგობირჟის საშუალებით იყიდის. პირველ ეტაპზე ენერგოპლატფორმაზე ვაჭრობას 23-მდე მსხვილი მომხმარებელი შეძლებს. მათ შორის სამი სახელმწიფო და ოცი კერძო კომპანია იქნება. ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელის განმარტებით, ბაზრის სრული გახსნა მომდევნო ხუთ წელშია მოსალოდნელი. „პირველი ივლისიდან ბაზრის გახსნის შემდეგ, მნიშვნელოვან ეტაპზე გადავდივართ. ბაზარზე 23 ახალი მომხმარებელი გავა. ისინი ელექტროენერგიას აღარ შეისყიდიან უნივერსალური მიმწოდებლებისგან ...

Read More »

დავით თვალაბეიშვილი: 10 წელში ელექტროენერგიის იმპორტი გაზრდილია 8-ჯერ და ეს საყურადღებოა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი ენერგოსექტორის განვითარების მნიშნელობაზე აცხადებს. მინისტრი მოადგილე განმარტავს, რომ ამ მიზნით სექტორის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში რეფორმირება უპირობოდ უნდა შესრულდეს. ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს სახელით გამართულ საჯარო დისკუსიაზე განაცხადა, რომ საქართველოში ძალიან ამბიციური რეფორმები მიმდინარეობს ენერგეტიკის სექტორში, მათ შორის არის ორგანიზებული ენერგეტიკული ბაზრების ჩამოყალიბება, ენერგეტიკული ბირჟის განვითარება, ენერგოეფექტურობის ...

Read More »

დავით ნარმანიამ ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს ელექტროენერგეტიკის სექტორში რეფორმების მიმდინარეობის პროცესი გააცნო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს ელექტროენერგეტიკის სექტორში რეფორმების მიმდინარეობის პროცესი გააცნო. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ენერგეტიკის კომიტეტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე სემეკის თავმჯდომარემ მიმოიხილა ზოგადი საკანონმდებლო ჩარჩო და ნორმატიული აქტები, ისაუბრა ბაზრის მოდელის კონცეფციის, საბითუმო და საცალო ბაზრების წესების, ბაზრის მონიტორინგის მნიშვნელობისა და ამ მიმართულებით სემეკის აქტივობების შესახებ. ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკულ ბაზარზე ...

Read More »

“ის კვლევები, რომელიც ჩვენს ხელთ არის, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ განვახორციელოთ „ნამახვანჰესის” პროექტი იმ ფორმით, როგორც იგეგმებოდა”

ის კვლევები, რომელიც ჩვენს ხელთ არის, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ განვახორციელოთ „ნამახვანჰესის” პროექტი იმ ფორმით, როგორც იგეგმებოდა,- ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ პროექტის აღმასრულებელმა დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ განაცხადა. როგორც ლომინაძე განმარტავს, „ნამახვანჰესის” საკითხზე, სრული მზადყოფნაა კომპეტენტურ გუნდთან და ექსპერტების ჩართულობით, მომზადებული დასკვნები გადაიხედოს. „იმედი მაქვს, რომ ის ხალხი ვინც ვსაუბრობთ ერთ ენაზე, ერთი დღის წესრიგით, რომელიც, არის ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისთვის, გამოვნახავთ საერთო ენას. ...

Read More »

“„ნამახვანჰესი“ არ არის საერთაშორისო პროექტი, ეს არის ქართული პროექტი, რომელიც ქართულ საქმეს, ქართულ საზოგადოებას ემსახურება”

„ნამახვანჰესი“ არ არის საერთაშორისო პროექტი, ეს არის ქართული პროექტი, რომელიც ქართულ საქმეს, ქართულ საზოგადოებას ემსახურება, – ამის შესახებ კომპანია „ენკას“ დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა. „ეს პროექტი წლების განმავლობაში დაიცავს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას“, – განაცხადა ლომინაძემ. მისი თქმით, კომპანია „ენკა“ არის საქართველოში რეგისტრირებული კომპანია და ის ქართული კომპანია, რომელიც ქართულ საქმეს ემსახურება. „დიახ, ...

