Tag Archives: #ნავთობკომპანიები

“დრუჟბას” სადენის დაზიანების ფონზე, ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის  12 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 94.76 (+0.46)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  89.63 (+0.28)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ნავთობსადენ „დრუჟბაზე“, რომლითაც ნავთობი რუსეთიდან ევროპას მიეწოდება, გაჟონვა დაფიქსირდა

პოლონეთმა 11 ოქტომბერს, საღამოს, „დრუჟბის“ ნავთობსადენის ერთ-ერთ ხაზზე, ნავთობის გაჟონვა აღმოაჩინა. ამის შესახებ პოლონური ოპერატორი PERN იტყობინება. მილის დაზიანების მიზეზი უცნობია. დაზიანების ადგილი პლოცკიდან დაახლოებით 70 კილომეტრში მდებარეობს. აღნიშნულია, რომ დაზიანებულია ხაზი, რომლითაც გერმანიას ნავთობი მიეწოდება. ოპერატორმა განაცხადა, რომ ნავთობსადენის დაზიანების მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე მობილიზებული არიან სპეციალური სამსახურები. როგორც ცნობილია, „დრუჟბის“ მილსადენი არის მთავარი მარშრუტი, რომლითაც ნედლი ნავთობი გერმანიას მიეწოდება. ამასთან, ...

Read More »

ირანში საპროტესტო გამოსვლებს მენავთობეები შეუერთდნენ

ირანის ქალაქების, ბუშერის და დამავანდის ნავთობ-ქიმიური ქარხნების ათასზე მეტი მუშა შეუერთდა საპროტესტო გამოსვლებს, რომლებიც უკვე სამ კვირაზე მეტია გრძელდება და რისი საბაბიც თავსაფრის არასწორად ტარების გამო დაკავებული ქალის პატიმრობაში სიკვდილი გახდა. ირანის ბევრ ქალაქში გამართულ გამოსვლებს მთავრობა სასტიკად უსწორდება. რადიო თავისუფლების ირანული სამსახურის, „რადიო ფარდას“ ცნობით, 10 ოქტომბერს მენავთობეებმა გადაკეტეს საწარმოსთან მისასვლელი გზები და დაცვის სამსახურის თანამშრომლებით გარშემორტყმულნი გაიძახოდნენ ლოზუნგს: ...

Read More »

რუსეთმა ევროპაში ნავთობის ტრანზიტისთვის, საზღვაო ბაზრის 60% დაკარგა

რუსეთმა, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ევროპაში ნავთობის ტრანზიტისთვის, საზღვაო ბაზრის 60% დაკარგა. ამის შესახებ Bloomberg წერს. გამოცემის ცნობით, რუსეთი რვა კვირაში თითქმის მთლიანად დაკარგავს ამ ბაზარს და უახლესი სანქციები, ნაკადების სხვა ქვეყნებში გადამისამართებას მნიშვნელოვნად გაართულებს. 7 ოქტომბრამდე ოთხი კვირის განმავლობაში, ევროპაში რუსული ნავთობის მიწოდება დღეში საშუალოდ 630 000 ბარელს შეადგენდა  რაც შეჭრამდე 1,62 მილიონი ბარელი იყო.

Read More »

შემოსავლების სამსახური: გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოში რუსეთიდან 81 ათასი ტონა სანქცირებული ნავთობპროდუქტი შემოვიდა, ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოში რუსეთიდან 81 ათასი ტონა სანქცირებული ნავთობპროდუქტი შემოვიდა, ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და უწყების დისკრედიტაციას, – ამის შესახებ ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება მედია საშუალებებითა და ,,ანტიკორუფციული მოძრაობის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლაშა ფარულავას მიერ გაკეთებულ მორიგ, დეზინფორმაციულ განცხადებას საქართველოში სანქცირებული ნავთობის შემოტანის თაობაზე. აღნიშნული ...

Read More »

ერთკვირიანი ზრდის შემდეგ, ნავთობის ფასი შემცირდა

2022 წლის  10 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  97.69 (-0.23)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  92.59 (-0.05)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
ნავთობის ფასი 6-წლიან მინიმუმამდე დაეცა

აშშ-ში საწვავზე ფასებმა ზრდა ისევ დაიწყო

OPEC+-ის გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც ნავთობის მოპოვების შემცირებას ითვალისწინებს, აშშ-ში საწვავზე ფასებმა ზრდა დაიწყო. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა. „საკვებზე ფასები გაიზრდება, კი არ შემცირდება. მე მანამდე შევძელი საწვავზე ფასების დაკლება, თუმცა ახლა მან ზრდა დაიწყო იმის გამო, რაც OPEC+-ში რუსებმა და საუდეველებმა გააკეთეს“, – განაცხადა ბაიდენმა მერილენდის შტატში სიტყვით გამოსვლისას. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ განაგრძობს ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე ...

Read More »

Goldman ნავთობის ფასის პროგნოზს 104 დოლარამდე ზრდის

საინვესტიციო ბანკი Goldman Sachs ნავთობის ფასის მიმდინარე და 2023 წლის პროგნოზს ზრდის. გაზრდის მიზეზი OPEC+-ის გადაწყვეტილებაა, რომელიც ნავთობის მოპოვების 2 მილიონით შემცირებას გულისხმობს, რაც  COVID-19-ის პანდემიის დაწყების შემდეგ ნავთობის მოპოვების ყველაზე მასშტაბური შემცირებაა. OPEC+-ის წევრი ქვეყნები, რომელშიც რუსეთიც შედის, ნავთობის მოპოვების შემცირებაზე ოთხშაბათს შეთანხმდნენ. ამ ნაბიჯით ჯგუფი ნავთობის ფასის ვარდნის შეჩერებას ცდილობს. მათი განმარტებით, გადაწყვეტილება ემყარება გაურკვევლობას, რომლითაც მოცულია გლობალურ ეკონომიკა და ...

Read More »
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

მ/წლის იანვარ-სექტემბრის თვეებში საავტომობილო ზეთებისა და საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:   2022 წლის იანვარ-სექტემბრის თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 15,94 ათასი ტონა, რაც 2,02 ათასი ტონით ანუ 14,5%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (13,92 ათასი ტონა) შედარებით.   მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის თვეების განმავლობაში  საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან – 3,04 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 19,1%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ირანი – ...

Read More »
საწვავი 12–15 თეთრით გაძვირდა – ფასების ზრდა შესაძლოა, მომავალშიც გაგრძელდეს

ქვეყანაში საწვავის კიდევ 10 თეთრით გაიაფებას ელიან

საქართველოში საწვავი, შესაძლოა, კიდევ 10 თეთრით გაიაფდეს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ, ვახტანგ იობაშვილმა განუცხადა, ჩვენი ქვეყნის სანავთობო ბაზარზე სიტუაცია სტაბილურია, ქვეყანას გააჩნია საწვავის მარაგები, შესაბამისად, უსიამოვნო სიურპრიზებს არ უნდა ველოდოთ. „გვაქვს ძალიან კარგი ტენდენცია. ფასები მოდის ქვემოთ. საცალო ქსელებში კიდევ ველოდებით, რომ 10 თეთრამდე გაიაფდება საწვავი. რაც შეეხება ბაზრის საერთო მდგომარეობას – ჩვენი კომპანიების სასახელოდ შეიძლება ითქვას, რომ ...

Read More »