Read More »

სემეკსა და „საქართველოს მედიატორთა ასოციაციას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და „საქართველოს მედიატორთა ასოციაციას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. მათივე ცნობით, მემორანდუმის მიზანია მხარეთა შორის თანამშრომლობის განვითარება და საქართველოში მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის, დანერგვა. ამ მიზნით მხარეები თანხმდებიან, რომ უზრუნველყოფენ ინფორმაციის გაზიარებას, ერთობლივი პროექტების, ...

Read More »

“დღეს რომ “ნამახვანჰესი” აშენებული გვქონოდა პრაქტიკულად ელექტროენერგიის იმპორტი არ დაგვჭირდებოდა”

დღეს ჩვენი ელექტროენერგიის იმპოტრი სამწუხაროდ აღწევს დრამატულ მოცულობას, ეს არის მილიარდ ექვსასი მილიონი კილოვატსაათი წელიწადში. “ნამახვანჰესის” გამომუშავება იქნება მილიარდ ხუთასი მილიონი. რა თქმა უნდა, ჩვენი ეკონომიკა განვითარდება და უახლოეს 10-15 წელიწადში მეტი ელექტროენერგია დაგვჭირდება. დღეს რომ “ნამახვანჰესი” აშენებული გვქონოდა პრაქტიკულად იმპორტი არ დაგვჭირდებოდა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ქრონიკაში“ განაცხადა. „ჰესის მშენებლობის პროცესში 1 600 ...

Read More »

“წარმოვიდგინოთ ჩვენი ქვეყანა, მისი ენერგეტიკა და ეკონომიკა “ენგურჰესის” გარეშე”

ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ჰესებს შეეხება. ხშირად ისმის ხოლმე ჰესების მშენებლობის დროს ავარიების და ინციდენტების შემთხვევები – რაც ნამდვილად იყო, ამას ვერავინ უარყოფს. ასე იყო “შუახევი ჰესის”, “მესტიაჭალაჰესის”, “ბახვი ჰესის” და ასე შემდეგ შემთხვევებში. ორი აზრი არაა იმაზე, რომ ყველა ეს შემთხვევა უნდა იქნას კარგად შესწავლილი და შესაბამისი დასკვნები გაკეთებული, იმისათვის, რომ მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი ნაგებობების საიმედოობა და უსაფრთხოება პროექტირების, ...

Read More »

აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტი გაიზარდა

2021 წლის იანვარ-მარტში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტი 15,4%-ით გაიზარდა და 464,9 მლნ კვტ.სთ შეადგინა. 2020 წლის პირველ სამ თვეში აზერბაიჯანიდან განხორციელებული ელექტროენერგიის იმპორტის მოცულობა 402,8 მლნ კვტ.სთ იყო. აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანისთვის საქართველო არის ელექტროენერგიის მთავარი საექსპორტო ქვეყანა. 2021 წლის პირველ კვარტალში აზერბაიჯანიდან ექსპორტირებული ელექტროენერგიის 91,3% მოდის საქართველოზე, 4,5% რუსეთზე, 2,5% თურქეთზე, ხოლო დანარჩენი ირანზე. 

Read More »

ბოლო 5 წელში გაზის არასწორი მოხმარებისა გამო თბილისში 150 ადამიანი გარდაიცვალა

„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით,  2015-2020 წლებში გაზის არასწორი მოხმარებისა და სპეციალისტების რჩევების იგნორირების გამო დედაქალაქში 150 ადამიანი გარდაიცვალა. გაზის უსაფრთხო მოხმარებასთან მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისა და ბოლო პერიოდში უსაფრთხოების წესების იგნორირების გამო მოხმდარ ფაქტებთან დაკავშირებით კომპანიის სწრაფი რეაგირების ბაზაზე პრესკონფერენცია გაიმართა. კომპანიის ცნობით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, თითქმის ყოველდღიურად ფიქსირდება უსაფრთხოების წესების იგნორირებით გამოწვეული შემთხვევები. მათ შორის CO-თი ინტოქსიკაციისა და გარდაცვალების ფაქტები. ...

Read More »